სათავნოქალის პირადი, მამის სახლიდან მოყოლილი ქონება, პირუტყვი ან ფული, რომელიც ქმრის ოჯახში მის პირად საკუთრებას შეადგენდა. ქართლ-კახეთში სათავნოს „ქრთამს“ ეძახდნენ, რაც ძველ ქართულში სასყიდელს აღნიშნავდა. მზითვისაგან განსხვავებით სათავნო ქალის სრული საკუთრებაა. მზითევზე ქორწილამდე უნდა შთანხმებულიყვნენ სასიძო-საპატარძლოს ოჯახები, სათავნოზე კი არა. სათავნოს მიცემა ქალის მშობლებისა და ძმების ნება იყო. სათავნო მზითევზე გვიანაა გაჩენილი და კლასობრივი საზოგადოების დამახასიათებელი მოვლენაა. განსაკუთრებით გავრცელდა სოციალურად დაწინაურებულ ოჯახებში და შეძლებულ ოჯახებში. სათავნოს მემკვიდრენი შვილები იყვნენ, პირველყოვლისა — ქალიშვილები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ითონიშვილი ვ., ქართველ მთიელთა საოჯახო ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1960
  • ჭყონია ი., ქსე, ტ. 8, გვ. 656, თბ., 1984