ფაზიანიდებიკოლხეთის სამეფო დინასტია, ბერძენთა გადმოცემით. საშთამომავლო შტოს დასაბამი მისცა ოკეანოსის და ტეთისის ძემ, მდინარის ღმერთმა ფაზისმა. დინასტიამ სახელწოდება მიიღო დამაარსებლის სახელის მიხედვით.

ღმერთ-კაცნი[1]

რედაქტირება
სახელი ტიტული ქრონიკები შენიშვნა
1 ქართლოსი
 
თარგამოსი და მისი ვაჟები:
ფიგურების განლაგება მარცხნიდან მარჯვნივ: მოვაკანოსი, ბარდოსი, ქართლოსი, ჰაოსი, თარგამოსი, ლეკოსი, ჰეროსი, კავკასოსი, ეგროსი. ქართული ქრონიკების გადაშლილი ფოლიო (ვახტანგისეული რეპროდუქცია), 1700-ანი წლები.
ქართველთა ეთნარქები 2116 ქრ. წ.[2] ა. ქართლოსი. პირველ კაცს საქართველოში ერქვა ქართლოსი (ქართ(ლ)ისი), პირველ ქალაქს ქართ(ლ)ი, პირველი საფიცარი იყო საფლავი ქართლოსისა.
2 კოლხი (ბერძ. Κολχί) ბ. კოლხი. მნასი პეტრონი, ერატოსთენის მიწაფე ამბობს, კოლხებს ასეთი სახელი დაენათლათ კოლხისაგან, რომელიც იყო ძე ფაზისაო (ამ შემთხვევაში „ფაზის“ შეიძლება ყოფილიყო კავკასიანთა ენების მზე (ბჟა, ვაზ, ბაყ, ბეღ).
3 ჰელიოსი, ჱელიოს (ბერძ. Ήλιος) (მზე)
 
ჰელიოსის თავი, როდოსის არქეოლოგიურ მუზეუმში.
მზის ღმერთი გ. მზე. კოლხის შვილი იყო ჱელიოს (მზე).
დ. ჱელიოს ჰყვანდა შვილები აჲეთისი, პერსე, ცირცეა, პასიფაჲ (მეუღლე მინოსისა).
4 აიეტი, ეეტ, აჲეთისი (ბერძ. Αιήτης)
 
მეფე აიეტი (ბარტოლომეო დი ჯოვანი, 1487).
კოლხეთის მეფე ე. აჲეთისი, ძე მზისა. იგი მეფეა კოლხთა და მეოტებისა (მეოტიის ზღვა – აზოვის ზღვა) ცოლად ჰყავს თავის ძმის პერსეს ასული ქალ-ღმერთი ჱეკატა. მისი ვაჟებია ეგიალაჲ და აბსირტი და ასულნი ქალკიოპე და მედეა. მისს ოქროს დარბაზში არის სხივოსანი ისრები ფეხმარდ მზისა. იგი კაცის მკვლელია, ჰხოცავს ყველა უცხოელს და ძლიერია ისე, რომ შეედრება მეომრობის ღმერთს არიას. აიას გარდა აქვს ქალაქები ქუთაისი და სიბარის, საცა იყო შვენიერი სასახლეები. ვინც მის წინა ეზოში შედიოდა, ჰკვირობდა, როდესაც ჰხედავდა კედლებს, განიერ კარებს და სვეტებს. სახლის ზემო ნაწილს ამშვენებდა ბრინჯაოს ხვეულები. შესავალ კარებთან მაღლა ეხვეოდა ვაზის ბარდანი. მის ჩრდილოში იყო 4 აუზი: ერთისგან რძე გამოსჩქეფდა, მეორისგან – ღვინო, მესამისგან – სურნელოვანი ზეთი და მეოთხისგან წყალი, რომელიც ზამთარს თბილი იყო და ზაფხულს ცივი, ვით ყინვა. ამ „საღმრთო“ საგნებს გარდა მეფეს ჰყვანდა კიდევ ხარები, სპილენძის რქიანი და სპილენძის პირიანი, რომელთაგან ცეცხლი გამოდიოდა, აგრეთვე ფოლადის ნაჭრისაგან გაკეთებული გუთანი. აჲეთისი ტანზე იცვამდა მაგარ ჯავშანს, თავზე იხურავდა ოქროს ჩაფხუტს, რომელიც ბრწყინავდა ოკეანედამ ამომავალ მზის გულივით. ხელში იღებდა მრგვალ ფარს, მრავალ ტყავებისაგან გაკეთებულს, და ისეთს დიდს ლახვარს, რომ ჰერკულესს გარდა სხვა გმირს მისი ტარება არ ძალუძდა. გარე გამოდიოდა ოქროს ეტლით, რომელშიაც ება მშვენიერი და სწრაფი, როგორც ქარი, რაშები. ესენი მისთვის მიეცა მზე ღმერთს. ჩაჯდებოდა-რა ეტლში, მარჯვენა ხელზე იკეთებდა მრგვალს ფარს და მარცხენა ხელში იჭერდა ბუმბერაზ ლამპარს. მის გვერდით ურჭობდნენ მეტად დიდ ლახვარს. ეტლს მართავდა აბსირტი. ბოლოს იგი მოკლა მელეაგრმა. სტრაბონი იუწყება: „ქალაქ აიას ახლაც უჩვენებენ ფაზის მდინარეზეო და ყველას სჯერა, რომ აჲეთისი მეფობდა კოლხეთშიო, საცა მისი სახელი დღესაც იხმარებაო“. მართლაც, აჲეთისი ერქვა გუბაზის თანამედროვე ქართველს (554 წ. ქრ. შ.).
5 ცირცე, ცირცეა I (ბერძ. Κίρκη)
 
ცირცე ოდისევსს სთავაზობს თასს (ჯონ უილიამ უოტერჰაუსი, 1891).
ღმერთქალი ვ. ცირცეა I, ღმერთქალი, ენამზიანი, მბზინავთმიანი. ფაზისი, გამოდიოდა-რა ამარანთის მთიდგან და რწყავდა-რა ცირცეას მინდორს, ერთოდა ზღვას. ვენაზითა, ბალახითა და ტირიფებით იყო შემოსილი ეს ცირცეას მინდორი. ცირცეა აქ აგროვებდა წამლის გასაკეთებელ ბალახებს (მისი სახელი ემსგავსება მეგრულს ცირა – გასათხოვარი ქალი და გურულს ციცა).
6 პერსე, პერსეჲ კოლხეთის მეფე ზ. პერსეჲ, ძმა აჲეთისა, მმართველი ტავრიდისა (ყირიმის). მან აჲეთისი ტახტიდან ჩამოაგდო, მაგრამ მედეამ უშველა მამას და ტახტი დაუბრუნა (შეადარე ფერსათი (მთაა იმერეთში), ფერის).
7 ჰეკატე, ჱეკატა (ბერძ. Εκάτη)
 
სამმაგი ჰეკატე (უილიამ ბლეიკი, 1795).
ღმერთქალი ჱ. ჱეკატა, ღმერთქალი, პერსეს ასული და მეუღლე აჲეთისა. უყვარდა ნადირობა. თუ ნადირი არ შეხვდებოდა, ხოცავდა კაცებს. ყველაზე მეტად შეისწავლა წამლების გაკეთება და აღმოაჩინა წამალი aconitum. მოიგონა-რა წამლები, მოწამლა თავისი მამა და დაიპყრა მისი სამეფო და მერე ააგო ტაძარი არტემიდისა, რომელსაც სწირავდა ყველა უცხოელს, რომელიც გაბედავდა მის ქვეყანაში შემოსვლას. ჱეკატას პატივად ააგეს ბრწყინვალე ტაძარი. მას იცავდნენ გველები ნორჩ მუხის ტოტების ჩდილში. ლამპრები ანათებდნენ არემარეს. მის გარშემო ძაღლების საშინელი ყეფა ისმოდა. ველები ირყეოდნენ მის ფერხთ ქვეშ და ყუოდნენ წყლის ალები, მცხოვრებნი ამარანთის ფაზისის ჭაობებში (შეადარე: Amaranta ქართულს ამირან-თა, ამირანის მთა).
8 აფსირტე, აბსირტ (აბსარ) (ბერძ. Άψυρτος)
 
მედეა ბრძანებს აფსირტეს არგოს ბორტს მიღმა გადაგდებას (ოქროს საწმისი, ჰერბერტ ჯეიმზ დრეიპერი, 1904).
კოლხეთის მეფის თანა-მმართველი კოლხეთი ხშირად ეყოფოდა საქართველოს სამეფოს. მას საკუთარი მეფეებიც ჰყავდა, მაგალითად, ჰეტიუსი, რომელიც არგონავტთა ლაშქრობამდე მეფობდა აქ, და მისი ძე რეტა I, ვინც არგონავტები მიიღო (1292 ძვ. წ.)[3]. თ. აბსირტ აჲეთის ძე. მისი სახელი ეწოდებოდა პონტოს კუნძულს აბსარს (ქართლის ცხოვრება, როგორც იყო ნათქვამი, აფხაზებს უწოდებს აფსარ, აბშილი. თავის თავს იგინი უწოდებენ აბსუა, თავის ქვეყანას – აბსნ).
9 ქალკიოპე, ხალკიოპე (ბერძ. Χαλκιόπη) ი. ქალკიოპე, ასული აჲეთისა. ოქროს ვერძით, რომ კოლხეთს მოვიდა ფრიქსი, ეს ვერძი აქ შესწირა კრონოსს. შემდეგ იგი მიიღო აჲეთმა, რომელმაც მას მიათხოვა თავისი ასული ქალკიოპე. მისგან იშვნენ არგი, ფრონტის, მელასი და ციტისორი. ფრიქსი მოკლა აჲეთმა, რადგან მკითხავმა უთხრა, მოსული სტუმარი მოგკლავსო. მისი შვილები ნავში ჩასხდნენ და წავიდნენ. იღუპებოდნენ, რომ მოასწრო მათ იაზონმა, რომელიც კოლხეთს მოდიოდა. იაზონმა იგინი გადასხა თავის ხომალდზე. მათ დაამალინეს ხომალდი და თვითონ მოვიდნენ დედასთან და შეატყობინეს მიზეზი იაზონის მოსვლისა. ქალკიოპემ დახმარება სთხოვა თავის დას მედეას.
10 ცირცე, ცირცეა II (ბერძ. Κίρκη II) ია. ცირცეა II, აჲეთის ასული. თავის დედა ჰეკატესავით ესეც წამლების კეთებას სწავლობდა და ბევრი ახალი წამალი აღმოაჩინა, ასე რომ ამ მეცნიერებაში სხვას არ დაუვარდებოდა. იგი მიათხოვეს სკვითის მეფეს, რომელიც მოწამლა და გამეფდა. მაგრამ ფიცხად და ულმობლად ეპყრობოდა ქვეშევრდომებს, რომელთაც იგი განაძევეს.
11 მედეა (მედია) (ბერძ. Μήδεια)
 
მედეა (ენტონი ფრედერიკ ოგასტას სენდისი, ბირმინგემის მუზეუმი და არტ გალერეა, 1868.)
კოლხეთის მეფის თანა-მმართველი იბ. მედეა=მედია, ასული აჲეთისა. მისი მორთვა: „რაწამს ცისკარმა აღმოაშუქა, მედეამ შეიკრა თავისი აწეწილი თმები და დაიბანა ხმელ-ხმელი ლოყები; ტანზე კი იცხო სანეკტარო ნელსაცხებელი. მერე ჩაიცვა ლამაზი ტანისამოსი და შეიკრა იგი მოკაუჭებული ღილებით. გასურნელოვანებული თავი დაიბურა თეთრის რიდეთი. თავის მხევლებს, რომელნიც იყვნენ მის ტოლნი და რიცხვით 12-ნი, უბრძანა შეებათ ჯორაკები ეტლში, რადგან ჱეკატეს ბრწყინვალე ტაძარში წასვლას აპირებდა“. — მან იცის გაკეთება წამლებისა, შხამისა და ნელსაცხებელისა. წამალს ამზადებდა შავის წვენით იმ ძირკვებისა, რომელიც ეშოვნა კასპიის ჱეკატეს ტაძარში. იგი იყო მზის ტაძარში, როდესაც მოვიდა იაზონი. ეს მოეწონა მედიას და შეჰპირდა, შენი მეუღლე ვიქნებიო. მანვე ასწავლა იაზონს ხერხი ოქროს საწმისის გასატაცებლად. მერე ჩასხდნენ ხომალდში, რომელსაც ერქვა არგო, და წავიდნენ. ათინაში იგი გაეყარა იაზონს და შეირთო ეგეა, რომლისგან ეყოლა მიდი. თეზეოსთან მომდურების გამო, მედეა განაძევეს. მაშინ მას შეურიგდა იაზონი და ერთად დაბრუნდნენ კოლხეთს. აქ მაშინ მეფობდა პერსე, რომელსაც თავისი ძმა აიეთისი ტახტიდან ჩამოეგდო. მედეამ უშველა მამას და ტახტი დაუბრუნა მერე წავიდა აღმოსავლეთს, კასპიის ზღვის პირად, და იქ დააარსა სამეფო, რომელსაც ეწოდა მედია ანუ მისის შვილის სახელი - მიდია[4].
12 მიდი (ბერძ. Μῆδος) კოლხეთის მეფე ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟი. მედეას და ეგეას ძე. მედეას შვილმა მიდმა, აპოლოდორის სიტყვით, დაიპყრა მრავალი ბარბაროსთა ქვეყნები, თავისს სამფლობელოს დაარქვა მიდია და თვითონ მოკვდა ინდოეთის ლაშქრობაში.
ბერძენთა გადმოცემა[5]
მე-XIV საუკ. ქრ. წ., როგორც გადმოგვცემს ბერძენთა ლეგენდა, კოლხეთში (საქართველოს) შემოვიდა ფრიქსოსი და მერე იაზონი. თესალიაში (საბერძნეთშია) მოსახლეობდნენ მინიელები. მათი მეფეები – ათამანტიდები – თავიანთ ღმერთს ზევსს საკუთარ შვილებს სწირავდნენ ხოლმე. მეფეს ათამას, ეოლის ძეს (ეოლი – ქარი), ნეფელისაგან (ნეფელი – ღრუბელი) ჰყვანდა შვილები – ფრიქსოსი და ჰელლე. მამამ მოინდომა ფრიქსოსი შეეწირა ზევსისთვის, დედას ღრუბელს შეეცოდა შვილები და გამოუგზავნა ოქროს საწმისიანი ვერძი. და-ძმანი შეასხდნენ ვერძს, ჰაერმა აიტაცა და გამოაქანა კოლხეთისკენ. ჰელლე ვერ გამაგრდა ვერძზე, ჩამოვარდა ძირს, ზღვაში, რომელსაც მას აქეთ დაერქვა ჰელლეს-პონტი (ჰელლეს – ხიდი). ფრიქსმა მოაღწია მსოფლიოს განაპირას, ქალაქ აიას, საცა მეფობდა ქუთაის ანუ კოლხეთის მეფე აიეთისი. ამან მოყვრულად მიიღო ფრიქსოსი, დიდი სტუმრობა გაუმართა. მაშინ აიეთის კარზე იყო მისი სიძე, სკვითის მეფე. აიეთს მოეწონა ფრიქსოსი და მიათხოვა მას თავისი ასული ქალკიოპე. ფრიქსოსმა ვერძი შესწირა აქაურ ღმერთს არეას და მისი ოქროს საწმისი არეას ტაძარში ხეზე ჩამოჰკიდა. ამ ტაძარს და ოქროს საწმისს ჰხმილავდნენ ვეშაპები და ცეცხლის მფრქვევი ხარები. — ფრიქსოსს მიეცნენ ძენი არგი, ფრონტისი, მელასი და ხიტისორი. ასრე გადიოდა დრო. აიეთს ესიზმრა, რომ მას მოჰკლავდა ეოლის შვილი. ამიტომ გაიმეტა სიძე – ფრიქსოსი და მოჰკლა. მისი შვილები კოლხთა ნავში ჩასხდნენ და გასწიეს თესალიისკენ. ზღვა აუღელდათ. დაიღუპებოდნენ, რომ არ მიშველებოდათ მათივე ნათესავი იაზონი. — ეს იაზონი იყო ძე ეზონისა, იოლკოს მეფისა. ეზონი რომ კვდებოდა, თავისი სამეფო და მცირე წლოვანი იაზონი ჩააბარა თავისს ძმას პელეოსს. ამან დიდის ფუფუნებით გამოზარდა იაზონი, შეასწავლა სამხედრო ზნე-ჩვეულება, წესები. ხალხმა შეიყვარა ბარონიშვილი. პელეოსმა მოისურვა მისი დაღუპვა, რადგან ტახტის დათმობა არ უნდოდა. მოიწვია და უთხრა: „ტახტი შენია, მაგრამ ვიდრე გამეფდებოდე, კარგს იზამ, რომ კოლხეთს წახვიდე და გამოიტაცო ჩვენის ნათესავის ფრიქსოს საწმისი“. პელეოსს ეგონა, იაზონი ან ზღვაში დაიღუპება ან დასჭამენ მას ის გველეშაპები, რომელნიც ჰხმილავენ ოქროს საწმისსო. მაგრამ ღმერთებმა უშველეს იაზონს. მათ ჩაგონებით იაზონს მიემხრნენ ყველა რჩეული გმირები: — ჰერკულესი, ორფეოსი, დიოსკურები და სხ. ჩასხდნენ ნავში, რომელსაც ერქვა არგო, და შესცურეს ზღვაში. მათი ხელმძღვანელნი იყვნენ ფრიქსოს ძენი. კოლხეთს რომ მოვიდნენ, ფრიქსოს შვილებმა ნავი გააჩერეს, თვითონ გადმოვიდნენ, წამოვიდნენ, ნახეს დედა თვისი და დეიდა მედეა და უამბეს სიკეთე იაზონისა. ამათ ინახულეს ნავი არგო. მედეას მოეწონა იაზონი და ცოლქმრობა აღუთქვეს ერთმანეთს. დებმა ასწავლეს მას ხერხი საწმისის გატაცებისა და დაბრუნდნენ. იაზონი ეწვია აიეთს. ამან დიდი სერი (ვახშმობა) გადუხადა. იაზონმა შეატყობინა მიზეზი მოსვლისა. აიეთმა უთხრა: დაგითმობ საწმისს, თუ მისს მცველ წყვილ ხარს შეაბამ, გადახნავ არეას რვა დღიურ მინდორს, დასთესავ გველეშაპის კბილებს და ამოსულს ყანას იმავე დღეს მომკიო. ღმერთს ათინას აიეთისთვის მიეცა კადმოსისაგან მოკლულ გველეშაპის კბილები. ამ კბილებს რომ დათესავდნენ გადახნულს მინდორში, გმირთა-ყანა ამოდიოდაო. იაზონმა ყველაფერი შეასრულა მედეას და მის დის ფრიქსოს ქვრივის დახმარებით. აიეთს ეწყინა, რომ მედეამ უღალატა. მოიწვია მხედრობა, რათა ამოსწყვიტოს ბერძნები. მაგრამ მათ ხელში იგდეს ოქროს საწმისი, მედეაც გაიტაცეს და წავიდნენ. აიეთი რომ ვერ დაეწია მტაცებლებს, საბერძნეთში გაგზავნა მოციქული, მოითხოვა დაკმაყოფილება ქალის მოტაცებისთვის და მისი დაბრუნება. ბერძნებმა შემოუთვალეს: რადგან კოლხებმაც არ დაგვაკმაყოფილეს მათ-მიერ არგივეელის ქალის იოს მოტაცებისთვის, ვერც ჩვენ დაგაკმაყოფილებთ მედეას მოტაცებისთვისაო. ამ ამბავმა კოლხეთში არეულობა გამოიწვია. აიეთს აუჯანყდა მისი ძმა პერსეი, ტახტიდამ ჩამოაგდო და გამეფდა. — ბერძნები რომ მივიდნენ იოლკოსს, იაზონმა არ მოინდომა პელეოს გადაყენება, და ტახტი დაუთმო მისს შვილს. მედეამ ეს იწყინა. იაზონმა სხვა ქალი შეირთო ცოლად. მედეა ათინას წავიდა და შეირთო მეფე ეგეა, რომლისაგან მიეცა ვაჟი მიდი. ეს რომ წამოიზარდა, მედეა, მიდი და იაზონი დაბრუნდნენ კოლხეთს, უშველეს აიეთს, პერსეი დაამხეს და კოლხეთის ტახტი ისევ აიეთს დაუბრუნეს და თვითონ წავიდნენ აღმოსავლეთისკენ (საგართიას – მიდიას).

გენეალოგია

რედაქტირება
ეს სახელები თავისთავადაც ცხადად გვიჩვენებენ, თუ რა ფართედ გადაშლილი იყო ფაზიანიდების საგვარეულო შტო, რომელიც სწვდებოდა დასავლეთს (საბერძნეთს), ჩრდილოეთს (სკვითიას) და აღმოსავლეთს (მიდიას).
  1. მ. გ. ჯანაშვილი „საქართველოს ისტორია უძველეს დროითგან 985 წლ. ქრ. შ.“: ბ. ღმერთ-კაცნი. ტომი I, გვერდები: 92, 93, 94, 95, 96.
  2. მოსე ჯანაშვილი „საქართველოს ისტორია უუძველეს დროითგან 985 წლ. ქრ. შ.“. ტომი I, გვერდი — 8 —. ტფილისი, ელექტრონითმბეჭდავი ამხ. „შრომა“. მიხეილის პრ. №65, 1906.
  3. მიხეილ თამარაშვილი „ქართული ეკლესია დასაბამიდან დღემდე“: III. – ფინიკიელთა და ბერძენთა მიერ საქართველოს სიმდიდრეთა გამოყენება. გვერდი: 86.
  4. მედეას შვილმა მიდმა, აპოლოდორის სიტყვით, დაიპყრა მრავალი ბარბაროსთა ქვეყნები, თავისს სამფლობელოს დაარქვა მიდია და თვითონ მოკვდა ინდოეთის ლაშქრობაში.
  5. მ. გ. ჯანაშვილი „საქართველოს ისტორია უძველეს დროითგან 985 წლ. ქრ. შ.“. IV. ბერძენთა გადმოცემა. ტომი I, გვერდები: 10, 11, 12, 13.
  6. Hesiod, Theogony 132–138, 337–411, 453–520, 901–906, 915–920; Caldwell, pp. 8–11, tables 11–14.
  7. ჰესიოდე „თეოგონია“
  8. კოიოსი. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
  9. ლეტო. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
  10. One of the Oceanid daughters of Oceanus and Tethys, at Hesiod, Theogony 351. However, according to Apollodorus, 1.2.3, a different Oceanid, Asia was the mother, by Iapetus, of Atlas, Menoetius, Prometheus, and Epimetheus.
  11. Although usually, as here, the daughter of Hyperion and Theia, in the Homeric Hymn to Hermes (4), 99–100, Selene is instead made the daughter of Pallas the son of Megamedes.
  12. According to Plato, Critias, 113d–114a, Atlas was the son of Poseidon and the mortal Cleito.
  13. In Aeschylus, Prometheus Bound 18, 211, 873 (Sommerstein, pp. 444–445 n. 2, 446–447 n. 24, 538–539 n. 113) Prometheus is made to be the son of Themis.
  14. მნემოსინე. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
  15. ჰორები. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
  16. Although, at Hesiod, Theogony 217, the Moirai are said to be the daughters of Nyx (Night).
  17. მუზები. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
  18. მოსე ჯანაშვილი „ქართველთა მატიანე“: „ქართლის ცხოვრების“ ლეგენდები, საქართველოს ისტორიის დასაწყისი. I — 1. საქართველოს დამაარსებელნი (მამასახლისნი). გვერდი 116. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, თბილისი, 1903.