აღმოსავლეთი სიერა-მადრე
აღმოსავლეთი სიერა-მადრე (ესპ. Sierra Madre Oriental) — მთები მექსიკაში, მექსიკის ზეგნის აღმოსავლეთ განაპირა ნაწილში. ქმნის პარალელური ქედების სისტემას. სიგრძე დაახლოებით 800 კმ. სიმაღლე 3700 მ. აგებულია მეზოზოური და მესამეული კირქვებითა და ქვიშაქვებით. მთების ჩრდილოეთი ნაწილი შემოსილია ქსეროფიტული ბუჩქნარებით. სამხრეთ ნაწილში აღმოსავლეთ კალთებზე ნოტიო ტროპიკული და წიწვიანი ტყეებია, დასავლეთ კალთზებზე — ბუჩქნარი.[1]
აღმოსავლეთი სიერა-მადრე | |
---|---|
კოორდინატები: 25°22′ ჩ. გ. 100°33′ დ. გ. / 25.367° ჩ. გ. 100.550° დ. გ. | |
ქვეყანა | მექსიკა |
უმაღლესი წერტილი | პენია-ნევადა |
სიმაღლე | 4054 მ |
სიგრძე | 800 კმ |
უმაღლესი მწვერვალია პენია-ნევადა (4054 მ.). აქვე მდებარეობს სერო-პოტოსი (3713 მ) და ელ-კოაუილონი (3460 მ). აღმოსავლეთის სიერა-მადრეს მექსიკის ზეგანი (საშუალო სიმაღლე 1100 მ) გამოყოფს დასავლეთ სიერა-მადრესაგან.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 52.