მთავარი გვერდი

რჩეული სტატია

ფერენც (ფრანც) ლისტირომანტიზმის ეპოქის უნგრელი კომპოზიტორი, ვირტუოზი პიანისტი და პედაგოგი. ექვს ათწლეულზე მეტ დროში შექმნილი ნამუშევრებით, იგი მიიჩნევა თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ნაყოფიერ კომპოზიტორად და დღემდე პოპულარულია თანამედროვე საფორტეპიანო რეპერტუარში. ლისტმა, როგორც პიანისტმა, თავისი ვირტუოზული შესაძლებლობებით ევროპაში სახელი ადრეულ მეცხრამეტე საუკუნეში გაითქვა. იგი იმ დროისთვის უკვე მიიჩნეოდა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პიანისტად. 1830-იან და 1840-იან წლებში ლისტი ევროპაში კონცერტების ჩასატარებლად მოგზაურობდა და ხშირად ქველმოქმედებისთვის უკრავდა. ცხოვრების ამ პერიოდში, ლისტმა თავისი გამორჩეული შესრულებითა და ფიზიკური მიმზიდველობით რეპუტაცია შეიქმნა. მისმა თაყვანისმცემლებმა გამოავლინეს ისტერიული ქმედებებისა და რეაქციის ფენომენი, ლისტომანია, რაც მისი წინამორბედი ვირტუოზების შემთხვევაში არასდროს მომხდარა. როდესაც ადრეული შემსრულებლები მხოლოდ ზედა კლასს ემსახურებოდნენ, ლისტმა მოიზიდა უმეტესწილად უბრალო ადამიანებისგან შემდგარი აუდიტორია. ლისტი მეგობრობდა და მფარველობდა თავისი დროის მრავალ კომპოზიტორს. ლისტი ახალი გერმანული სკოლის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი იყო. მისმა ვრცელმა და მრავალფეროვანმა ნამუშევრებმა გავლენა იქონია მის თანამედროვეებზე და განჭვრიტა XX საუკუნის იდეები და მიმართულებები. ლისტის მუსიკალურ წვლილს შორისაა: სიმფონიური პოემა, თემატური ტრანსფორმაციის შემუშავება, როგორც მუსიკალური ფორმის ექსპერიმენტების ნაწილი, და რადიკალური ინოვაციები ჰარმონიაში. ლისტი ასევე მიიჩნევა მუსიკალური იმპრესიონიზმის მამად.

დღის სტატია

არმაზის ბილინგვა
არმაზის ბილინგვა

არმაზის ბილინგვამცხეთის არქეოლოგიური გათხრების დროს მოპოვებული ორენოვანი ეპიტაფია, რომლის ერთი ტექსტი ბერძნულად არის ნაწერი, მეორე არამეულად (არამეული წარმოშობის არმაზული ასოებით). წარწერა ნაპოვნია არმაზისხევში 1940 წლის 25 ნოემბერს, ტექსტი გაშიფრა გიორგი წერეთელმა 1941 წელს. წარწერა თარიღდება 150 წლით. არამეულ წარწერაში მოხსენიებულია ფარნავაზ I და ფარსმან II ქველი.

არმაზის ბილინგვის აღმოჩენამ და ამოშიფვრამ ნათელი მოჰფინა პირველი საუკუნეების საქართველოს პოლიტიკის და კულტურის ისტორიის ბევრ საკითხს. წარწერაში მოხსენიებული არიან II საუკუნის იბერიის (ქართლის) სახელმწიფოს მეთაურნი და თანამდებობის პირები.

არმაზის ბილინგვის მეშვეობით დადასტურდა, რომ პირველ საუკუნეებში ქართლის სახელმწიფოს სათავეში ედგა მეფე, რომელიც იბერიის მეფის ტიტულს ატარებდა. ქართლის სამეფო კარზე იყო ინსტიტუტები პიტიახშებისა (დიდი და მცირე პიტიახშებისა), ეზოსმოძღვრისა (ეპიტროპისა) და სხვა ოფიციალური დოკუმენტებისათვის, ბერძნულთან ერთად ან უიმისოდ, იხმარებოდა არმაზული დამწერლობა, რომელიც ქართულს ენათესავება.

25 ნოემბერი — ამ დღეს...

არმაზის ბილინგვა
არმაზის ბილინგვა
  • 1667 : მიწისძვრამ შემახაში, აზერბაიჯანი, 80 000 ადამიანი იმსხვერპლა.
  • 1783 : ამერიკის რევოლუციური ომი - პარიზის ზავის ხელმოწერიდან სამ თვეში ბრიტანეთის ბოლო ჯარებმა ქალაქი ნიუ-იორკი დატოვეს.
  • 1795 : პოლონეთის დაყოფა — დამოუკიდებელი პოლონეთის ბოლო მეფე სტანისლავ ავგუსტ პონიატოვსკი იძულებით გადააყენეს და რუსეთში გადაასახლეს.
  • 1918 : ვოევოდინა ავსტრია-უნგრეთს გამოეყო და თავი სერბეთის სამეფოს ნაწილად გამოაცხადა.
  • 1940 : არმაზის ბილინგვა (სურათზე) იპოვეს მცხეთასთან არქეოლოგიურ გათხრებში.
  • 1950 : ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა კორეის ომში ჩაერთო და ათასობით ჯარისკაცი გაგზავნა მდინარე იალუს გაღმა გაეროს ჯარების წინააღმდეგ.
  • 1992 : ჩეხოსლოვაკიის მთავრობამ ქვეყნის ჩეხეთად და სლოვაკეთად გაყოფა გადაწყვიტა.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი
    ენა