პროგრამირების ენა

(გადამისამართდა გვერდიდან დაპროგრამების ენა)
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ენა.

პროგრამირების ენა — ნიშნების ფორმალური სისტემა, რომელიც პროგრამების შესაქმნელად გამოიყენება. პროგრამირების ენას გააჩნია ლექსიკური, სემანტიკური და სინტაქსური წესები.

მარტივი კოდი კომპიუტერული პროგრამისთვის, რომელიც დაწერილია C პროგრამირების ენაზე. გაშვების შემდეგ პროგრამა გამოიტანს შედეგს „Hello, World!“-ს.

დღეისათვის არსებობს 2000–ზე მეტი პროგრამირების ენა და ყოველწლიურად მათი რიცხვი იზრდება. ზოგი ენა პოპულარობით სარგებლობს, ზოგსაც მხოლოდ ავტორები იყენებენ. პროფესიონალური პროგრამების შესაქმნელად შესაძლებელია რამდენიმე პროგრამირების ენის ერთდროული გამოყენებაც კი.

პროგრამირების ენების უდიდესი მრავალფეროვნება შეუძლებელს ხდის მათ კლასიფიკაციას რომელიმე ერთიანი შკალის მიხედვით. არ არსებობს ყველაზე კარგი პროგრამირების ენა ისევე, როგორც არ არსებობს ყველაზე კარგი ჩვეულებრივი სალაპარაკო ენა. პროგრამირების ენის არჩევა უნდა განისაზღვროს მისი მოსალოდნელი გამოყენების მიზნით.

ძირითადი მახასიათებლებირედაქტირება

დონერედაქტირება

განარჩევენ მაღალი დონის და დაბალი დონის პროგრამირების ენებს. დაბალი დონის ენებში ხდება პროცესორის, ოპერატიული მეხსიერების და კომპიუტერის ნაწილების მართვა, მათ მიეკუთვნება ასემბლერი. მაღალი დონის ენებში ხშირია აბსტრაქცია – იქმნება მონაცემთა ისეთი ტიპები, რომლებიც არ არსებობს, მაგრამ კოდს მარტივ სამართავს გახდიან. უფრო მარტივად, რაც უფრო ახლოსაა პროგრამირების ენა ადამიანურ აზროვნებასთან, მით უფრო მაღალი დონისაა იგი და რაც უფრო ახლოსაა მანქანურთან, უფრო დაბალი დონისაა.

სინტაქსირედაქტირება

ენების უმრავლესობას აქვს ტექსტური სინტაქსი. იგი პროგრამირების ენის ელემენტების სწორად ჩაწერას განსაზღვრავს. (იხ. ასევე C-ის მსგავსი სინტაქსი)

ბიბლიოთეკარედაქტირება

ენებს ძირითადად აქვთ თავისი ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკაში შესაძლებელია იყოს სტრუქტურები, მონაცემთა სხვადასხვა ტიპები, ფუნქციები...

დიზაინირედაქტირება

პროგრამირების ენა წარმოადგენს პროგრამას, რომელიც ქმნის სხვა პროგრამებს. შეიძლება ერთ პროგრამირების ენას შეესაბამებოდეს ერთი პროგრამა, ან რამდენიმე პროგრამირების ენა გაერთიანებული იყოს.