სანქტ-იაკობ პარკი
სანქტ–იაკობ პარკი — სპორტული სტადიონი შვეიცარიის ქალაქ ბაზელში. ეს არის ყველაზე დიდი სტადიონი შვეიცარიაში. თავდაპირველად სტადიონის ტევადობა იყო 38,500, ხოლო სპეციალურად უეფა ევრო 2008–ისთვის, იგი გაიზარდა 42,500 სკამამდე.
მდებარეობა | ბაზელი, შვეიცარია |
---|---|
აშენდა | 1998 |
გაიხსნა | 15 მარტი 2001 |
ტევადობა | 38,512 |
სტადიონი გაყოფილია ოთხ ბლოკად A, B, C და D, რომლებიც განლაგებულია სხვადასხვა მხარეს. ბლოკი G, რომელიც წარმოადგენს მაღლა აშენებულ აივანს, აშენდა მოგვიანებით.
უეფამ შეაფასა სტადიონი ოთხი ვარსკვლავით, რაც საუკეთესოა, თუ გავითვალისწინებთ მის ტევადობას.
სტადიონის არქიტექტორია შვეიცარიული ფირმა ჰერცოგი & დე მერონი. საბოლოოდ სტადიონის მშენებლობაში დაიხარჯა 220 მილიონი შვეიცარიული ფრანკი.
სტადიონში არის 32 სხვადასხვა სახის მაღაზია, მათ შორის რესტორანიც. სტადიონს აქვს 680 მანქანის დასაყენებელი ადგილი. სტადიონამდე მისვლა შესაძლებელია ავტობუსით, ტრამვაითა და მატარებლით (სტადიონს აქვს საკუთარი მატარებლის სადგური).
სანქტ–იაკობ პარკის სტადიონზე გაიმართება 6 თამაში უეფა ევრო 2008–დან: 3 თამაში ჯგუფიდან (მათ შორის გახნის თამაში), ორი მეოთხედფინალი და ერთი ნახევარფინალი.