შეწყვეტილი სიმღერა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

შეწყვეტილი სიმღერა — რეჟისორ ნიკოლოზ სანიშვილის მიერ 1960 წ. გადაღებული ფილმი[1], რომელიც სსრკ-ჩეხოსლოვაკიის კინოსტუდიების „ქართული ფილმის“ და „კოლიბას“ ერთობლივი ნამუშევარია.

„შეწყვეტილი სიმღერა“

კადრი ფილმიდან
დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ სანიშვილი
სცენარის ავტორი კონსტანტინე ლორთქიფანიძე, ნიკოლოზ სანიშვილი
როლებში იულიუს პანტიკი, ოთარ კობერიძე, ლია ელიავა, ვერიკო ანჯაფარიძე
კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე, ტიბორ ანდრაშოვანი
ხმის ოპერატორი შტეგელმანი, კაბალოვი
ოპერატორი დუდარ მარგიევი
მონტაჟი ვასილ დოლენკო
მხატვარი რუდოლფ კოვაჩი, ევგენი მაჭავარიანი
სტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 1960
ხანგრძლივობა 100 წთ
ქვეყანა დროშა: სსრკ სსრკ
დროშა: საქართველოს სსრ საქ. სსრ, ჩეხოსლოვაკია
ენა ქართული

კინოფილმი მოგვითხრობს უბრალო ადამიანების მეგობრობისა და სიყვარულის ნამდვილ ამბავს.

ფილმის მთავარი გმირია სლოვაკი მეომარი — მიშო ზვარა, რომელიც სკოლის მუსიკის მასწავლებელია და მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერული სლოვაკური დივიზიის შემადგენლობაში აღმოსავლეთის ფრონტზე გააგზავნიან. სლოვაკებს არ სურთ ნაცისტური გერმანიის არმიის რიგებში ყოფნა და ყოველდღე გადარბიან ფრონტის ხაზზე საბჭოთა ჯარებთან. ასე აღმოჩნდება მიშოც საბჭოთა ტყვეთა ბანაკში. იქ ქართველ სამხედრო ექიმს, ელიკო გელოვანს გაიცნობს. გერმანელების საჰაერო თავდასხმის დროს მიშო საზენიტო ქვემეხით იგერიებს მტერს, რითაც საბჭოთა არმიელების ნდობა დაიმსახურა და გენერლისგან საპატიო დავალებაც მიიღო.

სოხუმში დაჭრილი ამხანაგის სანახავად ჩასული მიშო ისევ შეხვდება ელიკოს. მაგრამ ომი გრძელდება და ჯარისკაცი ფრონტზე ბრუნდება. ელიკო მისი თანამებრძოლის — გურამის და აღმოჩნდა. გურამი მძიმე ბრძოლაში იღუპება. დაჭრილ მიშოს სოხუმის ჰოსპიტალში მოათავსებენ. მაგრამ ამპუტირებული ფეხის გამო საყვარელ ქალთან შეხვედრას გაურბის. ელიკო თვითონ მოძებნის და ერთად აგრძელებენ ცხოვრებას.

დამდგმელი ჯგუფი

რედაქტირება

მთავარ როლებში

რედაქტირება

ფილმის რეჟისორი, ნიკოლოზ სანიშვილი დაჯილდოვებულია ჩეხოსლოვაკიის შრომის ორდენით.

2015 წელს, ფილმის გამოსვლიდან 55 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სლოვაკეთის რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა ჩვენება, რომელსაც ესწრებოდა რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილის ვაჟი მეუღლითურთ, აგრეთვე მთავარი გმირის ქალიშვილი და შვილიშვილები[2] და სხვა საპატიო სტუმრები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება