სერბეთის პირველი აჯანყება
სერბეთის პირველი აჯანყება — სერბი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი და ანტიფეოდალური აჯანყება ოსმალეთის ბატონობის წინააღმდეგ.
მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო გლეხობა, ხელმძღვანელი — სოფლის ახლადშექმნილი ბურჟუაზია. აჯანყების მიზეზი იყო იანიჩარების თარეში და მათ მიერ გლეხობის შევიწროება. ბელგრადის საფაშოში იფეთქა შეიარაღებულმა აჯანყებამ გეორგე კარაგეორგიევიჩის მეთაურობით. აჯანყების მსვლელობაში ოსმალ ფეოდალთა მიწები გადაეცა სერბ გლეხებს, აჯანყებამ საფუძველი ჩაუყარა სერბეთის სამეფოს ჩამოყალიბებას. აჯანყებულებს ეხმარებოდა რუსეთი, რომლის მოთხოვნით 1812 წლის ბუქარესტის საზავო ხელშეკრულებას დაემატა მუხლი სერბეთისათვის თვითმმართველობის მინიჭების შესახებ. მიუხედავად ამისა, 1813 წელს ოსმალეთი თავს დაესხა სერბეთს და იქ სულთნის ძალაუფლება აღადგინა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 295.