სლოვაკები უნგრეთში

სლოვაკები უნგრეთში (სლოვაკ. Maďarskí Slováci) — მესამე უდიდესი ეთნიკური უმცირესობა უნგრეთში, რომაელთა და გერმანელების შემდეგ. 2001 წლის აღწერის მიხედვით, მათი საერთო რაოდენობა 17.692 ადამიანს აღწევდა, ისინი თავს უნგრელ სლოვაკებს უწოდებენ. საერთო რაოდენობა იმ ხალხის, რომელსაც შეუძლია საუბარი სლოვაკურად 56.107 ადამიანს აღწევს.[1] უმცირესობათა ორგანიზაციების შეფასების თანახმად, დაახლოებით 100,000-110,000 სლოვაკური წარმოშობის ადამიანი ცხოვრობს უნგრეთში. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ უნგრეთის მოსახლეობის საერთო ჯამის 0.18%-დან 1.1%-მდე შეადგენენ სლოვაკები.[2][3]

სლოვაკი ოჯახი უნგრეთში (1907 წელი)

სლოვაკი ეროვნების ხალხის დღევანდელი უნგრეთის ტერიტორიაზე ჩასახლება თარიღდება შუა საუკუნეებით.[4] მე-9, მე-10 საუკუნეში, სლოვაკებით დასახლებული ტერიტორიები გახდა ნაწილი დიდი მორავიის. ამის შემდეგ მე-9 საუკუნეში ეს ტერიტორია იყო შეყვანილი უნგრეთის სამთავროს შემადგენლობაში, საიდანაც უნგრეთის სამეფო გაჩნდა მე-10 საუკუნეში. მე-16 საუკუნეში, მოჰაჩის ბრძოლის შემდეგ, უუნგრეთის სამეფო გაიყო სამ ნაწილად და სლოვაკებით დასახლებული რეგიონის ძირითადი ნაწილი გახდა ჰაბსბურგის სამეფოს კონტროლირებად ტერიტორიად. მას შემდეგ, რაც ოსმალეთმა საბოლოოდ დამარცხდა მე-17 საუკუნის ბოლოს, ყველა ტერიტორია სლოვაკებით დასახლებული, შეტანილ იქნა ჰაბსბურგის სამეფოს შემადგენლობაში. ავსტრია-უნგრეთის მონაცემებით 1900 წელს აქ იყო 192.200 სლოვაკი დღევანდელი უნგრეთის ტერიტორიაზე (საერთო მოსახლეობის 2.8%).[5] უნგრეთის აღწერის მონაცემებით 141.882 ადამიანი საუბრობდა სლოვაკურად 1920 წელს.[6] ჩეხოსლოვაკურ-უნგრული მოსახლეობის გაცვლის შემდეგ, რომელიც ჩატარდა 1920 წელს და იგივე განმეორდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა 73,000 სლოვაკი გადასახლებულ იქნა უნგრეთიდან სლოვაკეთში.[7]

  1. MINISTRY OF FOREIGN AFFAIRS BUDAPEST. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-28. ციტირების თარიღი: 2016-03-22.
  2. MINISTRY OF FOREIGN AFFAIRS BUDAPEST. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-28. ციტირების თარიღი: 2016-03-22.
  3. European Commission. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-12. ციტირების თარიღი: 2016-03-22.
  4. Ottov historický atlas - Slovensko, Zdroj poučenia, poznania a pochopenia našich dejín, Pavol Kršák, Vydavateľstvo: Ottovo nakladatelství, 2009, page 75. [1], [2]
  5. Eberhardt, Piotr: Ethnic groups and population changes in twentieth-century. p. 274. http://books.google.hu/books?id=jLfX1q3kJzgC&pg=PA335&dq=slovaks+in+hungary+number&hl=sk&ei=cruMTurZJdTE4gTZuOisCQ&sa=X&oi=book_result&ct=result&redir_esc=y#v=onepage&q=ethnic%20structure%20of%20the%20territoy%20of%20the%20contemporary%20Hungary%20in%201900&f=false
  6. Seton-Watson, Hugh: Eastern Europe Between the Wars, 1918-1941. 1946, p. 481. https://books.google.hu/books?id=y3A3AAAAIAAJ&pg=PA431&dq=1920+census+hungary+slovak&hl=hu&sa=X&ei=gaqaVNnWOsXIyAPb8oKoDQ&ved=0CG0Q6AEwCQ#v=onepage&q=1920%20census%20hungary%20slovak&f=false
  7. European Commission. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-12. ციტირების თარიღი: 2016-03-22.