კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების სია
კასპის მუნიციპალიტეტი შედის შიდა ქართლის მხარის შემადგენლობაში. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით მუნიციპალიტეტი არის თვითმმართველი ერთეული, რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი. მუნიციპალიტეტს გააჩნია არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, რეგისტრირებული მოსახლეობა და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.[1] მუნიციპალიტეტს ხელმძღვანელობს მერი.
მუნიციპალიტეტი მართვის ოპტიმიზაციისათვის დაყოფილია ადმინისტრაციულ ერთეულებად.[2]
კასპის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის 1 ქალაქი, 16 ტერიტორიული ორგანო და 74 სოფელი. კასპისის მუნიციპალიტეტის სოფლები ერთიანდებიან აღაიანის, ახალციხის, დოესის, ზემო ხანდაკის, თელიანის, კავთისხევის, კოდისწყაროს, ლამისყანის, მეტეხის, მეფისქალაქის, ოკამის, სამთავისის, ქვემო გომის, ქვემო ჭალის, წინარეხისა და სოფელი ხოვლეს ადმინისტრაციულ ერთეულებში.[3]
კასპიის მუნიციპალიტეტის ფართობია 803,2 კმ² და 2014 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 43 771 კაცს, ხოლო სიმჭიდროვეა 54,5 კაცი.[3] მუნიციპალიტეტის ცენტრია ქალაქი კასპი. 2014 წლის აღწერის მიხედვით მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი სოფელი მოსახლეობის მიხედვით არის დოესი (2323 ადამიანი), კასპიდან ყველაზე დიდი მანძილით დაშორებულია სოფელი რკონი (33კმ)
სოფლების სია
რედაქტირებასახელწოდება | ფოტო | მოსახლეობა (2014)[3] | ტერიტორიული ორგანო |
მანძილი კასპიდან (კმ) | ||
---|---|---|---|---|---|---|
სულ | კაცი | ქალი | ||||
აღაიანი | 1505 | 739 | 766 | აღიანის ტერიტორიული ორგანო | 22 | |
ახალსოფელი | 13 | 9 | 4 | მეფისქალაქის ტერიტორიული ორგანო | 17 | |
ახალშენი | 127 | 60 | 67 | ქვემო ჭალის ტერიტორიული ორგანო | 15 | |
ახალციხე | 436 | 214 | 222 | ახალციხის ტერიტორიული ორგანო | 18 | |
ბარნაბიანთკარი | 264 | 128 | 136 | მეტეხის ტერიტორიული ორგანო | 10 | |
ბოჟამი | 185 | 92 | 93 | სამთავისის ტერიტორიული ორგანო | 14 | |
ბორტა | 69 | 36 | 33 | ქვემო გომის ტერიტორიული ორგანო | 16 | |
გამდლისწყარო | 107 | 52 | 55 | ქვემო ჭალის ტერიტორიული ორგანო | 10 | |
გარიყულა | 435 | 204 | 231 | მეფისქალაქის ტერიტორიული ორგანო | 13 | |
გომი | 884 | 445 | 439 | გომის ტერიტორიული ორგანო | 13 | |
გომისჯვარი | 18 | 9 | 9 | წინარეხის ტერიტორიული ორგანო | 18 | |
გორაკა | 55 | 24 | 31 | ქვემო ჭალის ტერიტორიული ორგანო | 15 | |
გოსტიბე | 18 | 11 | 7 | მეფისქალაქის ტერიტორიული ორგანო | 23 | |
გრაკალი | 225 | 106 | 119 | დოესის ტერიტორიული ორგანო | 22 | |
გუდალეთი | 142 | 73 | 69 | კავთისხევის ტერიტორიული ორგანო | 19 | |
დოესი | 2323 | 1157 | 1171 | დოესის ტერიტორიული ორგანო | 25 | |
ეზატი | 224 | 109 | 115 | კავთისხევის ტერიტორიული ორგანო | 10 | |
ერთაწმინდა | 230 | 110 | 120 | მეფისქალაქის ტერიტორიული ორგანო | 20 | |
ვაკე | 86 | 46 | 40 | ქვემო ჭალის ტერიტორიული ორგანო | 14 | |
ზადიანთკარი | 37 | 15 | 22 | კოდისწყაროს ტერიტორიული ორგანო | 22 | |
ზემო რენე | 249 | 131 | 118 | კოდისწყაროს ტერიტორიული ორგანო | 21 | |
ზემო ჩოჩეთი | 444 | 211 | 233 | მეფისქალაქის ტერიტორიული ორგანო | 14 | |
ზემო ხანდაკი | 1561 | 800 | 761 | ზემო ხანდაკის ტერიტორიული ორგანო | 18 | |
თეზი | 738 | 377 | 377 | ოკამის თემში ტერიტორიული ორგანო | 18 | |
თელათგორი | 211 | 107 | 104 | წინარეხის ტერიტორიული ორგანო | 18 | |
თელიანი | 981 | 472 | 509 | თელიანის ტერიტორიული ორგანო | 21 | |
თეძმისხევი | 132 | 73 | 59 | მეფისქალაქის ტერიტორიული ორგანო | 18 | |
თვალადი | 489 | 236 | 253 | კავთისხევის ტერიტორიული ორგანო | 14 | |
თვაურები | 81 | 42 | 39 | ლამისყანის ტერიტორიული ორგანო | 18 | |
თოგოიანი | 75 | 39 | 36 | სამთავისის ტერიტორიული ორგანო | 12 | |
იგოეთი | 559 | 273 | 286 | ოკამის ტერიტორიული ორგანო | 9 | |
იდლეთი | 263 | 125 | 138 | წინარეხის ტერიტორიული ორგანო | 10 | |
კავთისხევი | 864 | 424 | 440 | კავთისხევის ტერიტორიული ორგანო | 10 | |
კალოუბანი | 91 | 47 | 44 | ზემო ხანდაკის ტერიტორიული ორგანო | 17 | |
კაპრაშიანი | 34 | 16 | 18 | მეფისქალაქის ტერიტორიული ორგანო | 19 | |
კოდისწყარო | 216 | 112 | 104 | კოდისწყაროს ტერიტორიული ორგანო | 22 | |
ლავრისხევი | 18 | 8 | 10 | წინარეხის ტერიტორიული ორგანო | 20 | |
ლამისყანა | 1095 | 551 | 544 | ლამისყანის ტერიტორიული ორგანო | 16 | |
მეტეხი | 2105 | 1025 | 1080 | მეტეხის ტერიტორიული ორგანო | 10 | |
მეფისქალაქი | 1050 | 522 | 528 | მეფისქალაქის ტერიტორიული ორგანო | 16 | |
მთიულთუბანი | 48 | 27 | 21 | ახალციხის ტერიტორიული ორგანო | 22 | |
მირიანი | 81 | 35 | 46 | კავთისხევის ტერიტორიული ორგანო | 15 | |
მრგვალი ჭალა | 176 | 79 | 97 | ოკამის ტერიტორიული ორგანო | 8 | |
ნიაბი | 225 | 112 | 113 | გომის ტერიტორიული ორგანო | 17 | |
ნიგოზა | 123 | 56 | 67 | კოდისწყაროს ტერიტორიული ორგანო | 18 | |
ნოსტე | 254 | 133 | 121 | ახალციხის ტერიტორიული ორგანო | 21 | |
ოკამი | 1401 | 701 | 700 | ოკამის ტერიტორიული ორგანო | 15 | |
პანტიანი | 66 | 38 | 28 | ქვემო ჭალის ტერიტორიული ორგანო | 16 | |
რკონი | 6 | — | — | მეფისქალაქის ტერიტორიული ორგანო | 33 | |
სადგური მეტეხი | 604 | 298 | 306 | მეტეხის ტერიტორიული ორგანო | 9 | |
საკორინთლო | 114 | 61 | 53 | ქვემო ჭალის ტერიტორიული ორგანო | 16 | |
სამთავისი | 532 | 267 | 265 | სამთავისის ტერიტორიული ორგანო | 11 | |
სარიბარი | 19 | 10 | 9 | კოდისწყაროს ტერიტორიული ორგანო | 25 | |
სასირეთი | 494 | 248 | 246 | თელიანის ტერიტორიული ორგანო | 18 | |
საქადაგიანო | 1268 | 649 | 619 | აღაიანის ტერიტორიული ორგანო | 30 | |
ფერმა | 1058 | 553 | 505 | ოკამის ტერიტორიული ორგანო | 22 | |
ქებაანი | 7 | 3 | 4 | კავთისხევის ტერიტორიული ორგანო | 5 | |
ქვემო რენე | 221 | 121 | 100 | კოდისწყაროს ტერიტორიული ორგანო | 13 | |
ქვემო ჩოჩეთი | 488 | 254 | 234 | კავთისხევის ტერიტორიული ორგანო | 10 | |
ქვემო ჭალა | 1075 | 536 | 539 | ქვემო ჭალის ტერიტორიული ორგანო | 13 | |
ქვემო ხანდაკი | 244 | 119 | 125 | კავთისხევის ტერიტორიული ორგანო | 8 | |
ყარაფილა | 88 | 47 | 41 | კოდისწყაროს ტერიტორიული ორგანო | 24 | |
ჩანგილარი | 264 | 141 | 123 | ოკამის ტერიტორიული ორგანო | 23 | |
ჩაჩუბეთი | 11 | 5 | 6 | მეფისქალაქის ტერიტორიული ორგანო | 29 | |
ჩობალაური | 148 | 69 | 79 | კოდისწყაროს ტერიტორიული ორგანო | 24 | |
ცხავერი | 28 | 14 | 14 | ახალციხის ტერიტორიული ორგანო | 22 | |
წინარეხი | 324 | 166 | 158 | წინარეხის ტერიტორიული ორგანო | 10 | |
ჭყოპიანი | 23 | 12 | 11 | ზემო ხანდაკის ტერიტორიული ორგანო | 30 | |
ხვითი | 218 | 104 | 114 | ლამისყანის ტერიტორიული ორგანო | 15 | |
ხიდისყური | 652 | 328 | 324 | აღაიანის ტერიტორიული ორგანო | 27 | |
ხოვლე | 1449 | 711 | 738 | ხოვლეს ტერიტორიული ორგანო | 26 |