გენდერული თანასწორობა— ცნობილი როგორც სქესობრივი თანასწორობა ან სქესთა თანასწორობა, წარმოადგენს სქესის მიუხედავად რესურსებისა და შესაძლებლობების თანაბარ განაწილებას, მათ შორის ეკონომიკურ ჩართულობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, განსხვავებული ქცევის, მისწრაფებების და საჭიროებების თანაბრად დაფასებას.

გენდერული თანასწორობის ზოგადი სიმბოლო

გენდერული თანასწორობა არის მიზანი, ხოლო გენდერული ნეიტრალიტეტი და გენდერული სამართლიანობა არის პრაქტიკა და აზროვნების მეთოდები, რომლებსაც მიზნის მიღწევისკენ მივყავართ. გენდერული პარიტეტი, რომელიც გამოიყენება მოცემულ სიტუაციაში გენდერული ბალანსის გასაზომად, ხელს უწყობს გენდერული თანასწორობის მიღწევას, მაგრამ ეს არ არის თვითმიზანი. გენდერული თანასწორობა უფრო მეტია, ვიდრე თანაბარი წარმომადგენლობა, იგი მტკიცედ არის დაკავშირებული ქალთა უფლებებთან და ხშირად მოითხოვს არსებული პოლიტიკის შეცვლას.

გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადებით, გენდერული თანასწორობა „ნიშნავს, რომ ქალები და მამაკაცები, გოგონები და ბიჭები ერთნაირი უფლებებით, რესურსებით, შესაძლებლობებით და დაცვით სარგებლობენ. არ მოითხოვს იმას, რომ გოგოები და ბიჭები, ან ქალები და კაცები, ერთნაირები იყვნენ, ან რომ მათ ზუსტად ერთნაირად მოეპყრონ.“ [1]

გლობალური მასშტაბით, გენდერული თანასწორობის მიღწევა ასევე მოითხოვს ქალთა და გოგონათა მიმართ მავნე პრაქტიკის აღმოფხვრას, მათ შორის სექსუალური ტრეფიკინგის, ფემიციდის, ომის დროს სექსუალური ძალადობის და ჩაგვრის სხვა ტაქტიკების ჩათვლით . გაეროს მოსახლეობის ფონდის განცხადებით:

ვიკიციტატა
„მიუხედავად მრავალი საერთაშორისო შეთანხმებისა, რომლებიც ამტკიცებენ ადამიანის უფლებებს, ქალები კვლავ უფრო მეტი ალბათობით არიან ღარიბი და გაუნათლებელი ვიდრე მამაკაცები. მათ უფრო ნაკლები წვდომა აქვთ საკუთრების ფლობაზე, კრედიტზე, ტრენინგებსა და დასაქმებაზე. ისინი ბევრად უფრო ნაკლებ პოლიტიკურად აქტიურები არიან ვიდრე კაცები და ბევრად უფრო სავარაუდოა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იქნებიან. [2]

2017 წლის მდგომარეობით, გენდერული თანასწორობა არის მეხუთე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების 17 მიზანში. გენდერული უთანასწორობა იზომება ყოველწლიურად გაეროს განვითარების პროგრამის ადამიანის განვითარების ანგარიშების მიხედვით .

ისტორიარედაქტირება

ქრისტინე დე პიზანი, გენდერული თანასწორობის ადრეული დამცველი, თავის 1405 წელს დაწერილ წიგნში ამბობს, რომ ქალების შევიწროება ემყარება ირაციონალურ ცრურწმენებს. საზოგადოების მრავალი მიღწევა კი, სავარაუდოდ, ქალთა მიერაა შექმნილი. [3]

შეიკერებირედაქტირება

შეიკერები, ევანგელური ჯგუფი, რომელიც პრაქტიკაში ახდენდა სქესთა დაყოფისა და მკაცრად იკავებდნენ თავს დაქორწინებისგან, გენდერული თანასწორობის ადრეული პრაქტიკოსები იყვნენ. 1744 წელს ისინი გამოეყვნენ კვაკერულ საზოგადოებას ინგლისის ჩრდილო – დასავლეთით და ემიგრაციაში წავიდნენ ამერიკაში. ამერიკაში,1788 წელს ჯოზეფ მეჩამ, შეიკერთა ცენტრალური მინისტრის ხელმძღვანელმა, გამოაცხადა, რომ სქესები თანაბარი უნდა იყვნენ. შემდეგ მან ლუსი რაითი ქალთა საკითხებში მინისტრად დანიშნდა და ერთად შექმნეს საზოგადოება სქესობრივი უფლებების დაბალანსების მიზნით. მეჩამმა და რაითმა ჩამოაყალიბეს ხელმძღვანელთა გუნდები, სადაც თითოეული მოხუცი ქალი, რომელიც ზრუნავდა მამაკაცის კეთილდღეობაზე, წყვილდებოდა ისეთ მამაკაცთან, რომელიც იმავეს აკეთებდა ქალებისთვის. თითოეულ დიაკონს პარტნიორი ჰყავდა დიაკონი ქალი. მამაკაცებს ჰქონდათ ზედამხედველობა მამაკაცებზე. ქალებს ჰქონდათ ზედამხედველობა ქალებზე. ქალები ცხოვრობდნენ ქალებთან. კაცები ცხოვრობდნენ კაცებთან. შეიკერ საზოგადოებაში ქალი არ იყო კონტროლირებადი და არც რომელიმე კაცის საკუთრებაში. 1796 წელს მეჩამის გარდაცვალების შემდეგ, რაითი გახდა შეიკერის ხელმძღვანელი მინისტრი, მის გარდაცვალებამდე 1821 წელს.

შეიკერებმა შეინარჩუნეს გენდერული დაბალანსებული ხელმძღვანელობის იგივე ფორმა 200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. მათ ასევე ხელი შეუწყვეს თანასწორობასა და ქალთა უფლებების დაცვას სხვა დამცველებთან ერთად. 1859 წელს, შეიკერმა ხანდაზმულმა ფრედერიკ ევანმა დაწერა, რომ შეიკერთა საზოგადოება „პირველი იყო, ვინც ქალს არ აიძულა ვასალის მდგომარეობაში ყოფნა, რასაც ყველა სხვა რელიგიური სისტემა (მეტ-ნაკლებად) აიძულებდა და უზრუნველყო მისთვის სამართლიანი და თანასწორი უფლებები კაცთან. [4] ევანი და მისი კოლეგა, ელდრესი ანტუანეტ დულიტლეტი, შეუერთდნენ ქალთა უფლებების დამცველებს მომხსენებელთა პლატფორმებზე აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთში 1870-იან წლებში. შეიკერებთან ვიზიტორმა 1875 წელს დაწერა:

 
„თითოეულ სქესს აქვს სათანადო მოქმედების სფერო, სადაც ხდება ქალის სათანადო დაქვემდებარება, დაცვა და პატივისცემა მამაკაცის მხრიდან, ხოლო მამრობითი სქესის მიმართ მდედრობითი სქესის მხრიდან. ამ თემში „ქალთა უფლებების“ გულმოდგინე დამცველებმა შეიძლება იპოვნონ თავიანთი იდეალის პრაქტიკული რეალიზაცია.“

შეიკერი უფრო მეტი იყო ვიდრე რადიკალური რელიგიური სექტა ამერიკული საზოგადოების საზღვრებზე. მათ პრაქტიკაში დანერგეს სქესთა თანასწორობა. მათ აჩვენეს, რომ გენდერული თანასწორობა მიღწევადი იყო და ამის მისაღწევი გზაც გვაჩვენეს. [5]

ფართო საზოგადოებაში, გენდერული თანასწორობისკენ მოძრაობა დაიწყო XIX საუკუნის ბოლოს დასავლურ კულტურებში სუფრაჟისტების მოძრაობით, რომელიც ქალებს ხმის მიცემის უფლებას და საარჩევნო პოზიციების დაკავების საშუალებას აძლევდა. ამ პერიოდში ასევე მოხდა ცვლილებები ქალის საკუთრების უფლების მნიშვნელოვან საკითხებში, განსაკუთრებით მათ ოჯახურ სტატუსთან დაკავშირებით.

ომისშემდგომი ერარედაქტირება

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ქალთა გამათავისუფლებელმა მოძრაობამ და ფემინიზმმა შექმნეს ზოგადი მოძრაობა ქალთა უფლებების აღიარებისათვის. გაერომ და სხვა საერთაშორისო სააგენტოებმა მიიღეს რამდენიმე კონვენცია, რომლებიც ხელს უწყობენ გენდერულ თანასწორობას. ყველა კონვენცია ერთნაირად არ იქნა მიღებული და მოიცავს შემდეგ კონვენციებს:

  • გენდერული სტერეოტიპებისა და სექსიზმის წინააღმდეგ ბრძოლა
  • ქალთა მიმართ ძალადობის თავიდან აცილება და მასთან ბრძოლა
  • ქალთა სამართლიანობის თანაბარი ხელმისაწვდომობის გარანტირება
  • ქალთა და მამაკაცთა დაბალანსებული მონაწილეობის მიღწევა პოლიტიკური და საზოგადოებრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში
  • გენდერული მეინსტრიმინგის მიღწევა პოლიტიკასა და ყველა განზომილებაში

გაერორედაქტირება

ეს არის ხედვა, რომ ქალებსა და მამაკაცებს თანაბრად უნდა მოეპყრონ სოციალურ, ეკონომიკურ და საზოგადოების ყველა სხვა ასპექტში და არ მოხდეს მათი სქესის საფუძველზე დისკრიმინაცია . გენდერული თანასწორობა არის გაეროს ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის ერთ-ერთი მიზანი. [10] მსოფლიო ორგანიზაციებმა განსაზღვრეს გენდერული თანასწორობა ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით ქალთა უფლებების და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით . [11] [12] გაერთიანებული ერების ათასწლეულის განვითარების მიზნების ანგარიშში ნათქვამია, რომ მათი მიზანია „გენდერული თანასწორობის მიღწევა და ქალთა გაძლიერება“. განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკური ბრძოლების მიუხედავად, გაერო ჯერ კიდევ ცდილობს ხელი შეუწყოს გენდერულ თანასწორობას, ისევე როგორც ეხმარება შექმნას მდგრადი საცხოვრებელი გარემო ყველა ერისათვის. მათი მიზნები ასევე მოიცავს იმას რომ, ქალებს, რომლებიც მუშაობენ გარკვეულ განაკვეთზე სამუშაოს თანაბარი ანაზღაურებით უნდა ჰქონდეთ , რაც იმავე სამუშაოს მქონე მამაკაცების აქვთ.

ჯანმრთელობა და უსაფრთხოებარედაქტირება

ძალადობა ქალთა მიმართრედაქტირება

 
საგზაო ნიშანი, ბაკაუ, გამბია, 2005

ქალთა მიმართ ძალადობა არის ტექნიკური ტერმინი, რომელსაც კოლექტიურად ეხება ძალადობრივი ქმედებები, რომლებიც, ძირითადად, ან ექსკლუზიურად არის ჩადენილი ქალთა მიმართ. ძალადობის ეს სახეობა გენდერზეა დაფუძნებული, რაც ნიშნავს, რომ ძალადობრივი ქმედებები ქალთა მიმართ განხორციელებულია პირდაპირ, რადგან ისინი ქალები არიან, ან პატრიარქალური გენდერული კონსტრუქციების შედეგად. ქორწინებაში ქალთა მიმართ ძალადობა და არასათანადო მოპყრობა ბოლო ათწლეულების განმავლობაში საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა. ეს მოიცავს როგორც ქორწინების დროს ჩადენილ ძალადობას (ოჯახში ძალადობა), ასევე ძალადობას, რომელიც დაკავშირებულია ქორწინების წეს-ჩვეულებებთან და ტრადიციებთან (მაგალითად, სათავნო, პატარძლის ფასი, იძულებითი ქორწინება და ბავშვთა ქორწინება).

ძალადობა ტრანსი ქალების მიმართრედაქტირება

2009 წელს შეერთებული შტატების მონაცემებმა აჩვენა, რომ ტრანსგენდერი ადამიანები, სავარაუდოდ, განიცდიან ძალადობის ფართო სპექტრს მთელი ცხოვრების განმავლობაში. პუერტო რიკოში ტრანსი ქალების მიმართ ძალადობამ დაიწყო გამომჟღავნება, მაგრამ ათწლეულების წინ განიხილებოდა როგორც „უხილავი პრობლემა“. პუერტო რიკოს ასოციაციის 58-ე კონვენციის ცნობით, ბევრი ტრანსგენდერი ქალი დგას ინსტიტუციური, ემოციური და სტრუქტურული დაბრკოლებების წინაშე. ტრანს – ქალთა უმეტესობას არ აქვს წვდომა ჯანდაცვაზე და არ აქვს სათანადო ცოდნა ძალადობის პრევენციაზე, ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და სოციალურ სერვისებზე, რომლებიც მათ სარგებელს მოუტანს. [13]

ოჯახის დაგეგმვა და აბორტირედაქტირება

ოჯახის დაგეგმვა არის ბავშვების რაოდენობის თავისუფლად გადაწყვეტის პრაქტიკა და მათი შობადობის ინტერვალი, განსაკუთრებით კონტრაცეფციის ან ნებაყოფლობითი სტერილიზაციის გზით. აბორტი არის ორსულობის შეწყვეტა. აბორტის შესახებ კანონები მნიშვნელოვნად განსხვავდება ქვეყნის მიხედვით. კონტრაცეფციის, სტერილიზაციისა და აბორტის არსებობა დამოკიდებულია კანონებზე, ასევე სოციალურ, კულტურულ და რელიგიურ ნორმებზე. ზოგიერთ ქვეყანას აქვს ლიბერალური კანონები ამ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ პრაქტიკაში ძალიან რთულია ასეთი სერვისების დაშვება იმის გამო, რომ ექიმები, ფარმაცევტები და სხვა სოციალური და სამედიცინო მუშაკები არიან მოწინააღმდეგეები . [14] [15] ოჯახის დაგეგმვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალთა უფლებების თვალსაზრისით, რადგან ძალიან ბევრ ორსულობას, განსაკუთრებით ისეთ რაიონებში, სადაც არ არის სათანადო კვება, შეიძლება სერიოზული საფრთხე შეექმნას ქალის ჯანმრთელობას. გაეროს მოსახლეობის ფონდი წერს, რომ „ოჯახის დაგეგმვა უმთავრესია გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერებისათვის და ეს არის სიღარიბის შემცირების მთავარი ფაქტორი“. [16]

ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრებარედაქტირება
 
საგზაო ნიშანი კაპჩორვასთან, უგანდა, 2004 წ

გაეროს მოსახლეობის ფონდი და გაეროს ბავშვთა ფონდი თვლიან, რომ ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება წარმოადგენს „ღრმად ჩასმული გენდერული უთანასწორობის გამოვლინებას. იგი მრავალი მიზეზის გამო კვლავ არსებობს. მაგალითად, ზოგიერთ საზოგადოებაში ის ითვლება საჭირო რიტუალად. სხვებში ეს განიხილება, როგორც ქორწინების წინაპირობა. ზოგიერთ თემში - იქნება ეს ქრისტიანი, ებრაელი, მუსლიმი - ეს პრაქტიკა შეიძლება მიეკუთვნებოდეს რელიგიურ მრწამსსაც.“ [17]

სავარაუდოდ, 125 მილიონმა ქალმა და გოგონამ გაიარა სასქესო ორგანოს დასახიჩრება იმ 29 ქვეყანაში, რომლის მონაცემები არსებობს. აქედან დაახლოებით ნახევარი ცხოვრობს ეგვიპტესა და ეთიოპიაში. [18] ეს ყველაზე ხშირად ტარდება ახალშობილებსა და 15 წლამდე ასაკის გოგონებზე. [19]

იძულებითი ქორწინება და ბავშვთა ქორწინებარედაქტირება
 
პლაკატი ბავშვთა და იძულებითი ქორწინების წინააღმდეგ

ნაადრევი ქორწინება, ბავშვის ქორწინება ან იძულებითი ქორწინება გავრცელებულია აზიისა და აფრიკის ნაწილებში. დაზარალებულთა უმრავლესობა ქალია და 18-დან 23 წლამდე ასაკში. [19] ამგვარმა ქორწინება შეიძლება მავნე ზეგავლენა იქონიოს გოგონების აღზრდაზე და განვითარებაზე და შესაძლოა გოგონები განიცდიდნენ სოციალურ იზოლაციას ან ძალადობას. [20] [21] [22]

პატარძლის ფასირედაქტირება

პატარძლის ფასი (რომელსაც ასევე უწოდებენ პატარძლის ნიშანს) არის ფული, ქონება ან სხვა ფორმის სიმდიდრე, რომელსაც სიძე ან მისი ოჯახი უხდის პატარძლის მშობლებს. ეს ჩვეულება ხშირად გულისხმობს, რომ ქალებს ეკარგებათ კონტროლი მათ ნაყოფიერებაზე. მაგალითად, ჩრდილოეთ განაში, პატარძლის ფასის გადახდა გულისხმობს, ქალის მხრიდან აუცილებლობას შვილების გაჩენის შესახებ. ხოლო ჩასახვის საწინააღმდეგო აბების გამოყენებისას, ქალებს ემუქრებათ ძალადობა და რეპრესიები. [23]

გენდერული სტერეოტიპებირედაქტირება

 
1952 წელს ქალი მძღოლების შესახებ არსებული სტერეოტიპების წარმოჩენა, იმ სტერეოტიპის საფუძველზე, რომ ქალები კარგად ვერ მართავდნენ. ჟურნალ Bettie-ს გვერდი.

გენდერული სტერეოტიპები წარმოიშობა ქალისა და მამაკაცის სოციალურად დამტკიცებულ როლებში, კერძო თუ საზოგადოებრივ სფეროში, სახლში ან სამუშაო ადგილზე. შინამეურნეობაში ქალები, როგორც წესი, დედების ფიგურებად ითვლებიან, რაც მათ ჩვეულებრივ კლასიფიკაციას უწევს „დამხმარე“ ან „მკვებავი“. მოსალოდნელია, რომ ქალებს სურთ დედის როლი აიღონ და პირველადი პასუხისმგებლობა იკისრონ საყოფაცხოვრებო საჭიროებებზე. [24] მათ პარტნიორ მამაკაცებს კოლეგებს „მტკიცე“ ან „ამბიციურად“ აღიქვამენ, რადგან მამაკაცებს, როგორც წესი, უყურებენ სამუშაო ადგილზე ან როგორც ოჯახის წევრთა მთავარ მარჩენალს. [25] ამ შეხედულებებისა და მოლოდინების გამო, ქალები ხშირად განიცდიან დისკრიმინაციას საჯარო სფეროში, მაგალითად სამუშაო ადგილზე. ქალების შესახებ კიდევ ის სტერეოტიპია, რომ ნაკლებად პროდუქტიულები არიან სამსახურში, რადგან მათი აზრით, უფრო მეტი ყურადღება გამახვილებულია ოჯახზე, როდესაც დაქორწინდებიან ან შვილები ჰყავთ. [26] გენდერული როლი არის საზოგადოებრივი ნორმების ერთობლიობა, რომლებიც კარნახობს ქცევის ტიპებს, რომლებიც, ზოგადად, მისაღები, მიზანშეწონილი ან სასურველია ადამიანებისთვის, მათი სქესის მიხედვით. გენდერული როლები, ძირითადად, ორიენტირებულია ქალურობისა და მამაკაცურობის კონცეფციებზე, თუმცა არსებობს გამონაკლისები და ცვალებადობები.

ლიტერატურარედაქტირება

  • Dangerfield, George. The Strange Death of Liberal England (1935), pp 133–205, 349–73; online free.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. LeMoyne, Roger. (2011) Promoting Gender Equality: An Equity-based Approach to Programming. UNICEF. ციტირების თარიღი: 2011-01-28.
  2. Gender equality. UNFPA. ციტირების თარიღი: 14 June 2015.
  3. Riane Eisler (2007). The Real Wealth of Nations: Creating a Caring Economics, გვ. 72. 
  4. Evans, Frederick William (1859). Shakers: Compendium of the Origin, History, Principles, Rules and Regulations, Government, and Doctrines of the United Society of Believers in Christ's Second Appearing. D. Appleton & Co., გვ. 34. 
  5. Wendy R. Benningfield, Appeal of the Sisterhood: The Shakers and the Woman's Rights Movement (University of Kentucky Lexington doctoral dissertation, 2004), p. 73.
  6. United Nations High Commissioner for Refugees. Vienna Declaration and Programme of Action. United Nations High Commissioner for Refugees. ციტირების თარიღი: 14 June 2015.
  7. Organization of American States. Follow-up Mechanism to the Belém do Pará Convention (MESECVI): About the Belém do Pará Convention. Organization of American States. ციტირების თარიღი: 14 June 2015.
  8. The Convention of Belém do Pará and the Istanbul Convention: a response to violence against women worldwide. Organization of American States, Council of Europe, Permanent Mission of France to the United Nations and Permanent Mission of Argentina to the United Nations.  CSW58 side event flyer 2014.
  9. Council of Europe, Committee of Ministers, CM document (CM). Committee of Ministers - Gender Equality Commission (GEC) - Gender Equality Strategy 2014-2017 [1183 meeting]. ციტირების თარიღი: 14 June 2015.
  10. Universal Declaration of Human Rights (December 16, 1948). ციტირების თარიღი: October 31, 2016
  11. World Bank (September 2006). Gender Equality as Smart Economics: A World Bank Group Gender Action Plan (Fiscal years 2007–10). http://siteresources.worldbank.org/INTGENDER/Resources/GAPNov2.pdf.
  12. United Nations Millennium Campaign. Goal #3 Gender Equity. ციტირების თარიღი: 2008-06-01
  13. Rodríguez-Madera, Sheilla L.; Padilla, Mark; Varas-Díaz, Nelson; Neilands, Torsten; Guzzi, Ana C. Vasques; Florenciani, Ericka J.; Ramos-Pibernus, Alíxida (2017-01-28). "Experiences of Violence Among Transgender Women in Puerto Rico: An Underestimated Problem". Journal of Homosexuality 64 (2): 209–217. . ISSN 0091-8369. PMID 27054395.
  14. „Seven in 10 Italian gynaecologists refuse to carry out abortions“. 11 March 2016. ციტირების თარიღი: 14 November 2017.
  15. Doctors' Refusal to Perform Abortions Divides Croatia (2017-02-14). ციტირების თარიღი: 14 November 2017.
  16. Family planning: UNFPA – United Nations Population Fund. ციტირების თარიღი: 14 November 2017.
  17. Female genital mutilation: UNFPA – United Nations Population Fund. ციტირების თარიღი: 14 November 2017.
  18. UNFPA-UNICEF Joint Programme on Female Genital Mutilation/Cutting: Accelerating Change. ციტირების თარიღი: 4 April 2017.
  19. 19.0 19.1 National Gender Based Violence & Health Programme. ციტირების თარიღი: 14 June 2015.
  20. Fact Sheet No.23, Harmful Traditional Practices Affecting the Health of Women and Children. ციტირების თარიღი: 14 November 2017.
  21. Child marriage. ციტირების თარიღი: 14 June 2015.
  22. Child Marriage. ციტირების თარიღი: 14 June 2015.
  23. Women's Fears and Men's Anxieties : The Impact of Family Planning on Gender Relations in Northern Ghana. ციტირების თარიღი: 14 November 2017.
  24. Women Voices and Feminist Visions. 
  25. How Does Gender Bias Really Affect Women in the Workplace? en-US (2016-03-24). ციტირების თარიღი: 2016-09-23
  26. Gender inequality in employment: Editors' introduction. 2010.