ბუკურა დუმბრავა

რუმინელი მწერალი

ბუკურა დუმბრავა (დ. 28 დეკემბერი, 1868 — გ. 26 იანვარი, 1926) — უნგრული წარმოშობის რუმინელი რომანისტი, კულტურის პროპაგანდისტი, მოგზაური და თეოსოფისტი. იყენებდა შემდეგ სახელებს: სტეფანია „ფენი“ შეკულიკს[1], შეკულიკზ[2], სეკულიჩი. მისი ლიტერატურული შემოქმედება, რომელიც ძირითადად შესრულებულია გერმანულ ენაზე, მოიცავს რომანტიკულ ისტორიებს ჰაიდუკების ლეგენდარული გმირობებისა. ამან მას მოუტანა კომერციული წარმატება როგორც გერმანულენოვან ევროპაში, ასევე რუმინეთში.

ბუკურა დუმბრავა

შუახნის ასაკის ბუკურა დუმბრავა, სურათი გადაღბულია 1920 წელს
დაბადების სახელი სტეფანია „ფენი“ შეკულიკი
დაბადების თარიღი 28 დეკემბერი, 1868
პრესბურგი, ავსტრია-უნგრეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 26 იანვარი, 1926 (57 წლის)
პორტ-საიდი, ეგვიპტის სამეფო
ეროვნება უნგრელი რუმინელი
ორგანიზაცია თეოსოფისტური საზოგადოება
ცნობილია როგორც რუმინული თეოსოფისტური ლოჟის პრეზიდენტი
რელიგია თეოსოფია

დუმბრავა წარმოაჩენდა ბევრ პრობლემას და მონაწილეობდა რამდენიმე კულტურულ პროექტშიც, მაგრამ ის ძირითადად ახსოვთ რუმინეთში ტურიზმისა და ინვაირონმენტალიზმის პროპაგანდისტური აქტივობების გამო. ის იყო თავგამოდებული მოგზაური და ალპინისტი, რომელმაც დააარსა ქვეყნის ზოგიერთი სალაშქრო კლუბი. მისი მოგზაურობის ჩანაწერები რჩება სტანდარტად რუმინულ ლიტერატურაში, მაშინ როდესაც მისი მხატვრული ლიტერატურა ზოგადად დავიწყეუბლია.

მისი კარიერის განმავლობაში შეკულიკი ხაზს უსვამდა და ცდილობდა ქალების ჩართვას რუმინულ მასონობაში. ხანში შესვლისას, მისი ესეები კონცენტრირებულია სპირიტუალიზმის გარშემო და როგორც ჯიდუ კრიშნამურტის მოწაფემ, მან დააარსა რუმინული ლოჟა თეოსოფისტური საზოგადოებისათვის. ის გარდაიცვალა ბრიტანეთის ინდოეთიდან დაბრუნებისას, იგი იმყოფებოდა თეოსოფისტურ კონფერენციაზე ადიარში.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

მომავალი მწერალი დაიბადა ბრატისლავაში (პრესბურგი). მამამისი იყო უნგრელ-სლოვაკი[3] ან სლოვაკ-უნგრელი[4]. დედამისის მხრიდან, ეთნიკურად, ის იყო გერმანელი[4]. თავად დუმბრავა გაიზარდა გერმანულ კულტურაში და ამიტომაც აღიქმება გერმანელად[5]. ფენიმ თავისი ადრეული ბავშვობა გაატარა ავსტრია-უნგრეთის ერთი ნაწილიდან მეორეში გასავლაში, რომლის დროსაც მოინახულა ვიენა 4 წლის ასაკში[3]. ერთი წლის შემდეგ კი მისი ოჯახი ემიიგრირდა რუმინეთის სამეფოში, როგორ მეგობრები რუმინეთის მეფის, კაროლ I-ისა[3]. მამამისი მუშაობდა სადაზღვეოს კომპანიის მმართველად და ზოგიერთი ისტორიკოსი მას მასონური ლოჟის - „zur Brüderlichkeit-ის“ ხელმძღვანელადაც მიიჩნევს[2].

სამეფო ოჯახმა მალე შეამჩნია ფენის პიანინოზე დაკვრა, ნიჭი გერმანულენოვანი პოეზიისა და გატაცება რუმინული რომანტიკული ლიტერატურის კითხვისა[6]. სინაიას სასახლეში ის გახდა ნდობით აღჭურვილი პირი და სეფე ქალი[2] დედოფალი ელისაბეტისა და 1884 წელს მოხდა მისი შესვლა მაღალ საზოგადოებაში, როგორც სამეფო წყვილის სტუმრისა[3].

1886 წელს ფენი შეკულიკი გახდა ფილანთროპი და სოციალური აქტივისტი, დააარსა რა „Tibișoiul-ის“ საზოგადოება, რომელიც სთავაზობდა შაბათის სკოლას დაბალი კლასის წარმომადგენელთა შვილებს[3]. მოგვიანებით ის ძირითადად აქტიური იყო, როგორც მუსიკის კრიტიკოსი, ხელოვნების პროპაგანდისტი, მკვლევარი რუმინულ აკადემიაში და ლექტორი რელიგიურ საგნებში, ასევე მუშაობდა სკულპტორ კაროლ სტორკთან და მუსიკათმცოდნე იონ პოპესქიუ-პასარეასთან[7]. 1905 წელს მან დააარსა, პოლიტიკოს ვინტილა ბრატიანუსთან ერთად, ჩინდიას საზოგადოება რუმინული ფოლკლორის, კონკრეტულად რუმინული ცეკვების, კულტივაციისა და შენარჩუნებისათვის. მას შეურთდა საზოგადოებაში ცნობილი ფროზი ნენიტესკუ, რომელმაც განაცხადა, რომ საზოგადოებას იბრძოდა ორიენტალისტური გავლენის წინააღმდეგ რუმინულ კოსტიუმებზე და ერიდებოდა „ხმაურიან“ ტარაფს, ამიტომაც აკრიტიკებდნენ მისი „ექსკლუზიურობის“ გამო[8]. მათი ნამუშევარი აისახა ნიკოლაი ბარბელიანის 1913 წლის ფილმში, რომელიც ეძღვნება კოლტურულ მეხსიერებას ათ ინდივიდის, რომელთაც ეროვნული ცეკვები ისწავლეს ჩინდიაში[9].

ფენი გაჰყვა მამამისის მასონურ რწმენებს და შეუერთდა საკამათო შერეულ მასონობას. ის ეთანხმებოდა ანი ბესანტსა და Le Droit Humain-ის, ამიტომაც გახდა ვარდისფერი ჯვრის მე-9 ხარისხის დივა. სავარაუდოდ, ჩინდიას ჯგუფი გამოიყენა ახალი წევრების მისაღებად.

ლიტერატურული დებიუტი

რედაქტირება

შეკულიკის პირველი პირველი გამოქვეყნებული ნამუშევარია Der Haiduck-ი (ჰაიდუკი), დაბეჭდილი 1908 წელს რეგენსბურგში დაბეჭდილი ვ. ვუნდერლინგის მიერ. იმავე წელს ის ითარგმნა თეოდორ ნიკას მიერ და დაიბეჭდა ბუქარესტის კაროლ სფეტეაში, როგორც Haiducul-ი (მეორე და მესამე გამოცემა, 1911 წელს; მეოთხე - 1914 წელს)[10][11]. ფსევდონიმით, წიგნი იტყუებდა მკითხველს თავისი საიდუმლოებით, ხოლო ზოგიერთის აზრით ეს დედოფალი ელისაბეტის სალიტერატურო მცდელობაც კი იყო[12]. ნაწერი კი იყო შეკულიკის კალამი, რომლის ექოშიც გაისმოდა სინაიას მთიან შემოგარენს: ბუკურას ტბა და ცნობილი dumbravă (ჭალა)[13].

ისტორიული ნოველა - Der Haiduck აღწერილია Mercure de France-ში, როგორც ფრესკა „რუმინეთის პირველი პატრიოტებისა“ „ჩამთრეველი სიუჟეტითა“ და ტონის „სრულიად ადეკვატური გონიერებით“[14]. ტრანსილვანიაში, კრიტიკოსი ილარიე ჩენდი აცხადებდა, რომ სასიამოვნოდ გააოცა ორივემ წიგნმაც და გერმანულმაც. ჩენდის თანახმად, ნაწარმოები გამოირჩეოდა აღსანიშნავი სასიამოვნო აღწერით რუმინელი გლეხებისა, მათი „სუფთა და უძველესი ცხოვრების სტილით“[15]. კრიტიკოსები ჩაიძირნენ შეკულიკის წუთიერ ისტორიულ კვლევაში, რომელიც მოიცავდა ჰურმუზახის კოლექციის[2][16] ისტორიული ჩანაწერების მტკიცებულებებს, მაგრამ ასევე გავლენას პოპულარული რომანებისა ნიკოლას პოპესქიუ-ოიონედეასი[15]. ასევე მან გამოიყენა დიდი ნაწილი საოჯახო ხელნაწერიდან ჰაიდუკი ლანკუ ჯიანუს შესახებ და ამის გამო პლაგიარიზმში სდებდნენ ბრალს[17]. ამას გარდა, მას აკრიტიკებდნენ ნიკოლა აბრას (ან „იაბრას“), ჯიანუს მთავარი მოკავშირის, ჰაიდუკების მოძრაობის გამყიდველის ნეგატიური მითის უკვდავყოფისათვის[18].

Der Haiduck-ი 1912 წელს გამოვიდა მეორეჯერ ელისაბეტის წინასიტყვაობით (ხელმოწერილი მისი კალმის სახელით, კარმენ სილვა)[11][19]. ამავე წელს ბუმბრავამ დაამთავრა თავისი „ისტორია ვალანჩინების 1821 წლის აღზევებისა“, როგორც Der Pandur-ი. ისიც გამოქვეყნდა ვუნდერლინგის მიერ გერმანიაში და ელიზა ბრატიანუს თარგმანი კვლავ კაროლ სფეტეაში[11] მანამდე, სანამ მთლიანად რუმინულად გადააკეთებდა თავად ავტორი[17]. ნარატივი შეეხება ფოლკლორულ გმირ ტუდორ ვლადიმერესკუს, წარმოჩენილს ეროვნული გამოღვიძების გამოხატულებად, მაგრამ ასევე, მკაცრ მეთაურად და სუსტ პოლიტიკოსად[20].

Der Pandur-ი პირდაპირი გაგრძელებაა Der Haiduck-ისა. ბოლო ნაწილი ამ ტრილოგიისა, ფოკუსირებული 1848 წლის ვალანჩიანურ რევოლუციაზე გამოქვეყნებამდე შემთხვევით დაიწვა[21]. დუმბრავა კი მას არასოდეს დაბრუნებია, მაგრამ 1918 წლისთვის განიხილებოდა ახალი რომანი, რომელსაც, სავარაუდოდ, ერქვა სიბილას წიგნი[21]. ის ასევე წარმატებული იყო, როგორც მოყვარული, მუსიკაში. 1912 წელს, ელისაბეტის პელესის სასხლეში მის პიანინოზე შესრულებას აკომპანირება გაუწიეს ცნობილმა რუმინელმა მევიოლინეებმა - ჯორჯ ენესკუმ და დიმიტრიე დინიკუმ[22].

მთამსვლელი და ფილანტროპი

რედაქტირება

დუმბრავასა და დედოფალ ელისაბეტს შორის მეგობრობა კონცენტრირდებოდა მათ საერთო ინტერესზე სინაიადან სამხრეთ კარპატებში სამთო მოგზაურობასა და უკან დაბრუნებაზე. დუმბრავასთვის მოგზაურობა იყო ყოველკვირეული სიამოვნება. როგორც იმდროინდელი მოწმეები იხსენებენ, ფიზიკურად არამიმზიდველი და ახლომხედველი დუმბრავათი ძალიან იყვნენ აღფრთოვანებულნი მისი მხიარული და თავგადასავალისმაძიებელი სულის გამო[23]. მას ეცვა მთლიელების ტანსაცმელი, მგზავნრობდა „ცნობილ მდედრ ცხენზე“, ლიზაზე და მთავარ ბანაკებს ყოველთვის ლალომიტეის მღვიმეებთან განალაგებდა ხოლმე[24]. ფრონზი ნენიტესკუს თანახმად, დუმბრავა ასევე პოლიტიკურ რისკებზეც მიდიოდა, ავსტრიულ-უნგრული საზღვრის გადაკვეთითა და უნგრეთის სასაზღვრო დაცვის გაღიზიანებით მისი იქ ყოფნით[25].

ამ გატაცების აღმოჩენის შემდეგ, შეკულიკმა თავისი ყურადღება მიაპყრო სამოგზაურო ლიტერატურას. ლუიზა მარინესკუს თანახმად, მისი მომდევნო ნამუშევარი უნდა განვიხილოთ მცდელობად „აღწერით, რომანტიკულ, ლიტერატურულ“ რუმინულ ტრადიციასთან შერწყმისა (ალექსანდრე ოდობესკუ, ალექსანდრუ ვლაჰუტა, კალისტრატ ჰოგასი, ნიკოალი იოგა), მაგრამ ასევე ცნობად გერმანელი საზოგადოებისათვის „რუმინული სპეციფიკურობების“ შესახებ[26]. კონკრეტულად, კრიტიკოსი მიხაილ დრაგომირესკუ გვთავაზობს, რომ შეკულიკი იყო მოწაფე ჯუნიმეას საზოგადოებისა. თავად დრაგომირესკუ, წევრი ჯინუმეასი, ათავსებს ამ ქალბატონ რომანისტს იმ ავტორების გვერდით, რომლებიც წარმოსახავდნენ ნეორომანტიკული „ეროვნული იდეალის“ ლიტერატურულ პროპაგანდას.

1914 წლისთვის ფენი შეკულისი ეხმარებოდა დედოფალ ელისაბეტის ქველმოქმედებას და იყო წევრი „ქალბატონთა კომიტეტისა“ დედოფალი ელისაბეტის პოლიკლინიკაში, ბუქარესტში და თანა-მენეჯერი Țesătoarea-ს კარიერული სკოლისა[27]. მარგარიტა მილერ ვერგისა, იზაბელა სადოვეანუ-ევანსა და სხვა ქალ მწერლებთან ერთად დუმბრავასც იყო დამფუძნებელი წევრი Româncele Cercetașe-ის ასოციაციისა, რაც იყო ადრეული განშტოება რუმინული სკაუტინგისა და საპატიო ორგანიზაცია მისი წინაპრის Asociația Ghidelor și Ghizilor din România-სი[28].

მალე, კაროლ I დაიღუპა, ელისაბეტი კი დაქვრივდა. შესაბამისად, დუმბრავას შეეძლო აღორძინება საკუთარი მეგობრის ინტერესებისა მთამსვლელობასა და ლიტერატურაში[29] და ამ შემთხვევის შემდეგ დედოფალთან ერთად დაიწყო სამედიტაციო წიგნზე მუშაობა და არასდროს დაუმთავრებია Cartea Îngerilor ("ანგელოზების წიგნი")[30]. მან ასევე წაიკითხა ელისაბეტის დაკრძალვის სიტყვა მის დაღუპვასთან დაკავშირებით 1916 წლის ნოემბერში[30].

Cartea munților-ი და ტურისტული კლუბი

რედაქტირება

ფენი შეკულიკმა თავისი აქტივიზმი გააგრძელა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. სანამ ჰაიდუკის ახალი გამოცემები გამოდიოდა 1919 და 1925 წლებში, დუმბრავა ქმნიდა გამოცემებს მისი საუკეთესოდ გაყიდვადი ახალი ესეებისა: Cartea munților („მთების წიგნი“) და Ceasuri sfinte („წმინდა საათები“)[10]. მისი პირველი ნამუშევრები, რომლებიც დაიწერა პირდაპირ რუმინულად, ამან კი მოახდინა მისი რეპუტაციის კონსოლიდაცია კონსერვატორებსა და მონარქისტებს შორის. მ. დრაგომირესკუს თქმით: „Cartea munților-ი [არის] ხელოვნების ნიმუში, რომელშიც ისმის რუმინული შთაგონება და ჯანმრთელი ენა [...]. მასში არის იმდენი ბუნების სიყვარული, იმდენი სიახლოვე მთების ღვთიურ სილამაზესთან, [...] რომ ის არის, ეჭვგარეშე, ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი ჩვენს ენაზე“[31]. ტრადიციონალისტურ მიმოხილვაში ტრანსილვანია, ლიტერატურის მემატიანემ, იონ გეორგესკუმ ძალაში დატოვა Ceasuri sfinte, როგორც ანტითეზისი თანამედროვე ლიტერატურისა და როგორც „კურთხევა რუმინული სულისა“[32].

ახალმა ნაწერებმა შეურია კულტურული აქტივიზმი, სოციალური იდეალები და ფიქრები ბუნებრივ სილამაზეზე. შესაბამისად, Cartea munților არის პროპაგანდა ბუნების დაცვისა მოწოდებით: „მოითხოვე, თითოეულისთვის და ყველასთვის, უფლება რომ დაისვენო ბუნების წიაღში, უფლება მზის სინათლისა, სუფთა სუფთა ჰაერისა, მწვანე საფარისა, მღელვარებისა მთებზე ასვლის სურვილისას“[33]. ის მიესალმებოდა დასავლური სპირიტუალიზმიდან მომდინარე გავლენებს და ზუსტად ციტირებდა ემანუელ სვედენბორგის ხედვას მთების გაწმენდილი და გამწმენდი ენერგიის შესახებ, რომელიც ასკვნიდა: „ალპური სილამაზის აღმოჩენა იყო სულის გამარჯვება მატერიაზე[2]. მისტიკურმა, ეთიკურმა და თვითდამხმარე საგნებმა შექმნეს საფუძველი Ceasuri sfinte, რომელიც ცოცხლდება და ახალ ინტერპრეტაციას გვთავაზობს სიმბოლური ეპიზოდებისა სხვადასხვა რელიგიური წყაროებიდან: წინასწარმეტყველება იერემიასი, აპოკრიფი, საქმე წმიდათა მოციქულთა, ჟანა დ’არკის იარაღის მოწოდება და სხვა[34].

შეკულიკის ლიტერატურული ფრაგმენტები და ქრონიკები გამოქვეყნდა მაშინდელ სხვადასხვა ჟურნალში, Convorbiri LiterareIdeea EuropeanăCuget Românesc, ჰენრიკ სანიელევიჩის Curentul Nou, გალა გალაქტიონის Cultul Eroilor Noștri და ჯორჯ ბაქალოგლუს Cele Trei Crișuri[35]. მსგავსი ესეები მოიცავდა 1919 წლის შესავალსაც ალექსანდრე სეინთ-იევეს დ'ალვეიდრეს სინარქისტულ იდეებში, რომელიც ხსნიდა მათ როგორც უმაღლეს შეზავებას „ნაციონალიზმისა“ და „ჰუმანიტარიანიზმის[36].

დუმბრავას აქტივიზმი დაგვირგვინდა თანამედროვე ეროვნული ტურიზმის ასოციაციიების შექმნით: 1921 წელს Hanul Drumeților (მოგზაურების სასტუმრო), 1925 წელს რუმინეთის ტურისტული კლუბი[37]. მან მოიწვია სხვა ცნობილი ადგილობრივი მთამსვლელები: ფიზიკოსი ნესტორ ურეჩია, რომელიც მის ნაწერებში ასახულია როგორც „დიადი დათვი“[38], გეოგრაფი მიჰაი ჰარეტი და  Boabe de Grâu ჟურნალის მწერალი ემანოილ ბუკუტა, რომელმაც აღიარა ბუკურაში ერთ-ერთი დამფუძნებელი რუმინული „კარპატიანიზმისა“. ბუკუტას თანახმად, დუმბრავა თავჯდომარეობდა მთამსვლელობის სკოლას, რომელიც ნაკლებად გამბედავი და უფრო ხელმისაწვდომი ვიდრე ალპინიზმი პროპაგანდირებული მისი კაცი კოლეგების მიერ[39].

თავისი აყვავების ხანაში ტურისტული კლუბი მოიცავდა 4 000 წევრს, რომლებიც დაყოფილნი იყვნენ 12 რეგიონალურ სუბსექციად. ისინი აქვეყნებდნენ სპეციალურ ტოპოგრაფიულ რუკებს, აკეთებდნენ ტურისტულ ბილიკებს და აქტიურად იცავდნენ გარემოს[37]. ამ წრეს შეუერთდა ახალგაზრდა პოეტი ლუკა კარაგიალე, რომელსაც უნდა ეწერა ლექსები Cartea munților-ისთვის[40] და მირკეა ელიადე, მომავალი რომანისტი და რელიგიების ისტორიკოსი[41].

დიდი ასაკის მიუხედავად შეკულიკი განაგრძობდა თავის აქტიურ ცხოვრების სტილს. 1923 წელს ის იმყოფებოდა შვეიცარიაში, სადაც ის ავიდა მატერჰორნზე, აქ კვლავ დაბრუნდა 1925 წელს, რათა ასულიყო მონბლანის ერთ-ერთ მყინვარზე[42]. უკან რუმინეთში მან ჩამოაყალიბა რეგიონალური სტანდარტი ქალი მთამსვლელებისთვის, ომუს მწვერვალზე[37] ასვლის შემდეგ. მოგვიანებით ის დასახლდა ბრანის დაბაში, პოარტას სოფელთან, სადაც მან განიზრახა საკუთარი ჰოსტელის გახსნა[43].

თეოსოფია და უკანასკნელი წლები

რედაქტირება

მისი ცხოვრების ბოლო ნაწილის განმავლობაში შეკულიკი გახდა მოყვარული წევრი თეოსოფიისა, თანამედროვე სპირიტუალური მოძრაობა ჰელენა ბლავატსკის სწავლებაზე დაფუძნებული. ბუკუტას თანახმად, ეს იყო ბუნებრივი ნაბიჯი მისი „კრედოდან“, მოგზაურობის, როგორც ფიზიკური ვარჯიშის, სიყვარულიდან, მისი რწმენიდან შინაგანი გარდამავლობისა და რეინკარნაციისა[33]. პლოიესტელი ე.ფ.დ. ბერტამთან ერთად მწერალმა დააარსა რუმინეთის პირველი თეოსოფისტური წრე, Frăția („საძმო“). ის მდებარებოდა ბუკურას საცხოვრებელ ქალაქში, დორობანტში, ის იყო ძირითადად სექცია თეოსოფისტური საზოგადოებისა ფრანგული თვითმართვადი შტოსი, მაგრამ მალე მან გაინთავისუფლა თავი, როგორც ავტონომიურმა საზოგადოებრივმა შტომ და ჩამოაყალიბა საკუთარი რეგიონალური ქსელი[44].

მისი წრე რუმინელებს აცნობდა ჯიდუ კრიშნამურტის ნაწერებს 1924 წლის La picioarele învățătorului-ის ("მასწავლებლის ფეხებით") კოლექციასთან ერთად, რომელიც თავად თარგმნა[37]. სხვა ცნობილი რუმინელი თეოსოფისტების მსგავსად შეკულიკი შედიოდა რუმინულ მასონურ სექციაში, რომელიც ემორჩილებოდა ლოჯების ეროვნულ კავშირს[2][45]. მან ჩაატარა სპირიტუალისუტირ სესიები მარმოროსჩის ბლენქ ჰოლში, ლუკას ძმასთან, მეტეიუ კარაგიალესთან და ფემინისტ ეუგია დე რეუზ ლანკულესკუსთან ერთად, სადაც ისინი იყვნენ მოწმეები (ნაკლებად ჩართულები პროცესში)[45].

შეკულიკი, რომელიც ავტორ კონსტანტინა ტავეკა ბულეუს მიერ დასახელდა „ყველაზე ჩართულ“ რუმინელ თეოსოფისტად, საბოლოოდ თავჯდომარეობდა რუმინეთის თვითმართვად თეოსოფისტურ საზოგადოებას[2]. მისმა კონტრიბუციამ, როგორც კულტურის დარგში ჟურნალისტმა იხილა მზის სინათლე რამდენიმე ახალ გაზეთში, მაგალითად, თეოსოფისტური საზოგადოების Știri și Însemnări-ის ფურცლებზე, კონსტანტინ ანგელესკუს Democrația-სა და ქრისტიანი ქალების ასოციაციის Foaia Noastră-ზე[46]. ის ასევე ჩარტული იყო მსმენელად და მიმომხილველად ფემინისტი რუმინელი ქალი მწერლების საზოგადოებაში, სოფია ნაძეჟდესა და ლაურა ვამპასთან ერთად[47].

როგორც შედეგი მისი თეოსოფიური საუბრისა, შეკულიკი გაოცდა ინდური ფილოსოფიის კონცეპტებით და ოცნებობდა რომ ემოგზაურა ბრიტანეთის ინდოეთიში[48]. მას ეს შანსი გაუჩნდა 1925 წელს, როდესაც ის მიიწვიეს თეოსოფისტური საზოგადოების კონფერენციაზე ადიარში, ფროზი ნენისეკუ, რომელმაც ის მიაცილა ბუქარესიტს ჩრდილოეთ სარკინიგზო სადგურამდე, იხსენებს, რომ დუმბრავა იყო ემოციებსი „ოცნების ქვეყანაში“ მოგზაურობის გამო[25].

დუმბრავამ იმოგზაურა, ჩავიდა მუმბაის პორტში, შემდეგ ინდური რკინიგზით ჩავიდა ჩენაიმდე (მადრასი)[49]. ადიარში ის შეხვდა კრიშნამურტის[48]. შემდეგ მან იმოგზაურო საპრეზიდენტო ბენგალში და მაისურის სამეფოში[49].

მალარიით დაავადების შემდეგ[2] შეკულიკი ძალიან ავად გახდა გზაში, როდესაც სახლში ბრუნდებოდა. გემმა, რომელზეც ის იმყოფებოდა, ბუკურა დატოვა პორტ საიდში, ეგვიპტეში, სადაც ის მალევე გადაყვანილ იქნა სავაადმყოფოში[48]. მისი ჯანმრთელობა უარესდებოდა და ის გარდაიცვალა 26 იანვარს. ლეგენდის თანახმად, მას იმედი ჰქონდა რომ ნახავდა კარპატებს,რადგან სჯეროდა, რომ მათ სილამაზეს შეეძლო მისი განკურნება[2]. უცნობი მიზეზების გამო მოხდა მისი სხეულის კრემაცია და მისი ფერფლი წაიღეს რუმინეთში ეგვიპტური ვაზით[48].

მემკვიდრეობა

რედაქტირება
 
ბუკურა დუმბრავას მწვერვალი, გადაღებული მარჯვენა ხედიდან

მისი გარდაცვალებიდნა მალევე, ფენი შეკულიკს პატივი მიაგეს მემორიალური წილით Convorbiri Literare-ში, რომელსაც ხელი მოაწერა ალექსანდრუ ტზიგარა-სამურკასმა, ხელოვნების ისტორიკოსმა და სამეფო მოხელემ[3]. ასევე, Țara Noastră-ს ჟურნალმა შეფასა: „მისი დაფერფლილი ხელი [...]  იპოვის კარგ თავშესაფარს ჩვენი ქვეყნის მიწაზე - მისასალმებელი და მოსიყვარულე დედა ყველასი, ვისაც მისი ესმოდა“[50]. ბუკურა ბუმრავას მწვერვალს, რომელიც მდებარეობს ბუცედჟში და ზოგიერთი მას ამსგავსევს წმინდა კოგაიონონს, სახელი მიენიჭა მწერლის სავატივსაცემოდ[43].

მისი უკანასკნელი გამოცემა, მისი წერილების კრებული გამოვიდა 1927 წელს, როგორც Pe drumurile Indiei. Cele din urmă pagini („ინდოეთის გზებზე“)[2]. 1928 წელს კი Der Haiduck-მა რუმინული ფილმის შთაგონება მოახდინა, რომლის რეჟისორიც იყო ჰორია იგიროსანუ[2]. შეკულიკის უძრავი ქონების ნაწილი გადაეცა ელენა რამნიცეანუს და რუმინეთის სოციალური კვლევების ინსტიტუტს. ჩამოყალიბდა ბუკურა დუმბრავას ყოველწლიური ჯილდო ეთიკაში და მისი პირველი მიმღბი გახდა ემანოილ ბუკუტა[51]. „ბუკურა დუმბრავას“ მეგობრების წრე კვლავ იკრიბებოდა პერიოდულად მისი გარდაცვალების ცერემონიალიზაციისთვის და 1934 წელს გამოაქვეყნეს საპატიოვსაცემო გამოცემა Când trec anii („როცა წლები გადის“)[52].

მისი წიგნები რამდენიმეჯერ გამოიცა ხელახლა მეორე მსოფლიო ომამდე, ომის დროსა და მას შემდეგაც[53] და ქალ ხელოვან ოლგა გრეცეანუს შთააგონა ილუსტრაციები[54]. 1942 წელს Der Haiduck-ი გამოიყენეს ც.ნ.მიჰაილესკუმ და იონ საჰიგჰიანმა, როგროც ბაზისი ახალი ფილმისა Iancu Jianul[2][21].

მიუხედავად იმისა, რომ ბუკურა იყო შედარებით ცნობილი თავის სიცოცხლეში, ის მოგვიანებით ძირითადად იგნორირებულია ლიტერატურული სკოლებიდან. როგორც ლუიზა მარინესკუ შენიშნავს, „ის არ შედიოდა არც რუმინულ ლიტერატურულ ისტორიაებში და არც გერმანულში“ (სადაც გამონაკლის წარმოადგენს Enciclopedia Cugetarea, 1940 წელი) და უგულებელყოფილია დედოფალ ელისაბეტის „კამარილიაში“ ყოფნის გამო[55]. 1935 წელს ესეისტი პეტრუ ცომარნესკუ მიიჩევდა, რომ ბუკურა დუმბრავას შემოქმედებას ჰქონდა ლოკალური თვისებები და იყო ნაკლებად მნიშვნელოვანი ვიდრე მისი თანამედროვე თანამეკალმეები - ჰორტენსია პაპადატ-ბენგესკუ, ჰენრიეტე იავონე სტაჰლი[56].

ავტორები უფრო ხშირად ინტერესდებოდნენ მისი სათავგადასავლო ცხოვრებითა და თეოსოფისტური იდეებით. მისი გარდაცვაების შემდეგ მალევე დასრულებული მატიუ კარაგიალეს რომანი Craii de Curtea-Veche ქმნის მის სარკასტულ შესაბამისობას მასთან, როგორც „თეოსოფისტ პაპურა ჯილავასთან“, მოკლედ შემჩნუელად ანტაგონისტთან ცეკვისას[1][2][45]. როგორც მისტიკა მისი, ვინც მისტიკურად დაიღუპა, შეკულიკი არის აღსანიშნავად მოხსენიებული მირკეა ელიადეს 1940 წლის ნოველაში - Secretul doctorului Honigberger[2][57].

კომუნისტური რეჟიმის დაარსების შემდეგ დუმბრავას ნამუშევრები მისი მონარქისტული კონტექსტიდან გამომდინარე იქნა უგულებელყოფილი ლიტერატურული კრებულებიდან. თუმცა, რუმინულ დიასპორაში კიდევ მეტი გამოცემა გამოქვეყნდა მისი ნამუშევრებისა (1954 და 1956 წლებში)[58]. სახლში კი ასეთი აღიარება 1969 წელს ხვდა წილად, როდესაც ისტორიკოსმა დუმიტრუ ალმასმა და ედიტურა ტინერეტულუიმ გამოაქვეყნეს ბრატიანუს 1912 წლის თარგმანი; ლიტერატურულმა კრიტიკოსმა მირცეა ჰანდოკამ ასევე ამოსწია ზედაპირზე 1970 წლის Cartea munților-ის ახალი გამოცემა[58]. ასევე, საბალეტო ადაპტაცია Haiducul-ისა გაკეთდა რუმინეთის ეროვნული ოპერის მიერ[18], რომელსაც 1982 წელს მოჰყვა კიდევ ერთი Iancu Jianu-ს ფილმი, რომელიც რეჟისორიც იყო დინუ ცოცეა და ვარსკვლავური მსახიობი ადრიან პინტეა[2].

ბიოგრაფიული მასალა დუმბრავას შესახებ იყო ძალიან დეფიციტური სპეციალობით ნაშრომებში 1989 წლის რუმინეთის რევოლუციამდე, როდესაც ის მოიხსენიებოდა მწერალთა სტანდარტულ კრებულებში[17]. 2011 წელს კარიკატურისტმა ვალი ივანმა მის Der Haiduck-ზე დაყრდნობით შექმნა გრაფიკული რომანი Iancu Jianu-ის პერიოდის შესახებ[59].

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Șerban CioculescuCaragialiana, Editura Eminescu, Bucharest, 1974, p.351. OCLC 6890267
  2. 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 2.11 2.12 2.13 2.14 (რუმინულად) Constantina Raveca Buleu, "Bucura Dumbravă și teozofia" დაარქივებული 2013-04-16 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links, in Contemporanul, Nr. 7/2012
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 Marinescu, p.29
  4. 4.0 4.1 (German) Ursula Wittstock, "Zur Deutung der Rumänischen Verse in Clemens Brentanos Novelle 'Die Mehrern Wehmüller und Ungarischen Nationalgesichter' " დაარქივებული 2011-07-09 საიტზე Wayback Machine. , in the Babeș-Bolyai UniversityStudia. Philologia 1, Vol. LII, 2007, p.47
  5. Tăslăuanu, p.326-327
  6. Marinescu, p.29, 30
  7. Boabe de Grâu, October 1934, p.633, 634
  8. Boabe de Grâu, October 1934, p.634. See also Marinescu, p.30
  9. Marinescu, p.29-30
  10. 10.0 10.1 Marinescu, p.30, 35
  11. 11.0 11.1 11.2 Tamara Teodorescu, Rodica Fochi, Florența Sădeanu, Liana Miclescu, Lucreția Angheluță, Bibliografia românească modernă (1831-1918). Vol. II: D-K, Editura științifică și enciclopedică, Bucharest, 1986, p.194. OCLC 462172635
  12. Marinescu, p.28; Montandon, p.350
  13. Marinescu, p.28, 33
  14. Montandon, p.351-352
  15. 15.0 15.1 (რუმინული) Ilarie Chendi"Dări de seamă", in Luceafărul, Nr. 9/1911, p.214-215 (digitized by the Babeș-Bolyai University Transsylvanica Online Library)
  16. Marinescu, p.31; Montandon, p.351-352
  17. 17.0 17.1 17.2 Marinescu, p.31
  18. 18.0 18.1 S. Iancovici, "Iancu Jianu și Nikola Abraš", in Studii. Revistă de Istorie, Nr. 4/1967, p.683
  19. Marinescu, p.34, 35
  20. Tăslăuanu, p.326
  21. 21.0 21.1 21.2 Marinescu, p.30
  22. Marinescu, p.30-31
  23. Boabe de Grâu, October 1934, p.632-633, 634-635
  24. Boabe de Grâu, October 1934, p.634-635; Marinescu, p.32-33
  25. 25.0 25.1 Boabe de Grâu, October 1934, p.635
  26. Marinescu, p.27, 31
  27. Tout-Bucarest. Almanach du high life de l'Indépendance Roumaine, Independența, Bucharest, 1914, p.151-152
  28. (რუმინული) Lucian Nastasă, Intimitatea amfiteatrelor. Ipostaze din viața privată a universitarilor "literari" (1864-1948) დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine. , Editura Limes, Cluj-Napoca, 2010, p.234. ISBN 978-973-726-469-5e-book version at the Romanian Academy George Bariț Institute of History
  29. Boabe de Grâu, October 1934, p.633
  30. 30.0 30.1 Georgescu, p.295-296
  31. Dragomirescu, p.43-44
  32. Georgescu, p.295
  33. 33.0 33.1 Marinescu, p.27
  34. Georgescu, p.296-299
  35. Ileana-Stanca Desa, Dulciu Morărescu, Ioana Patriche, Adriana Raliade, Iliana Sulică, Publicațiile periodice românești (ziare, gazete, reviste). Vol. III: Catalog alfabetic 1919-1924Editura Academiei, Bucharest, 1987, p.171, 192, 211, 213, 469
  36. (რუმინულად) Horia Petra-Petrescu, "Cât de departe am ajuns cu toții...", in Transilvania, Nr. 3-4/1924, p.82 (digitized by the Babeș-Bolyai UniversityTranssylvanica Online Library)
  37. 37.0 37.1 37.2 37.3 Marinescu, p.33
  38. "Cronica", in Boabe de Grâu, March 1931, p.175
  39. "Revista Revistelor. România. Revista Oficiului Național de Turism", in Revista Fundațiilor Regale, Nr. 8/1937, p.479-480
  40. Emanoil Bucuța, "Figuri literare. Praznicul unui clasic", in Revista Fundațiilor Regale, Nr. 11/1938, p.444-445
  41. (რუმინულად) Mircea Handoca, "Ecouri livrești în corespondența lui Eliade" დაარქივებული 2012-02-11 საიტზე Wayback Machine. , in Apostrof, Nr. 1/2012
  42. Boabe de Grâu, October 1934, p.635; Marinescu, p.33
  43. 43.0 43.1 Marinescu, p.28
  44. (რუმინულად) "Mișcarea ocultă", in Sfinxul. Revistă pentru Științele Oculte, Nr. 1/1924, p.16 (digitized by the Babeș-Bolyai University Transsylvanica Online Library)
  45. 45.0 45.1 45.2 (რუმინულად) Radu Cernătescu, "Sadoveanu și Eminescu" დაარქივებული 2014-07-25 საიტზე Wayback Machine. , in România Literară, Nr. 44/2000
  46. Ileana-Stanca Desa, Dulciu Morărescu, Ioana Patriche, Cornelia Luminița Radu, Adriana Raliade, Iliana Sulică, Publicațiile periodice românești (ziare, gazete, reviste). Vol. IV: Catalog alfabetic 1925-1930Editura Academiei, Bucharest, 2003, p.312, 397, 937. ISBN 973-27-0980-4
  47. (რუმინულად) "Însemnări", in Țara Noastră, Nr. 13/1925, p.416 (digitized by the Babeș-Bolyai University Transsylvanica Online Library)
  48. 48.0 48.1 48.2 48.3 Marinescu, p.34
  49. 49.0 49.1 (რუმინულად) Liviu Bordaș, "Românii în istoria drumului spre Indii (II)" დაარქივებული 2012-01-26 საიტზე Wayback Machine. , in Convorbiri Literare, February 2005
  50. (რუმინულად) "Însemnări", in Țara Noastră, Nr. 6/1926, p.198 (digitized by the Babeș-Bolyai UniversityTranssylvanica Online Library)
  51. Emanoil Bucuța, "Institutul Social Român", in Boabe de Grâu, August–September 1931, p.382-383
  52. Boabe de Grâu, October 1934, p.632
  53. Marinescu, p.30, 35-36
  54. "Boerul Amza-Jianu", in Universul Literar, Nr. 5/1944, p.1
  55. Marinescu, p.27, 28, 31
  56. Petru Comarnescu, "Evoluția scrisului feminin în România", in Revista Fundațiilor Regale, Nr. 12/1935, p.65
  57. Mircea EliadeThe Secret of Dr. Honigberger, in the Romanian Cultural Institute Plural MagazineArchived March 21, 2012, at the Wayback Machine., Nr. 4/1999; Antoine Faivre, "Modern Western Esoteric Currents in the Work of Mircea Eliade. The Extent and Limits of Their Presence", in Christian K. WedemeyerWendy Doniger (eds.), Hermeneutics, Politics, and the History of Religions: The Contested Legacies of Joachim Wach and Mircea EliadeOxford University Press, Oxford etc., 2010, p.149. ISBN 978-0-19-539433-7
  58. 58.0 58.1 Marinescu, p.36
  59. (რუმინულად) Ion Manolescu, "Nichita Stănescu în benzi desenate" დაარქივებული 2015-09-24 საიტზე Wayback Machine. , in România Literară, Nr. 44/2011