ფიფა-ს საუკეთესო ფეხბურთელი ვაჟი
ფიფა-ს საუკეთესო ფეხბურთელი ვაჟი (ინგლ. The Best FIFA Men's Player) — ყოველწლიური საფეხბურთო ჯილდო, რომელიც ფიფა-ს მიერ გადაეცემა წლის საუკეთესო ფეხბურთელს ვაჟთა შორის. საუკეთესო ფეხბურთელის შერჩევა ხდება ფიფას წევრ ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთა მწვრთნელების და კაპიტნების გამოკითხვის საფუძველზე. თითოეულ პიროვნებას საშუალება აქვს დაასახელოს სამი პიროვნება და მიენიჭოს მათ 5, 3 ან 1 ქულა, გამარჯვებულის გამოვლენა ხდება ქულების საერთო რაოდენობის საფუძველზე. ფიფა-ს საუკეთესოთა დაჯილდოების ფარგლებში ასევე აჯილდოებენ საუკეთესო ფეხბურთელ ქალს, საუკეთესო მწვრთნელს, როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა ფეხბურთში, ასახელებენ წლის სიმბოლურ გუნდს, საუკეთესო გოლის ავტორს და სხვა.
ფიფა-ს საუკეთესო ფეხბურთელი ვაჟი | |
დაჯილდოების ლოგო | |
ჯილდო | ჯილდო წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის ვაჟთა შორის |
წარადგენს | FIFA |
ადგილმდებარეობა | ციურიხი, შვეიცარია |
პირველად გადაეცა | 1991 |
მიმდინარე მფლობელი | რობერტ ლევანდოვსკი |
www.FIFA.com |
---|
ფიფა 1991 წლიდან ატარებდა საფეხბურთო დაჯილდოებას სახელწოდებით ფიფა-ს წლის ფეხბურთელი (ინგლ. FIFA World Player of the Year), რომელიც თავდაპირველად მხოლოდ ვაჟ ფეხბურთელებს გადაეცემოდა, ხოლო 2001 წლიდან ასევე აჯილდოებდნენ ფეხბურთელ ქალებსაც. 2010 წლიდან ფიფას წლის ფეხბურთელის დაჯილდოება და ფრანგული საფეხბურთო ჟურნალის France Football-ის თითქმის ანალოგიური ტიპის დაჯილდოება — ოქროს ბურთი (ფრანგ. Ballon D'or) გაერთიანდა ერთ საერთო დაჯილდოებად — ფიფა-ს ოქროს ბურთი, რომელმაც 2015 წლამდე იარსება. 2016 წლიდან კი ფიფა-მ კვლავ დამოუკიდებელი დაჯილდოება დააარსა, ამჯერად ფიფა-ს საუკეთესო ფეხბურთელის სახელწოდებით.
გამარჯვებულები
რედაქტირებაგამარჯვებულების სტატისტიკა
რედაქტირებაფიფას საუკეთესო ფეხბურთელები ჯილდოების მიხედვით
რედაქტირებაPlayer | ფიფას წლის | ფიფას | ფიფას საუკეთესო
ფეხბურთელი ვაჟი |
ჯამში |
---|---|---|---|---|
ლიონელ მესი | 1 | 4 | 1 | 6 |
კრიშტიანუ რონალდუ | 1 | 2 | 2 | 5 |
რონალდო | 3 | — | — | 3 |
ზინედინ ზიდანი | 3 | — | — | 3 |
რონალდინიო | 2 | — | — | 2 |
რობერტ ლევანდოვსკი | — | — | 2 | 2 |
ლოთარ მათეუსი | 1 | — | — | 1 |
მარკო ვან ბასტენი | 1 | — | — | 1 |
რობერტო ბაჯო | 1 | — | — | 1 |
რომარიო | 1 | — | — | 1 |
ჯორჯ ვეა | 1 | — | — | 1 |
რივალდო | 1 | — | — | 1 |
ლუიშ ფიგუ | 1 | — | — | 1 |
ფაბიო კანავარო | 1 | — | — | 1 |
კაკა | 1 | — | — | 1 |
ლუკა მოდრიჩი | — | — | 1 | 1 |
გამარჯვებულები ქვეყნების მიხედვით
რედაქტირება# | ქვეყანა | პირველი ადგილი | მეორე ადგილი | მესამე ადგილი |
---|---|---|---|---|
1 | ბრაზილია | 8 (1994, 1996, 1997, 1999, 2002, 2004, 2005, 2007) | 4 (1993, 1997, 1998) | 4 (2000, 2003, 2006, 2015, 2017) |
2 | არგენტინა | 7 (2009, 2010, 2011, 2012, 2015, 2019) | 5 (2007, 2008, 2013, 2014, 2016, 2017) | 2 (1999, 2020) |
3 | პორტუგალია | 6 (2001, 2008, 2013, 2014, 2016, 2017) | 6 (2000, 2009, 2011, 2012, 2015, 2018, 2020) | 2 (2007, 2019) |
4 | საფრანგეთი | 3 (1998, 2000, 2003) | 4 (1991, 2003, 2004, 2006) | 4 (1997*, 2002, 2013, 2016) |
5 | იტალია | 2 (1993, 2006) | 1 (1995) | 1 (1994) |
6 | პოლონეთი | 2 (2020, 2021) | 0 | 0 |
7 | გერმანია | 1 (1991) | 1 (2002) | 3 (1992, 1995, 2014) |
8 | ნიდერლანდები | 1 (1992) | 1 (2019) | 2 (1993, 1997*) |
9 | ლიბერია | 1 (1995) | 1 (1996) | 0 |
10 | ხორვატია | 1 (2018) | 0 | 1 (1998) |
11 | ინგლისი | 0 | 3 (1999, 2001, 2005) | 2 (1991, 1996) |
12 | ბულგარეთი | 0 | 2 (1992, 1994) | 0 |
13 | ესპანეთი | 0 | 1 (2010) | 6 (2001, 2008, 2009, 2010, 2011, 2012) |
14 | უკრაინა | 0 | 0 | 1 (2004) |
15 | კამერუნი | 0 | 0 | 1 (2005) |
16 | ეგვიპტე | 0 | 0 | 1 (2018) |
* როდესაც ერთ პოზიციაზე რამდენიმე ფეხბურთელი მოხვდა თანაბარი ქულებით
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ფიფა-ს საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოება დაარქივებული 2018-09-23 საიტზე Wayback Machine.
- ფიფა-ს საუკეთესო ფეხბურთელი — rsssf.com
პორტალი ფეხბურთი — დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ფეხბურთზე. |