ოთარ კობერიძე

ქართველი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი
(გადამისამართდა გვერდიდან კობერიძე, ოთარ)

ოთარ კობერიძე (დ. 17 დეკემბერი, 1924, თბილისი — გ. 9 მარტი, 2015, თბილისი[1]) — ქართველი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1967).

ოთარ კობერიძე

ოთარ კობერიძე
დაბადების სახელი ოთარ კობერიძე
დაბადების თარიღი 17 დეკემბერი, 1924
თბილისი, საქართველო
გარდაცვალების თარიღი 9 მარტი, 2015 (90 წლის)
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1941-2001

ბიოგრაფია

რედაქტირება

ოთარ კობერიძე დაიბადა თბილისში 1924 წლის 17 დეკემბერს. მისი პირველი ფილმი იყო ნიკოლოზ შენგელაიას „შავი მთები“, სადაც პარტიზანს თამაშობდა. ეს იყო მოკლემეტრაჟიანი სურათი ბესარაბიელებზე. მაშინ კობერიძე მერვე კლასში იყო. ფილმის შემდეგ ჩარიცხეს კინოსამსახიობო სტუდიაში, პირველ კურსზე. დილით სკოლაში დადიოდა, საღამოს სტუდიაში.

როგორც მსახიობი იხსენებს, მესამე კურსზე ყოფლის დროს, საშინელება ტრიალებდა — სიბნელე, პურის, ნავთის რიგები. ამან ძალიან იმოქმედა და მოხალისედ წავიდა ფრონტზე, 1943–1945 წლებში მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. ჯარში ყოფნის დროს ის ახსენდებოდა, რაც ფილმში ჰქონდა ნათამაშები. პრაღის გათავისუფლებაში მონაწილეობდა. პრაღის ახლოს, ბანსქტონ-ბისტრიცაში იბრძოდა და რას წარმოიდგენდა, რომ 16 წლის შემდეგ ამავე ადგილებში მოუწევდა თამაში ნიკოლოზ სანიშვილის „შეწყვეტილ სიმღერაში“, სადაც გურამ გელოვანის როლი მისცეს. ფილმში კვდება, ომში კი ცოცხალი გადარჩა.

ომიდან დაბრუნების შემდეგ, პირველად „ქეთოს და კოტეს“ გადაღებაზე მიიწვიეს. ამავე პერიოდში დაეღუპა ბებია.

1948 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1950–1956 წლებში სოხუმის დრამატული თეატრის, ხოლო 1959–1964 წლებში მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის მსახიობი იყო. 1956 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ მსახიობად და რეჟისორად.

1954 წელს მიღებული აქვს აფხაზეთის ასსრ-ის დამსახურებული არტისტის, 1958 წელს საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტის, 1967 წელს საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტის, ხოლო 1981 წელს აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო არტისტის წოდებები. 2002 წელს გახდა მემედ აბაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი.

1941 წლიდან იღებდნენ კინოში. შესრულებული აქვს 50-ზე მეტი როლი. ბევრ ფილმში მას პარტნიორობას უწევდა მეუღლე — პოპულარული ქართველი მსახიობი ლია ელიავა.

ფილმოგრაფია

რედაქტირება
 
ბაში-აჩუკი

ფილმების დამდგმელი რეჟისორი

რედაქტირება

სცენარის ავტორი ფილმებისა

რედაქტირება
  • 1963: „Мечте навстречу“ „ოცნებასთან შესახვედრად“ რეჟისორები ოთარ კობერიძე, მიხეილ კარიუკოვი
  • 1979: „ელოდეთ მოკავშირეს“ რეჟ. ოთარ კობერიძე
  • 1990: „საბედისწერო გასროლა“ რეჟ. ოთარ კობერიძე

გადაღებულია ფილმებში

რედაქტირება

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

რედაქტირება

კადრები ფილმებიდან ო. კობერიძის მონაწილეობით

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლელა ჯიყაშვილი, ვითარებანი ცნობილი ადამიანების ცხოვრებიდან.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება