სინაია (რუმ. Sinaia) — საკურორტო მნიშვნელობის ქალაქი ცენტრალურ რუმინეთში, პრაჰოვის ჟუდეცში. მდებარეობს სამხრეთ კარპატებში, მდინარე პრაჰოვის ხეობაში, ზღვის დონიდან 767 მ სიმაღლეზე. 2011 წლის მდგომარეობით ქალაქში ცხოვრობდა 10,410 ადამიანი. სამთო-კლიმატური კურორტია. ტურისტული და სპორტული ცენტრი. ზამთარი რბილია, ხოლო ზაფხული ზომიერად თბილი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 4°С, ივლისის საშუალო ტემპერატურა 17°С. ნალექები 900 მმ წელიწადში. არის სასტუმროები, სანატორიუმი, დასასვენებელი სახლი, კემპინგი და სხვა. სამკურნალო საშუალებები: მზისა და ჰაერის აბაზანები, ტერენკური. ქალაქში არის მეტალურგიული ქარხანა. ქალაქის სიახლოვეს მდებარეობს პელეშის ციხე-დარბაზი. აღსანიშნავია მართლმადიდებლური სინაიის მონასტერი. მდინარე პრაჰოვის ხეობაში არის აგრეთვე სამთო-კლიმატური კურორტები პრედიალი, ბუშტენი, პოიანა-ცაპულუი, ბრიაზა.

ქალაქი
სინაია
Sinaia

სინაია
გერბი

ქვეყანა რუმინეთის დროშა რუმინეთი
ჟუდეცი პრაჰოვა
კოორდინატები 45°21′00″ ჩ. გ. 25°33′05″ ა. გ. / 45.35000° ჩ. გ. 25.55139° ა. გ. / 45.35000; 25.55139
მმართველი Vlad Gheorghe Oprea[1] [2] [3]
ფართობი 89.27 კმ²
ცენტრის სიმაღლე 767
მოსახლეობა 10,410 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC+2 და UTC+3
საფოსტო ინდექსი 106100
ოფიციალური საიტი primariasinaia.ro
სინაია — რუმინეთი
სინაია

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება