ფიფა-ს საუკეთესო ფეხბურთელი ქალი

ფიფა-ს საუკეთესო ფეხბურთელი ქალი (ინგლ. The Best FIFA Women's Player) — ყოველწლიური საფეხბურთო ჯილდო, რომელიც ფიფა-ს მიერ გადაეცემა წლის საუკეთესო ფეხბურთელს ქალთა შორის. საუკეთესო ფეხბურთელის შერჩევა ხდება ფიფას წევრ ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთა მწვრთნელების და კაპიტნების გამოკითხვის საფუძველზე. თითოეულ პიროვნებას საშუალება აქვს დაასახელოს სამი პიროვნება და მიენიჭოს მათ 5, 3 ან 1 ქულა, გამარჯვებულის გამოვლენა ხდება ქულების საერთო რაოდენობის საფუძველზე. ფიფა-ს საუკეთესოთა დაჯილდოების ფარგლებში ასევე აჯილდოებენ საუკეთესო ფეხბურთელ ვაჟს, საუკეთესო მწვრთნელს, როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა ფეხბურთში, ასახელებენ წლის სიმბოლურ გუნდს, საუკეთესო გოლის ავტორს და სხვა.

ფიფა-ს საუკეთესო ფეხბურთელი ქალი

დაჯილდოების ლოგო
ჯილდო ჯილდო წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის ქალთა შორის
წარადგენს FIFA
ადგილმდებარეობა ციურიხი, შვეიცარია
პირველად გადაეცა 1991
მიმდინარე მფლობელი ლიუსი ბრონზი
www.FIFA.com

ფიფა 1991 წლიდან ატარებდა საფეხბურთო დაჯილდოებას სახელწოდებით ფიფა-ს წლის ფეხბურთელი (ინგლ. FIFA World Player of the Year), რომელიც თავდაპირველად მხოლოდ ვაჟ ფეხბურთელებს გადაეცემოდა, ხოლო 2001 წლიდან ასევე აჯილდოებდნენ ფეხბურთელ ქალებსაც. 2016 წლიდან კი ფიფა-მ ახალი დაჯილდოება დააარსა, ამჯერად ფიფა-ს საუკეთესო ფეხბურთელის სახელწოდებით.

გამარჯვებულები

რედაქტირება
ფეხბურთელი 1-ლი ადგილი მე-2 ადგილი მე-3 ადგილი
  მარტა 6 (2006, 2007, 2008, 2009, 2010, 2018) 5 (2005, 2011, 2012, 2014, 2016) 2 (2004, 2013)
  ბირგიტ პრინცი 3 (2003, 2004, 2005) 5 (2002, 2007, 2008, 2009, 2010)
  მია ჰემი 2 (2001, 2002) 2 (2003, 2004)
  ები ვამბახი 2 (2015, 2016) 1 (2017)
  კარლი ლოიდი 1 (2012) 1 (2013) 2 (2011, 2014)
  ჰომარე სავა 1 (2011)
  ნადინე ანგერერი 1 (2013)
  ნადინე კესლერი 1 (2014)
  ლიკე მერტენსი 1 (2017)
  მეგან რაპინოუ 1 (2019)
  ლიუსი ბრონზი 1 (2020)

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
   პორტალი ფეხბურთი — დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ფეხბურთზე.