შორისდებული — უცვლელი მეტყველების ნაწილი, რომელიც წარმოადგენს ადამიანის გრძნობის, განცდის, ნება-სურვილის გამომხატველ ბგერას, ბგერათა ჯგუფს ან სიტყვას. იგი განკერძოებით დგას წინადადების თავში, შუაში ან ბოლოში (იხმარება ცალკეც) და გამოიყოფა მძიმით (უჰ, რა მშვენიერი დილაა!) ან ძახილის ნიშნით (ბიჭოს! ეს რა ამბავია!). შორისდებულთან სასვენი ნიშანი არ დაისმის თუ იგი მიმართვას აძლიერებს ან სახელის მნიშვნელობით არის ნახმარი და წინადადების რომელიმე წევრის ფუნქციას ასრულებს (უი ჩემს თავს!).

ლიტერატურა

რედაქტირება