მასონთა ლოჟა
მასონთა ლოჟა (ინგლ. lodge — სადგომი; ქოხი) — მასონური ორგანიზაციის განყოფილება ან მასონთა საიდუმლო შეკრებების ადგილი.
აღწერილობა
რედაქტირებალოჟა ეწოდება მასონთა ჯგუფურ გაერთიანებასაც. ყოველი მასონი გარკვეულ ლოჟაზეა მიწერილი და სხვა ლოჟის საქმიანობის ხილვა მხოლოდ ამ უკანასკნელის ნებართვით შეუძლია. ლოჟებში არიან ოფიცრები, ანუ თანამდებობის პირები, რომლებიც ლოჟებს მართავენ. ამგვარ ლოჟებში ტარდება მსურველთა მასონად მოქცევის რიტუალი, უკვე არსებული მასონების საფეხურებრივი დაწინაურება, ოფიცრების დანიშვნა, საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებული სხდომები, რეგულარული ზეიმები, მოხსენებები და ა. შ.
ლიტერატურა
რედაქტირება- უცხო სიტყვათა ლექსიკონი, გვ. 458, 2007 წ.