ფიფა-ს საუკეთესოთა საფეხბურთო დაჯილდოება

ფიფა-ს საუკეთესოთა საფეხბურთო დაჯილდოება (ინგლ. The Best FIFA Football Awards), ან უბრალოდ The Bestსაფეხბურთო დაჯილდოება, რომელსაც წარმოადგენს მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო, ფიფა.[1]

The Best

დაჯილდოების ლოგო
ჯილდო წლის საუკეთესო საფეხბურთო პერსონების დაჯილდოება
წარადგენს FIFA
ადგილმდებარეობა ციურიხი, შვეიცარია
პირველად გადაეცა 2016
www.FIFA.com

ფიფა 1991 წლიდან ატარებდა საფეხბურთო დაჯილდოებას სახელწოდებით ფიფა-ს წლის ფეხბურთელი (ინგლ. FIFA World Player of the Year), რომელიც თავდაპირველად მხოლოდ ვაჟ ფეხბურთელებს გადაეცემოდა, ხოლო 2001 წლიდან ასევე აჯილდოებდნენ ფეხბურთელ ქალებსაც.

2010 წლიდან ფიფას წლის ვაჟი ფეხბურთელის დაჯილდოება და ფრანგული საფეხბურთო ჟურნალის France Football-ის თითქმის ანალოგიური ტიპის დაჯილდოება — ოქროს ბურთი (ფრანგ. Ballon D'or) გაერთიანდა ერთ საერთო დაჯილდოებად — ფიფა-ს ოქროს ბურთი. დაჯილდოების ფარგლებში ფიფა-მ მოაქცია უკვე არსებული ყოველწლიური ჯილდოები, როგორებიცაა წლის ქალი ფეხბურთელის დაჯილდოება, პუშკაშის ჯილდო წლის საუკეთესო გოლისთვის, ფეარ ფლეის ჯილდო სამართლიანი თამაშისთვის, FIFpro-ს მიერ დაარსებული წლის სიმბოლური ვაჟთა ნაკრების დაჯილდოება, ასევე დაარსდა წლის მწვრთნელის ჯილდოც როგორც ვაჟთა და ასევე ქალთა ფეხბურთისთვის.

2016 წლიდან France Football-ის და ფიფა-ს ერთობლივი დაჯილდოება შეწყდა, რის შემდეგაც ფიფა-მ დამოუკიდებელი დაჯილდოება დააარსა The Best სახელწოდებით, სადაც შენარჩუნდა ყველა მანამდე არსებული დაჯილდოების პრინციპი.

პირველი დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა 2017 წლის 7 იანვარს, ციურიხში, შვეიცარია.[2]

ჯილდოები

რედაქტირება
  1. The Best FIFA Football Awards. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-27. ციტირების თარიღი: 2017-10-25.
  2. Circular no. 1560 (pdf). FIFA.com (21 October 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 ოქტომბერი 2016. ციტირების თარიღი: 24 October 2016.