ენათმეცნიერება
ენათმეცნიერება — მეცნიერება ადამიანის ბუნებრივი ენების[1][2][3], მათი აგებულებისა და ფუნქციონირების ზოგადი კანონების შესახებ.
ეტიმოლოგიარედაქტირება
ენათმეცნიერებების გავრცელებული სახელწოდება უცხო ენებზე არის ლინგვისტიკა. იგი მომდინარეობს ლათინური lingua-საგან, რაც ნიშნავს „ენას“.
ენათმეცნიერების დისციპლინებირედაქტირება
ენის შესასწავლი ასპექტების თვალსაზრისით პირობითად გამოიყოფა ენათმეცნიერების დისციპლინების ორი კლასი: შიგა და გარე.
- შიდა ენათმეცნიერების კლასი:
- გრამატიკა – ეტიმოლოგია – ზოგადი ენათმეცნიერება – ლექსიკოგრაფია – მორფოლოგია – ონომასტიკა – ორთოგრაფია – სემანტიკა – სინტაქსი – ტიპოლოგია – ფონეტიკა – ფონოლოგია – ფრაზეოლოგია – შედარებით-ისტორიული ენათმეცნიერება
- გარე ენათმეცნიერების კლასი:
ენათმეცნიერების ისტორიარედაქტირება
ენათმეცნიერება უძველესი დროიდან ვითარდებოდა ძველ აღმოსავლეთსა და მესოპოტამიაში, სირიასა და ეგვიპტეში, აგრეთვე ინდოეთსა (ძვ. წ. V-IV სს. პანინი) და საბერძნეთში (არისტოტელე). მეცნიერულ კვლევებს ამ დარგში საფუძველი ჩაეყარა XIX საუკუნის დასაწყისიდან ზოგადი და შედარებით-ისტორიული ენათმეცნიერების ფორმით. პირველი ფორმის წარმომადგენელი იყო ვილჰელმ ჰუმბოლდტი, ხოლო მეორისა – ფრანც ბოპი, ვილჰელმ გრიმი და სხვები.
ენათმეცნიერების ისტორიის ძირითადი მიმართულებებია:
- ლოგიკური ენათმეცნიერება (XIX საუკუნის შუაწლები);
- ფსიქოლოგიური ენათმეცნიერება (XIX საუკუნის მე-2 ნახევარი);
- სოციოლოგიური ენათმეცნიერება (XIX საუკუნის დასასრული – XX საუკუნე).
ენათმეცნიერების საერთო ცნებები და ტერმინებირედაქტირება
- ზოგადი ცნებები:
- ანბანი – ასო – ასპექტი – ბგერა – ბრუნება – ბრუნვა – განსაზღვრება – გარემოება – გრამატიკული დრო – გრამატიკული რიცხვი – დამატება – დამწერლობა – თანხმოვანი – თარგმანი – კომპოზიტი – მახვილი – უღლება – ქვემდებარე – ქვემდებარე – ქცევა – წინადადება – ხმოვანი
- ენის ფორმები და სახეები:
- დაპროგრამების ენა – დიალექტი – კილო – კილოკავი – ოფიციალური ენა – ჟესტების ენა – სალიტერატურო ენა – საერთაშორისო ენა – სახელმწიფო ენა – ხელოვნური ენა
- მეტყველების ნაწილები:
- არსებითი სახელი – ზედსართავი სახელი – რიცხვითი სახელი – ნაცვალსახელი – ზმნა – ზმნიზედა – თანდებული – კავშირი – ნაწილაკი – შორისდებული
- სასვენი ნიშნები:
- დეფისი – კითხვის ნიშანი – მრავალწერტილი – მძიმე – ორწერტილი – ძახილის ნიშანი – წერტილი – წერტილ–მძიმე
- მიმდინარეობები და თეზები:
გამოჩენილი ენათმეცნიერებირედაქტირება
ენათმეცნიერების ინსტიტუტირედაქტირება
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ მარტინეტი, ანდრე (1960). Elements of General Linguistics, Tr. Elisabeth Palmer (Studies in General Linguistics, vol. i.), London: Faber, გვ. 15.
- ↑ ჰალიდეი, მიხაელ; Jonathan Webster (2006). On Language and Linguistics. Continuum International Publishing Group, გვ. vii. ISBN 0-8264-8824-2.
- ↑ გრინბერგი, ჟოზეფი (1948). „Linguistics and ethnology“. Southwestern Journal of Anthropology. 4: 140–47.