დირსეუ

ბრაზილიელი ფეხბურთელი

დირსეუ ჟოზე გიმარაეში (პორტ. Dirceu José Guimarães; დ. 15 ივნისი, 1952, კურიტიბა, პარანა, ბრაზილია — გ. 15 სექტემბერი, 1995, რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია) — ბრაზილიელი ფეხბურთელი. თამაშობდა ნახევარმცველის და თავდამსხმელის პოზიციაზე. ფეხბურთის გულშემატკივრებში უფრო ცნობილია როგორც დირსეუ.[3]

დირსეუ
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
დირსეუ ჟოზე გიმარაეში [1]
დაბადების
თარიღი
15 ივნისი, 1952
დაბადების
ადგილი
კურიტიბა, პარანა, ბრაზილია
გარდაცვალების
თარიღი
15 სექტემბერი, 1995 (43 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია
სიმაღლე 172 სმ[2]
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი,
თავდამსხმელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1970–1972 კორიტიბა 26 (1)
1973–1976 ბოტაფოგო 52 (9)
1976 ფლუმინენსე 22 (2)
1977–1978 ვასკო და გამა 25 (2)
1978–1979 ამერიკა 45 (2)
1979–1982 ატლეტიკო 84 (18)
1982–1983 ვერონა 29 (2)
1983–1984 ნაპოლი 30 (5)
1984–1985 ასკოლი 27 (5)
1985–1986 კომო 25 (2)
1986–1987 აველინო 23 (6)
1988 ვასკო და გამა 7 (0)
1988 მაიამი შარკსი 17 (5)
1989–1991 ებოლიტანა 39 (14)
1992 ბენევენტო 11 (4)
1995 ატლეტიკო ? (?)
ეროვნული ნაკრები
1973–1986 ბრაზილია 41 (5)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[4][5] 1974 წლის გერმანიის[6][7] და 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე.[8][9] საფეხბურთო კარიერის განმავლობაში თამაშობდა ბრაზილიის, მექსიკის, ესპანეთის, იტალიის და ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა კლუბებში.[2][10]

ნელინიოს, რობერტო დინამიტის, ზიკოს, სოკრატესის და ფალკაოს მსგავსად — ითვლება თავისი დროის ერთ-ერთ საუკეთესო ბრაზილიელ ფეხბურთელად.[2][11] როგორც პროფესიული, ასევე, პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, სარგებლობდა დამსახურებული ავტორიტეტითა და სიყვარულით კოლეგებსა და გულშემატკივრებს შორის, რომელთაც თავი დაამახსოვრა, როგორც მაღალტექნიკურმა, თამაშის შესანიშნავი ხედვის, იმპროვიზაციისა და შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზებში მოულოდნელი და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების გამორჩეული უნარის მქონე ფეხბურთელმა. ცნობილი იყო თავისი შორეული, ძლიერი და ზუსტი დარტყმებით.[2]

საკლუბო კარიერა

რედაქტირება
 
ვალტერ შახნერი და დირსეუ „აველინოს“ შემადგენლობაში.

დირსეუ საკლუბო კარიერას 1970 წელს, კურიტიბას საფეხბურთო კლუბ „კორიტიბაში“ იწყებს, რომლის რიგებშიც პირველად იმავე წლის 13 მაისს გამოდის მოედანზე.[2] ამ გუნდის მაისურით პარანაენსეს ჩემპიონატის (პორტ. Campeonato Paranaense) 26 შეხვედრას ატარებს და ერთი გოლი გააქვს. ამას გარდა, სხვადასხვა არაოფიციალური თუ ამხანაგური შეხვედრების ფარგლებში, კიდევ 31 მატჩში მონაწილეობს და ექვსი ბურთი გააქვს. საერთო ჯამში, „კორიტიბას“ შემადგენლობაში 57 შეხვედრაში იღებს მონაწილეობას და შვიდჯერ იღებს მეტოქეთა კარს. 1971[12][13][14][15] და 1972[16][17] წლებში გუნდთან ერთად პარანას შტატის ჩემპიონი ხდება.[18]

1973–1976 წლებში „ბოტაფოგოს“ რიგებში გამოდის. აქ იგი კარიოკას პირველობის 52 შეხვედრაში იცავს გუნდის ღირსებას და ცხრაჯერ იღებს მეტოქეთა კარს.[2] 1975 წელს გუნდთან ერთად რიოს თასის (პორტ. Taça Rio) მფლობელი ხდება.

1976 წლის სეზონს „ფლუმინენსეში“ ატარებს, სადაც კარიოკას პირველობის 22 შეხვედრაში ორი ბურთი გააქვს და პირველად ეუფლება რიო-დე-ჟანეიროს შტატის ჩემპიონის ტიტულს. ამას გარდა, სხვადასხვა არაოფიციალური თუ ამხანაგური შეხვედრების ფარგლებში, კიდევ 33 მატჩში მონაწილეობს და ხუთი ბურთი გააქვს. საერთო ჯამში, „ფლუმინენსეს“ რიგებში 55 შეხვედრაში იღებს მონაწილეობას და შვიდჯერ იღებს მეტოქეთა კარს. აღსანიშნავია, რომ ამ დროს გუნდში თამაშობენ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მოქმედი (რობერტო რიველინო, ედინიო, როდრიგეს ნეტო, ჟილი) და ყოფილი წევრები (კარლოს ალბერტო, პაულო სეზარ კაჟუ). ბრაზილიური ფეხბურთის სპეციალისტების შეფასებით, ამ პერიოდის „ფლუმინენსე“ თავისი შემადგენლობით და თამაშის ხარისხით არა მხოლოდ სამხრეთ ამერიკის, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს წარმოადგენდა.[2]

1977–1978 წლებში „ვასკო და გამას“ რიგებშია. ამ კლუბში იგი კარიოკას ჩემპიონატის 25 შეხვედრაში გამოდის მინდორზე და ორი ბურთის გატანას ახერხებს.[2] 1977 წელს გუნდთან ერთად მეორედ ხდება რიო-დე-ჟანეიროს შტატის ჩემპიონი.

1978–1979 წლებში მექსიკის ყველაზე ტიტულოვან კლუბში მეხიკოს „ამერიკაში“ გამოდის, რომლის რიგებშიც მექსიკის ჩემპიონატის 45 მატჩს ატარებს და ორი ბურთი გააქვს.[2]

1979–1982 წლებში ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მონაწილე მადრიდის „ატლეტიკოს“ ღირსებას იცავს. აქ იგი ქვეყნის პირველობის 84 მატჩს თამაშობს და 18 გოლი გააქვს. 1982 წელს ესპანეთიდან იტალიაში ინაცვლებს, სადაც სერია A-ს მონაწილე გუნდებიდან ჯერ „ვერონას“ (1982–1983) და „ნაპოლის“ (1983–1984), ხოლო შემდეგ „ასკოლის“ (1984–1985), „კომოს“ (1985–1986) და „აველინოს“ (1986–1987) რიგებში თამაშობს.[2][19]

1988 წელს სამშობლოში ბრუნდება და ისევ „ვასკო და გამას“ უერთდება,[2] რომელთან ერთად კიდევ ერთხელ იმარჯვებს კარიოკას ჩემპიონატში. ამის შემდეგ ამერიკული კლუბის „მაიამი შარკსის“ რიგებში გამოდის, სადაც 17 შეხვედრაში ხუთი ბურთი გააქვს. 1989–1991 წლებში იტალიის სამხრეთ რეგიონის კამპანიის სალერნოს პროვინციაში მდებარე პატარა ქალაქ ებოლის საფეხბურთო კლუბ „ებოლიტანას“ მაისურით ასპარეზობს, სადაც 39 შეხვედრაში 14 ბურთი გააქვს.[2] 1992 წლიდან იმავე რეგიონში მოასპარეზე კიდევ ერთი იტალიური კლუბის, ამჯერად, ბენევენტოს პროვინციის დედაქალაქ ბენევენტოს „ბენევენტოს“ ღირსებას იცავს. მის რიგებში 11 მატჩს თამაშობს და ოთხჯერ ახერხებს მეტოქეთა კარის აღებას. 1995 წლიდან მეორე მექსიკური კლუბის იუკატანის შტატის ქალაქ მერიდას „ატლეტიკო იუკატანის“ რიგებში აგრძელებს თამაშს. იმავე წლის 15 სექტემბერს ჟოზე დირსეუ 43 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში იღუპება.[2][20]

2001 წელს იტალიის ქალაქ ებოლის საფეხბურთო კლუბ „ებოლიტანას“ გულშემატკივართა, ასევე, კლუბის ყოფილი პრეზიდენტის ლუიჯი კავალიერეს (იტალ. Luigi Cavaliere) ინიციატივით და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ქალაქის განახლებულ მუნიციპალურ სტადიონ „Massaioli“-ს დირსეუს სახელი მიენიჭა — Stadio José Guimarães Dirceu.[2][21][22][23][24]

სანაკრებო კარიერა

რედაქტირება

1973–1986 წლებში იყო ბრაზილიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი, რომლის შემადგენლობაში 41 მატჩი ითამაშა და 5 ბურთი გაიტანა.[25][26][27][28]

სანაკრებო მატჩები

რედაქტირება
ირლანდია და ჩრდილოეთ ირლანდია
მითითებული შტატის საფეხბურთო ნაკრები*
შესარჩევი ეტაპის ფინალური ჯგუფის მატჩი
თარიღი შეხვედრის ადგილი მოწინააღმდეგე ანგ. შეჯიბრება წყარო
1 13.06.1973 „პრატერსტადიონი“, ვენა, ავსტრია   ავსტრია 1–1 ამხანაგური [29]
2 16.06.1973 „ოლიმპიაშტადიონი“, ბერლინი, გფრ   გფრ 1–0 ამხანაგური [30]
3 25.06.1973 „რასუნდა“, სტოკჰოლმი, შვედეთი   შვედეთი 0–1 ამხანაგური [31]
4 30.06.1973 „ჰემპდენ პარკი“, გლაზგო, შოტლანდია   შოტლანდია 1–0 ამხანაგური [32]
5 03.07.1973 „ლენსდაუნ როუდი“, დუბლინი, ირლანდია   ირლანდია 4–3 ამხანაგური [33]
6 03.06.1974 „სანქტ-იაკობ პარკი“, ბაზელი, შვეიცარია   ბაზელის ნაკრები 5–2 ამხანაგური [34][35]
7 26.06.1974 „ნიდაზაქსენშტადიონი“, ჰანოვერი, გფრ   გდრ 1–0 მსოფ. 1974 [36][37][38]
8 30.06.1974 „ნიდაზაქსენშტადიონი“, ჰანოვერი, გფრ   არგენტინა 2–1 მსოფ. 1974 [39]
9 03.07.1974 „ვესტფალენშტადიონი“, დორტმუნდი, გფრ   ნიდერლანდები 0–2 მსოფ. 1974 [40]
10 06.07.1974 „ოლიმპიაშტადიონი“, მიუნხენი, გფრ   პოლონეთი 0–1 მსოფ. 1974 [41]
11 06.06.1976 „მარაკანა“, რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია   მსოფლიო ნაკრები 2–1 ამხანაგური [42][43]
12 10.06.1976 „ფონტე ნოვა“, სალვადორი, ბრაზილია   მსოფლიო ნაკრები 3–1 ამხანაგური [44][45]
13 19.12.1976 „ბეირა-რიო“, პორტუ-ალეგრი, ბრაზილია   „ინტერნასიონალი“ 4–1 ამხანაგური [46][47]
14 05.06.1977 „მარაკანა“, რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია   რიო-დე-ჟანეირო* 4–2 ამხანაგური [48]
15 16.06.1977 „მორუმბი“, სან-პაულუ, ბრაზილია   სან-პაულუ* 1–1 ამხანაგური [49]
16 10.07.1977 „პასკუალ გერერო“, კალი, კოლუმბია   პერუ 1–0 შესარჩევი
17 14.07.1977 „პასკუალ გერერო“, კალი, კოლუმბია   ბოლივია 8–0 შესარჩევი
18 12.10.1977 „მარაკანა“, რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია   „მილანი“ 3–0 ამხანაგური [50]
19 12.03.1978 „კაიო მარტინსი“, ნიტეროი, ბრაზილია   რიო-დე-ჟანეირო* 7–0 ამხანაგური [51]
20 19.03.1978 „სერა დოურადა“, გოიანია, ბრაზილია   გოიასი* 3–1 ამხანაგური [52]
21 22.03.1978 „კოუტუ პერეირა“, კურიტიბა, ბრაზილია   პარანა* 1–0 ამხანაგური [53]
22 01.04.1978 „პარკ დე პრენსი“, პარიზი, საფრანგეთი   საფრანგეთი 0–1 ამხანაგური [54]
23 05.04.1978 „ფოლკსპარკშტადიონი“, ჰამბურგი, გფრ   გფრ 1–0 ამხანაგური [55]
24 13.04.1978 „სან-სირო“, მილანი, იტალია   „ინტერნაციონალე“ 2–0 ამხანაგური [56]
25 19.04.1978 „უემბლი“, ლონდონი, ინგლისი   ინგლისი 1–1 ამხანაგური [57]
26 21.04.1978 „ვისენტე კალდერონი“, მადრიდი, ესპანეთი   „ატლეტიკო მადრიდი“ 3–0 ამხანაგური [58]
27 01.05.1978 „მარაკანა“, რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია   პერუ 3–0 ამხანაგური
28 13.05.1978 „ესტადიო დო არუდა“, რესიფი, ბრაზილია   პერნამბუკუ* 0–0 ამხანაგური [59]
29 25.05.1978 „ბეირა-რიო“, პორტუ-ალეგრი, ბრაზილია   რიუ-გრანდი-დუ-სული* 2–2 ამხანაგური [60]
30 03.06.1978 „მუნდიალ 78“, მარ-დელ-პლატა, არგენტინა   შვედეთი 1–1 მსოფ. 1978
31 07.06.1978 „მუნდიალ 78“, მარ-დელ-პლატა, არგენტინა   ესპანეთი 0–0 მსოფ. 1978
32 11.06.1978 „მუნდიალ 78“, მარ-დელ-პლატა, არგენტინა   ავსტრია 1–0 მსოფ. 1978
33 14.06.1978 „სან-მარტინი“, მენდოსა, არგენტინა   პერუ 3–0 მსოფ. 1978 [61]
34 18.06.1978 „ესტადიო ხიგანტე დე აროიიტო“, როსარიო   არგენტინა 0–0 მსოფ. 1978
35 21.06.1978 „სან-მარტინი“, მენდოსა, არგენტინა   პოლონეთი 3–1 მსოფ. 1978 [62]
36 24.06.1978 „ესტადიო მონუმენტალი“, ბუენოს-აირესი   იტალია 2–1 მსოფ. 1978
37 05.05.1982 „ჟოაო კასტელო“, სან-ლუისი, ბრაზილია   პორტუგალია 3–1 ამხანაგური
38 27.05.1982 „პარკე დუ საბია“, უბერლანდია, ბრაზილია   ირლანდია 7–0 ამხანაგური
39 14.06.1982 „რამონ სანჩეს პისხუანი“, სევილია, ესპანეთი   სსრკ 2–1 მსოფ. 1982
40 30.04.1986 „ესტადიო დო არუდა“, რესიფი, ბრაზილია   იუგოსლავია 4–2 ამხანაგური [63]
41 07.05.1986 „პინეირანი“, კურიტიბა, ბრაზილია   ჩილე 1–1 ამხანაგური [64]

მსოფლიო ჩემპიონატებზე

რედაქტირება

დირსეუმ მსოფლიო ჩემპიონატების 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სამი ბურთი გაიტანა.[65][66][67]

ჩემპ. მასპინძელი პოზიცია შედეგი
1974   გერმანია   21 ნახევარმცველი 4 0 2 0 2
მეოთხე ადგილი
1978   არგენტინა   11 ნახევარმცველი 7 3 4 3 0
მესამე ადგილი
1982   ესპანეთი   21 თავდამსხმელი 1 0 1 0 0
მეორე წრე

მიღწევები

რედაქტირება
 
ბრაზილია 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, პოლონეთის წინააღმდეგ მესამე ადგილისთვის მატჩში. მარჯვნიდან მეოთხე: დირსეუ.
  კორიტიბა
  • პარანაენსეს ჩემპიონატი: 1971, 1972
  ფლუმინენსე
  ვასკო და გამა

სანაკრებო

რედაქტირება
  ბრაზილია
მსოფლიო ჩემპიონატი
  • მე-4 ადგილი: 1974
  • მე-3 ადგილი: 1978

ინდივიდუალური

რედაქტირება
მსოფლიო ჩემპიონატი
სამხრეთ ამერიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელი
  • ბრინჯაოს ბურთის მფლობელი: 1978 [69]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

პერიოდიკა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Dirceu (1952–1995) — Brazil NFT (1973–1986) Attacking midfielder. წაკითხვის თარიღი: 8 იანვარი, 2020.
  2. 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 2.11 2.12 2.13 Edilson Pereira (16 ივნისი, 2014). Dirceu começou cedo no futebol, mas morreu prematuramente. tribunapr.com.br. წაკითხვის თარიღი: 4 თებერვალი, 2018.
  3. Tardes De Pacaembu (20 ნოემბერი, 2017). Dirceu… o estigma de „formiguinha“. Uma tia profetizou que aquele guri magrinho não se criava. Então a mãe do pequeno Dirceu fez uma promessa para Bom Jesus do Iguape e ofereceu os cabelos do filho em troca de saúde. Tardes De Pacaembu. წაკითხვის თარიღი: 8 თებერვალი, 2018.
  4. Dirceu José Guimarães. Brazil in the World Cup 1978 – Argentina დაარქივებული 2019-11-11 საიტზე Wayback Machine. . The team: Leão (C), Toninho, Oscar, Amaral and Edinho; Batista, Toninho Cerezzo and Zico; Gil, Roberto Dinamite and Dirceu. Reserves: Carlos (G), Valdir Peres (G), Nelinho, Abel, Polozzi, Rodrigues Neto, Zé Sérgio, Reinaldo, Rivelino, Jorge Mendonça and Chicão. Coach: Cláudio Coutinho. World Cup 2014 in Brazil დაარქივებული 2019-11-18 საიტზე Wayback Machine. . წაკითხვის თარიღი: 11 ნოემბერი, 2019.
  5. Dirceu José Guimarães. Complete list of players from Brazil roster in the 1978 FIFA Soccer World Cup. Information about the complete roster of Brazil National Soccer Team in the Argentina 1978 World Cup with players, jersey numbers, position on the field, DOB, club and coach. Champions, stats, national teams and players from each World Cup. The Soccer World Cups.com. წაკითხვის თარიღი: 12 თებერვალი, 2018.
  6. Dirceu José Guimarães (World Cup 1974). Complete list of players from Brazil roster in the 1974 FIFA Soccer World CupThe Soccer World Cups.com. წაკითხვის თარიღი: 12 თებერვალი, 2018.
  7. Dirceu José Guimarães. Brazil in the World Cup 1974 – Germany დაარქივებული 2014-04-22 საიტზე Wayback Machine. . The team: Leão, Zé Maria, Luis Pereira (C), Marinho and Marinho Chagas; Piazza, Leivinha and Rivelino; Valdomiro, Jairzinho and Dirceu. Reserves: Renato (G), Wendell (G), Nelinho, Alfredo, M. Antonio, Clodoaldo, Ademir da Guia, Carpeggiani, César, Paulo César and Edu. Coach: Zagallo. World Cup 2014 in Brazil დაარქივებული 2019-11-18 საიტზე Wayback Machine. . წაკითხვის თარიღი: 12 თებერვალი, 2018.
  8. Dirceu José Guimarães. Brazil in the World Cup 1982 – Spain დაარქივებული 2018-02-09 საიტზე Wayback Machine. . The team: Valdir Peres (GK), Leandro, Oscar (C), Luisinho and Júnior; Toninho Cerezzo, Falcão, Sócrates and Zico; Serginho and Éder. Substitutes: Paulo Sérgio (GK), Carlos (GK), Edevaldo, Juninho, Edinho, Pedrinho, Batista, Paulo Isidoro, Renato, Roberto Dinamite and Dirceu. Coach: Telê Santana. World Cup 2014 in Brazil დაარქივებული 2019-11-18 საიტზე Wayback Machine. . წაკითხვის თარიღი: 12 თებერვალი, 2018.
  9. Dirceu José Guimarães (World Cup 1982). Complete list of players from Brazil roster in the 1982 FIFA Soccer World CupThe Soccer World Cups.com. წაკითხვის თარიღი: 12 თებერვალი, 2018.
  10. Leonardo Coen (25 მაისი, 1986). E tra le lacrime Dirceu e Cerezo tornano a casa. Città del Messico – Come piange Josè Guimaraes Dirceu da Curutiba nel Paranà che il 15 giugno compirà 34 anni; esce dal piccolo campo del Centro de Capacitation di Santa Ursula, la maglia verde intrisa di sudore, ansimante perchè lo smog del venerdì, a Città del Messico, è il più velenoso della settimana. La Repubblica. წაკითხვის თარიღი: 8 თებერვალი, 2018.
  11. Portal Brasil (19 ოქტომბერი, 2013). 1982, o Mundial que nunca terminou para Falcão. Aos 60 anos, volante da equipe de futebol aclamada pelo mundo diz que ainda responde sobre os porquês da derrota diante da Itália. Governo do Brasil. წაკითხვის თარიღი: 4 თებერვალი, 2018.
  12. Julio Bovi Diogo (8 მაისი, 2016). Campeonato Paranaense 1971. Campeonatos Estaduais (State Championships) — Paraná. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 4 თებერვალი, 2018.
  13. Campeonato Paranaense 1971 დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. . Estatísticas. Busca de jogos. historiadocoritiba.com.br. წაკითხვის თარიღი: 29 ივნისი, 2018.
  14. Campeonato Paranaense 1971 დაარქივებული 2021-05-08 საიტზე Wayback Machine. . Estatísticas. Busca de jogos. historiadocoritiba.com.br. წაკითხვის თარიღი: 29 ივნისი, 2018.
  15. Campeonato Paranaense 1971 დაარქივებული 2021-05-08 საიტზე Wayback Machine. . Estatísticas. Busca de jogos. historiadocoritiba.com.br. წაკითხვის თარიღი: 29 ივნისი, 2018.
  16. Marcelo Leme de Arruda (23 სექტემბერი, 2011). Campeonato Paranaense 1972. Campeonatos Estaduais (State Championships) — Paraná. Dates supplied by the book „Futebol do Paraná — 100 Anos de História“, by Heriberto Ivan Machado and Levi Mulford Chrestenzen. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 4 თებერვალი, 2018.
  17. Campeonato Paranaense 1972 დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. . Estatísticas. Busca de jogos. historiadocoritiba.com.br. წაკითხვის თარიღი: 29 ივნისი, 2018.
  18. Julio Bovi Diogo (8 მაისი, 2016). Coritiba Foot Ball Club (Campeonato Paranaense 1971). Paraná State — List of Champions. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 4 თებერვალი, 2018.
  19. Giovanni Vasso (29 დეკემბერი, 2014). StoriediCalcio. Cristo sì è fermato a Eboli, Dirceu no: il destino di un campione. „L’ importante è arrivare alla salvezza. Sono contento di giocare un altro anno in Italia. Molti brasiliani non si sono trovati bene, ma io sono un tipo malleabile, che sta bene con tutti, non ho problemi di caldo o di freddo“ – Josè Guimaraes Dirceu. barbadillo.it. წაკითხვის თარიღი: 31 მარტი, 2018.
  20. Bruno, Freitas; Vanderlei, Lima (15 დეკემბერი, 2017). A tragédia de Dirceu. Depois de 15 de setembro de 1995 a vida nunca mais foi igual para a família Guimarães. Dirceu, o chefe da casa, morreu ao ser atingido por um carro que fazia um racha irresponsável em uma avenida do Rio. uol.com.br. წაკითხვის თარიღი: 8 თებერვალი, 2018.
  21. Marco Milan (6 ნოემბერი, 2017). Amarcord: anche Dirceu si è fermato ad Eboli დაარქივებული 2018-08-05 საიტზე Wayback Machine. . Dal 2001 il rinnovato stadio di Eboli è stato intitolato al campione brasiliano, ancora oggi in città in molti dicono che anche Dirceu si è fermato ad Eboli, anche se per poco; per loro, però, in fondo da Eboli Dirceu non è più ripartito. mediapolitika.com. წაკითხვის თარიღი: 31 მარტი, 2018.
  22. Europlan (4 მაისი, 2013). Stadio José Guimarães Dirceu — Eboli (SA). europlan-online.de. წაკითხვის თარიღი: 4 თებერვალი, 2018.
  23. World Stadiums. — Stadio José Dirceu დაარქივებული 2018-02-14 საიტზე Wayback Machine. . worldstadiums.com დაარქივებული 2006-03-16 საიტზე Wayback Machine. . წაკითხვის თარიღი: 4 თებერვალი, 2018.
  24. Massimo Prosperi (6 მარტი, 2015). Quando Dirceu si fermò a Eboli. Eboli non dimenticherà il suo fuoriclasse. Oggi il nuovo stadio, moderno e in grado di contenere oltre 10.000 persone, porta il suo nome "Josè Dirceu" e ospita ancora le partite dell'Ebolitana, nel frattempo diventata Pro Ebolitana. L'erba sul campo cresce che è una meraviglia. A Dirceu sarebbe piaciuta. nuncasinfutbol.blogspot.com. წაკითხვის თარიღი: 31 მარტი, 2018.
  25. Marcelo Leme de Arruda and André do Nascimento Pereira (5 აგვისტო, 2017). Seleção Brasileira (Brazilian National Team) 1971–1973. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 22 თებერვალი, 2018.
  26. Marcelo Leme de Arruda and André do Nascimento Pereira (2 ივლისი, 2017). Seleção Brasileira (Brazilian National Team) 1974–1975. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 22 თებერვალი, 2018.
  27. Marcelo Leme de Arruda and André do Nascimento Pereira (1 მარტი, 2017). Seleção Brasileira (Brazilian National Team) 1976–1977. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 22 თებერვალი, 2018.
  28. Marcelo Leme de Arruda and André do Nascimento Pereira (19 მარტი, 2017). Seleção Brasileira (Brazilian National Team) 1978–1979. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 22 თებერვალი, 2018.
  29. International Friendly. Austria 1–1 Brazil (13 June 1973). AFS. წაკითხვის თარიღი: 19 თებერვალი, 2018.
  30. International Friendly. West Germany 0–1 Brazil (16 June 1973). torcida.com.ru. წაკითხვის თარიღი: 19 თებერვალი, 2018.
  31. International Friendly. Sweden 1–0 Brazil (25 June 1973). torcida.com.ru. წაკითხვის თარიღი: 19 თებერვალი, 2018.
  32. International Friendly. Scotland 0–1 Brazil (30 June 1973). torcida.com.ru. წაკითხვის თარიღი: 19 თებერვალი, 2018.
  33. International Friendly (Unofficial). Ireland 3–4 Brazil (3 July 1973). torcida.com.ru. წაკითხვის თარიღი: 19 თებერვალი, 2018.
  34. International Friendly (Unofficial). FC Basel 2–5 Brazil (3 June 1974). torcida.com.ru. წაკითხვის თარიღი: 19 თებერვალი, 2018.
  35. Unofficial Friendly: FC Basel 2–5 Brazil (3 June 1974) წაკითხვის თარიღი: 19 თებერვალი, 2018.
  36. 1974 FIFA World Cup Finals (Group A). German Democratic Republic 0–1 Brazil (26 June 1974). Niedersachsenstadion, Hannover. AFS. წაკითხვის თარიღი: 19 თებერვალი, 2018.
  37. 1974 FIFA World Cup Finals (Group A). East Germany 0–1 Brazil (26 June 1974). torcida.com.ru. წაკითხვის თარიღი: 19 თებერვალი, 2018.
  38. FIFA World Cup 1974 West Germany: Alemanha Oriental 0–1 Brasil (26 de Junho de 1974) დაარქივებული 2016-12-21 საიტზე Wayback Machine. . Copa do Mundo de 1974 – Semifinal – Grupo A – 1ª Rodada. Niedersachsenstadion, Hanover. jogosdaselecaobrasileira.wordpress.com დაარქივებული 2013-04-19 საიტზე Wayback Machine. . წაკითხვის თარიღი: 19 თებერვალი, 2018.
  39. FIFA World Cup 1974 West Germany: Argentina 1–2 Brasil (30 de Junho de 1974) დაარქივებული 2014-12-16 საიტზე Wayback Machine. . Copa do Mundo de 1974 – Semifinal – Grupo A – 1ª Rodada. Niedersachsenstadion, Hanover. jogosdaselecaobrasileira.wordpress.com დაარქივებული 2013-04-19 საიტზე Wayback Machine. . წაკითხვის თარიღი: 22 თებერვალი, 2018.
  40. FIFA World Cup 1974 West Germany: Brasil 0–2 Holanda (3 de Julho de 1974) დაარქივებული 2014-06-28 საიტზე Wayback Machine. . Copa do Mundo de 1974 – Semifinal – Grupo A – 1ª Rodada. Westfalenstadion, Dortmund. jogosdaselecaobrasileira.wordpress.com დაარქივებული 2013-04-19 საიტზე Wayback Machine. . წაკითხვის თარიღი: 22 თებერვალი, 2018.
  41. FIFA World Cup 1974 West Germany: Brasil 0–1 Polônia (6 de Julho de 1974) დაარქივებული 2015-04-19 საიტზე Wayback Machine. . Copa do Mundo de 1974 – Semifinal – Grupo A – 1ª Rodada. Olympiastadion, Munich. jogosdaselecaobrasileira.wordpress.com დაარქივებული 2013-04-19 საიტზე Wayback Machine. . წაკითხვის თარიღი: 22 თებერვალი, 2018.
  42. Marcelo Leme de Arruda (17 თებერვალი, 2014). Brazil 2–1 Rest of the World XI (06.06.1976). Unofficial friendly. Estádio do Maracanã, Rio de Janeiro. Goals: Rodrigues Neto, Ziza (Brazil); Doval (Rest of the World XI). RSSSF. წაკითხვის თარიღი: 22 თებერვალი, 2018.
  43. International Friendly. Brazil 2–1 Rest of the World (06 June 1976). AFS. წაკითხვის თარიღი: 20 თებერვალი, 2018.
  44. Marcelo Leme de Arruda (17 თებერვალი, 2014). Brazil 3–1 Rest of the World XI (10.06.1976). Unofficial friendly. Estádio da Fonte Nova, Salvador. Goals: Osni (2), Rivellino (Brazil); Amancio (Rest of the World XI). RSSSF. წაკითხვის თარიღი: 22 თებერვალი, 2018.
  45. International Friendly. Brazil 3–1 Rest of the World (10 June 1976). AFS. წაკითხვის თარიღი: 20 თებერვალი, 2018.
  46. Marcelo Leme de Arruda (17 თებერვალი, 2014). Brazil 4–1 Internacional (Porto Alegre) (19 December 1976). Unofficial friendly. Estádio Beira-Rio, Porto Alegre. Goals: Toninho Cerezo, Gil, Paulo Isidoro, Roberto Dinamite (Brazil); Pedro (Internacional). RSSSF. წაკითხვის თარიღი: 22 თებერვალი, 2018.
  47. International Friendly (Unofficial). Brazil 4–1 Internacional (Porto Alegre) (19 December 1976). torcida.com.ru. წაკითხვის თარიღი: 19 თებერვალი, 2018.
  48. Friendly (Unofficial). Brazil 4–2 Rio de Janeiro (state) combined team (05.06.1977). torcida.com.ru. წაკითხვის თარიღი: 22 თებერვალი, 2018.
  49. Friendly (Unofficial). Brazil 1–1 São Paulo (state) combined team (16.06.1977). torcida.com.ru. წაკითხვის თარიღი: 20 თებერვალი, 2018.
  50. International Friendly (Unofficial). Brazil 3–0 A.C. Milan (12.10.1977). torcida.com.ru. წაკითხვის თარიღი: 21 თებერვალი, 2018.
  51. Friendly (Unofficial). Brazil 7–0 Rio de Janeiro (state) combined team (12.03.1978). torcida.com.ru. წაკითხვის თარიღი: 21 თებერვალი, 2018.
  52. Friendly (Unofficial). Brazil 3–1 Goiás (state) combined team (19.03.1978). torcida.com.ru. წაკითხვის თარიღი: 21 თებერვალი, 2018.
  53. Friendly (Unofficial). Brazil 1–0 Paraná (state) combined team (22.03.1978). torcida.com.ru. წაკითხვის თარიღი: 21 თებერვალი, 2018.
  54. International Friendly. France 1–0 Brazil (01.04.1978). torcida.com.ru. წაკითხვის თარიღი: 21 თებერვალი, 2018.
  55. International Friendly. West Germany 0–1 Brazil (05.04.1978). torcida.com.ru. წაკითხვის თარიღი: 21 თებერვალი, 2018.
  56. International Friendly (Unofficial). Brazil 2–0 F.C. Internazionale Milano (13.04.1978). torcida.com.ru. წაკითხვის თარიღი: 21 თებერვალი, 2018.
  57. International Friendly. England 1–1 Brazil (19.04.1978). torcida.com.ru. წაკითხვის თარიღი: 21 თებერვალი, 2018.
  58. International Friendly (Unofficial). Atlético Madrid 0–3 Brazil (21.04.1978). torcida.com.ru. წაკითხვის თარიღი: 21 თებერვალი, 2018.
  59. Friendly (Unofficial). Brazil 0–0 Pernambuco (state) combined team (13.05.1978). torcida.com.ru. წაკითხვის თარიღი: 21 თებერვალი, 2018.
  60. Friendly (Unofficial). Brazil 2–2 Rio Grande do Sul (state) combined team (25.05.1978). torcida.com.ru. წაკითხვის თარიღი: 21 თებერვალი, 2018.
  61. Brazil 3–0 Peru / Estadio Ciudad de Mendoza
  62. Brazil 3–1 Poland / Estadio Ciudad de Mendoza
  63. International Friendly. Brazil 4–2 Yugoslavia (30 April 1986). AFS. წაკითხვის თარიღი: 21 თებერვალი, 2018.
  64. International Friendly. Brazil 1–1 Chile (07 May 1986). AFS. წაკითხვის თარიღი: 21 თებერვალი, 2018.
  65. Dirceu in the World Cups. წაკითხვის თარიღი: 12 თებერვალი, 2018.
  66. FIFA World Cup 1974 West Germany: Elenco da Seleção Brasileira na Copa do Mundo de 1974 (Elenco do Brasil – Brazil Player List – Plantel) დაარქივებული 2015-04-16 საიტზე Wayback Machine. . 10ª Copa do Mundo, Alemanha Ocidental 1974. jogosdaselecaobrasileira.wordpress.com დაარქივებული 2013-04-19 საიტზე Wayback Machine. . წაკითხვის თარიღი: 22 თებერვალი, 2018.
  67. Brazil’s Dirceu during the 1978 World Cup // Photo From: Mondial, old series, Hors-Serie, Issue 3, 1978.
  68. Dirceu José Guimarães (FIFA World Cup 1978 All-Star Team). 1978 Soccer World Cup Awards. All the FIFA World Cup awards including Golden Ball (best player), Golden Shoe (top scorer), Golden Glove (best goalkeeper) and All-Star Players. The Soccer World Cups.com. წაკითხვის თარიღი: 12 თებერვალი, 2018.
  69. José Luis Pierrend (22 დეკემბერი, 2000). South American Player of the Year 1978 — By the Venezuelan newspaper El Mundo; chosen by soccer writers from South America. Any South-American player is eligible no matter where he plays. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 8 თებერვალი, 2018.