ჰაიდუკები
ჰაიდუკები (უნგრ. hajdúk — ქვეითი ჯარისკაცები) — XV-XIX საუკუნეებში ოსმალ დამპყრობელთა წინააღმდეგ მებრძოლი სამხრეთ სლავი ხალხების შეიარაღებული მებრძოლენი. თავისი კლასობრივი არსით ჰაიდუკების მოძრაობა ანტიფეოდალური ხასიათისა იყო. ჰაიდუკების რაზმები მონაწილეობდნენ სერბეთის პირველ აჯანყებაში 1804-1816 წლებში, რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომის დროს ჰაიდუკები რუს ჯარებთან ერთად იბრძოდნენ ბულგარეთის განთავისუფლებისათვის. ჰაიდუკების გმირობა ბალკანეთის ქვეყნების მწერლებისა და ხალხური შემოქმედების შთაგონების წყარო იყო.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 590.