იპოლიტე ხვიჩია
იპოლიტე ხვიჩია (დ. 31 დეკემბერი, 1910, სოფ. კონტუათი, ახლანდელი ხონის მუნიციპალიტეტი ― გ. 1 თებერვალი, 1985, თბილისი) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1960).[1]
იპოლიტე ხვიჩია | |
---|---|
დაბადების სახელი | იპოლიტე ყვინჩია |
დაბადების თარიღი |
31 დეკემბერი, 1910 კონტუათი, საქართველოს სსრ |
გარდაცვალების თარიღი |
1 თებერვალი, 1985 (74 წლის) თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
დაკრძალულია | საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველოს სსრ |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1956–1983 |
მეუღლე(ები) | ლუბა ქარქაშაძე |
ბიოგრაფია
რედაქტირება1934 წელს დაამთავრა თბილისის სამრეწველო-ეკონომიური ტექნიკუმი. 1932–1936 წლებში იყო წულუკიძისა და გეგეჭკორის რაიონული თეატრების მსახიობი. ასრულებდა ძირითადად კომედიურ როლებს: ქუჩარა და ხარიტონი (პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“, „კოლმეურნის ქორწინება“), ტრუფალდინო და მარკიზი ფორლიპოპოლი (კარლო გოლდონის „ორი ბატონის მსახური“, „სასტუმროს დიასახლისი“), ნაცარქექია (გიორგი ნახუცრიშვილისა და ბორის გამრეკელის „ნაცარქექია“), კოხტაია (ავქსენტი ცაგარელის „რაც გინახავს ვეღარ ნახავ!“) და სხვა.
1937 წლიდან გადავიდა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში, სადაც რეჟისორ დოდო ანთაძის რჩევით შეიცვალა გვარი და შემდგომ უკვე ცნობილია ახალი გვარით ხვიჩია. 1961–1966 წლებში შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე შეასრულა შაქროსა (ოთარ მამფორიას „მეტეხის ჩრდილში“) და სპირიდონის (ნატალია აზიანის „უკანასკნელი მასკარადი“) როლები.
1956 წლიდან იღებენ კინოში. როლები: ალმასხანი („საბუდარელი ჭაბუკი“, 1957), იპოლიტე ნემსაძე („მანანა“, 1958), კუჭკუჭი („ბურთი და მოედანი“), ქორიძე („თხუნელა“, 1962), მელიტონი („თოჯინები იცინიან“, 1963), სანდრო („არ იდარდო!“), ბონდო დოლაბერიძე („ფეოლა“, 1970), იპოლიტე („მხიარული რომანი“, 1972), ვარლამი („პირველი მერცხალი“, 1975), კაჟა ბულავა („დათა თუთაშხია“) და სხვა.
გამოდიოდა ესტრადაზე. ხვიჩიას შემოქმედება მაყურებელს ხიბლავდა თავისი უბრალოებითა და ბუნებრიობით.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1956: „ჩვენი ეზო“ (კომენდანტი) რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
- 1957: „საბუდარელი ჭაბუკი“ (ალმასხანი) რეჟ. შოთა მანაგაძე
- 1958: „მანანა“ (იპოლიტე ნემსაძე (სახლმმართველი)) რეჟისორები ზაქარია გუდავაძე, შალვა მარტაშვილი
- 1959: „წარსული ზაფხული“ (დამსვენებელი) რეჟისორები ნელი ნენოვა, გენო წულაია
- 1959: „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“ რეჟ. სიკო დოლიძე
- 1960: „პაპა გიგია“ რეჟ. ზაქარია გუდავაძე
- 1961: „ბურთი და მოედანი“ (კუჭკუჭი) რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
- 1961: „განძი“ (ნიკიფორე) რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
- 1962: „თოჯინები იცინიან“ (მელიტონი) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1962: „თხუნელა“ (სანდრო ქორიძე ) რეჟ. შალვა მარტიშვილი
- 1964: „გზაში“ (მონადირე) რეჟ. ნანა მჭედლიძე
- 1965: „პიერი მილიციის თანამშრომელი“ (მილიციელი) რეჟ. დავით რონდელი
- 1965: „ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი“ (ყარამანი ბუსკივაძე) რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
- 1965: „მე ვხედავ მზეს“ (ბეგლარა ) რეჟ. ლანა ღოღობერიძე
- 1966: „შეხვედრა მთაში“ (მერაბი) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1966: „შეხვედრა წარსულთან“ (იპოლიტე) რეჟ. სიკო დოლიძე
- 1967: „ჩემი მეგობარი ნოდარი“ (კონფერანსიე) რეჟ. დავით რონდელი
- 1967: „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“ (არჩილი ) რეჟ. ნანა მჭედლიძე
- 1967: „მალე გაზაფხული მოვა“ რეჟ. ოთარ აბესაძე
- 1967: „ქალაქი ადრე იღვიძებს“ (იპოლიტე) რეჟ. სიკო დოლიძე
- 1968: „ტარიელ გოლუა“ (კაჟინა) რეჟ. ლევან ხოტივარი
- 1968: „ბზიანეთი“ რეჟ. ლიანა ელიავა
- 1968: „არ იდარდო!“ (სანდრო) რეჟ. გიორგი დანელია
- 1968: „განგაში“ (ნარიმანი) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1969: „ღიმილის ბიჭები“ რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
- 1969: „ფილატელისტის სიკვდილი“ (შანათავა) რეჟ. გიორგი კალატოზიშვილი
- 1970: „ჩემი ქალაქის ვასკვლავი“ (ყაფლანი ) რეჟ. ოთარ აბესაძე
- 1970: „ფეოლა“ (ბონდო დოლაბერიძე) რეჟ. ბაადურ წულაძე
- 1970: „სემირამიდას ბაღები“ (იპოლიტე ) რეჟ. სიკო დოლიძე
- 1971: „მეზობლები“ (იპოლიტე ) რეჟ. რევაზ ჭარხალაშვილი
- 1971: „გათენების წინ“ (კოლია) რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
- 1972: „მხიარული რომანი“ (იპოლიტე ) რეჟ. ლევან ხოტივარი
- 1974: „ანარეკლი“ რეჟ. ოთარ აბესაძე
- 1975: „მოხეტიალე რაინდები“ რეჟ. თემურ ფალავანდიშვილი
- 1975: „პირველი მერცხალი“ (ვარლამი) რეჟ. ნანა მჭედლიძე
- 1976: „დილის ნისლივით“ რეჟ. გენო ხოჯავა
- 1976: „გასეირნება თბილისში (ნამდვილი თბილისელი და სხვები)“ რეჟ. ნანა მჭედლიძე
- 1977: „მიმინო“ რეჟ. გიორგი დანელია
- 1977: „ბენზინის ჩამომსხმელი“ რეჟ. ბიძინა ჩხეიძე
- 1977: „რაჭა, ჩემო სიყვარულო“ (სილიბისტრო) რეჟისორები თემურ ფალავანდიშვილი, იოზეფ მედვედი
- 1978: „დათა თუთაშხია“ (კაჟა ბულავა ) რეჟისორები გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე, გურამ (გიზო) გაბესკირია
- 1983: „მაცივარში ვიღაც იჯდა“ რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- გვენცაძე ა, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 477.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ იპოლიტე ხვიჩია // „კომუნისტი“, 7 თებერვალი, 1985, № 32 (19174), გვ. 3.
- ↑ საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1955. № 1. გვ. 24.
- ↑ საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1960. № 6. გვ. 40.