სერბეთის მეორე აჯანყება

სერბეთის მეორე აჯანყება — სახალხო აჯანყება სერბეთში ოსმალთა ბატონობის წინააღმდეგ. ფაქტობრივად სერბეთის პირველი აჯანყების გაგრძელება იყო.

სერბეთი 1817 წელს, მეორე აჯანყების შემდეგ

დაიწყო 11 აპრილს ბელგრადის საფაშოში. 7 მაისს აჯანყებულებმა პირველი გამარჯვება მოიპვეს ოსმალებზე ლიუბიჩის მთასთან, ქალაქ ჩაჩაკთან; 17 მაისს გაათავისუფლეს ქალაქი პალეჟი (ახლანდ. ობრენოვაცი) და დაუკავშირდნენ ავსტრიელ სერბებს, რომლებიც მათ იარაღითა და საჭურვლით ეხმარებოდნენ. 3 ივლისს აჯანყებულებმა აიღეს პოჟარევაცი. ოსმალებმა მათ წინააღმდეგ ორი არმია გამოიყვანეს — ერთი ბოსნიიდან, მეორე რუმელიიდან. აჯანყებულების ბელადი მილოშ ობრენოვიჩი იძულებული გახდა მოლაპარაკება დაეწყო ოსმალეთის არმიის მთავარსარდალთან. 1815 წლის 10 ოქტომბერს რუსული დიპლომატიის მხარდაჭერით მილოშ ობრენოვიჩმა და რუმელიის ვალიმ მარშალი ალი-ფაშამ ზეპირი შეთანხმება დადეს. ამ შეთანხმებით განისაზღვრა გადასახადების ოდენობა, დაარსდა სერბეთის ეროვნული კანცელარია — უმაღლესი ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანო სერბებისათვის. მილოშ ობრენოვიჩი სერბიის უმაღლესი კნეზი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ სერბეთის მეორე აჯანყებამ მხოლოდ ნაწილობრივ წარმატებას მიაღწია, მან სათავე დაუდო საშინაო ავტონომიისათვის ბრძოლას, რომელიც XIX საუკუნის 30-იანი წლებში სერბეთის სამთავროს დაარსებით დამთავრდა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება