გზაში
გზაში (ქართული მხატვრული ფილმი)
(გადამისამართდა გვერდიდან გზაში (ფილმი))
გზაში — 1962 წლის ქართული საბჭოთა მოკლემეტრაჟიანი ფილმი, გადაღებული რეჟისორ ნანა მჭედლიძის მიერ. პირველი ჩვენება საკავშორო ეკრანებზე შედგა 1966 წელს.
„გზაში“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | ნანა მჭედლიძე |
სცენარის ავტორი | ანზორ სალუქვაძე |
კომპოზიტორი | ნოდარ მამისაშვილი |
ხმის ოპერატორი | ეთერ ჯებაშვილი |
ოპერატორი | შოთა კილაძე |
მხატვარი | მიხეილ სეხნიაშვილი |
სტუდია | ქართული ფილმი |
გამოსვლის თარიღი | 1964 |
ხანგრძლივობა | 27 წთ. |
ქვეყანა |
სსრკ საქ. სსრ |
ენა | ქართული |
სიუჟეტი
რედაქტირებაყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
ფილმი ავტობუსის მგზავრებზე მოგვითხრობს, რომლებიც მთვრალი მგზავრის თავხედ მოქმედებებს უსიამოვნების შიშით თვალს არიდებენ, ბოლოს მოთმინებიდან გამოსული ერთ-ერთი მანდილოსანი წამოიჭრება და მას ავტობუსიდან ჩააგდებს. გამხიარულებული მგზავრებით სავსე ავტობუსი გზას განაგრძობს.
როლებში
რედაქტირება- კარლო საკანდელიძე (ხულიგანი)
- ბუხუტი ზაქარიაძე (მაღაროელი)
- იპოლიტე ხვიჩია (მონადირე)
- ელენე ყიფშიძე (ქალი)
- თ. მანჯგალაძე (ბიჭი)