ფემიციდი
ფემიციდი (ინგლ. Femicide) ან ფემინიციდი — ქალებზე ძალადობის უკიდურესი გამოვლინება. ეს ტერმინი XIX საუკუნიდან მოდის და ლათინურად აღნიშნავს ქალებისა და გოგონების მკვლელობას (femi — ქალი, cide — კვლა). ყველაზე გავრცელებული განმარტების მიხედვით, ფემიციდი არის „მამაკაცების მიერ ქალების მკვლელობა იმიტომ, რომ ისინი ქალები არიან“.[1]
ფემიციდის ფორმები
რედაქტირებამონაწილე აქტორების და მიზეზების მიხედვით განასხვავებენ:
(ა) ინტიმური ფემიციდი, ანუ ინტიმური პარტნიორის მიერ ჩადენილი მკვლელობა.
(ბ) „ღირსების“ მკვლელობას, რომელსაც სჩადის ოჯახის წევრი მამაკაცი ოჯახის რეპუტაციის ანუ „ღირსების“, შესანარჩუნებლად. მკვლელობის მიზეზი შეიძლება იყოს ქალის მიერ ქორწინებამდე სქესობრივი ურთიერთობის დამყარება, ქალის ქცევასთან დაკავშირებული გაბატონებული ნორმების დარღვევა, ცოლქმრული ღალატი, ქორწინების გარშე ორსულობა და ა.შ. „ღირსების“ მკვლელობებს მიმართავენ ხოლმე ინცესტის შემთხვევების მისაჩქმალადაც. ასევე ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 5000 „ღირსების“ მკვლელობა ხდება. ფემიციდის ეს ფორმა განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიაშია გავრცელებული.
(გ) მზითევთან დაკავშირებული ფემიციდი განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშია გავრცელებული. ფემიციდის ამ ფორმას სიძის მშობლები ჩადიან და მისი მიზეზია პატარძლის მშობლების მიერ მიცემული მზითვით უკმაყოფილება.
(დ) არაინტიმურია ფემიციდი, როცა მკვლელი არ არის მსხვერპლის ახლობელი, ნათესავი ან ნაცნობი.[2]
ფემიციდის საფუძველი იმ გენდერული უთანასწორობის ასახვაა, რომელიც მსოფლიოში ქალებზე სხვადასხვა ფორმით ძალადობას იწვევს. ამიტომ ის განსხვავდება სხვა ფორმის მკვლელობისგან. ასევე ფემიციდი როგორც წესი სახლის პირობებში ხდება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მსოფლიოში აღრიცხული მოკლული ქალების 35% ინტიმური ფემიციდის მსხვერპლია.[3] დიანა რასელის განმარტებით სიტყვა „ფემიციდის“ გამოყენება, განსხვავებით, მაგ. „გენდერულად დისკრიმინაციული მკვლელობისა“ გაუგებარს ხდის რომელ გენდერზეა საუბარი და ასევე ქალების ნაცვლად მდედრობითი სქესის წარმომადგენლებზე ხაზგასმა მოიცავს გოგონებს და ჩვილებსაც.[4] რასელის განმარტება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განმარტებისგან განსხვავებით უფრო ვრცელია და მოიცავს სელექციურ აბორტს, უფრო არაპირდაპირ ფორმებს, როგორიცაა მაგალითად, აბორტის და კონტრაცეფციის აკრძალვის შედეგად ქალების სიკვდილიანობას ან კაცების მიერ პრეზერვატივის გამოყენებაზე უარის თქმის შედეგად ქალების აივ ვირუსით ინფიცირებას.[5]
ევროსტატის განმარტებით ფემინიციდის სტატისტიკა განზრახული მკვლელობების მონაცემებიდან უნდა ამოვიღოთ და არა მხოლოდ მკვლელობას, არამედ სერიოზული დაზიანების შედეგად გამოწვეული მკვლელობაც უნდა მოიცვას, თუმცა არცერთ ევროკავშირის ქვეყანის კანონმდებლობით ფემიციდი არ არის განსაზღვრული.[6]
ფემიციდის სტატისტიკა
რედაქტირებაძნელია ფემიციდის შემთხვევების ზუსტი რაოდენობის დადგენა. რამდენიმე მაგალითის მოყვანა შეიძლება ფემიციდის გავრცელებასთან დაკავშირებით:
გვატემალაში ყოველდღე საშუალოდ ორ ქალს კლავენ.
ინდოეთში 2007 წელს 8093 მზითვთან დაკავშირებული მკვლელობა მოხდა, გაურკვეველია რამდენი მკვლელობა შეირაცხა „უბედურ შემთხვევად ან თვითმკვლელობად“.
ავსტრალიაში, კანადაში, ისრაელში, სამხრეთ აფრიკასა და აშშ-ში 40-დან 70%-მდე მდედრობითი სქესის ადამიანებს კლავენ მათი ინტიმური პარტნიორები.
ჩიუაუისა და მეხიკოს შტატებში ქალების მკვლელობათა 66% მათი ქმრების, შეყვარებულების ან ოჯახის წევრების მიერაა ჩადენილი.[7]
ლიტერატურა
რედაქტირება- European Institute for Gender Equality (2017) Report: Terminology and indicators for data collection: Rape, femicide and intimate partner violence, Luxembourg: Publications Office of the European Union
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://dictionary.css.ge/content/femicide
- ↑ http://dictionary.css.ge/content/femicide
- ↑ http://dictionary.css.ge/content/femicide
- ↑ dianarussell.com
- ↑ dianarussell.com
- ↑ European Institute for Gender Equality (2017) Report: Terminology and indicators for data collection: Rape, femicide and intimate partner violence, Luxembourg: Publications Office of the European Union
- ↑ endvawnow.org სტატისტიკა