ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ათამანტი ან ათამასი(ბერძნ. Ἀθάμας -αντος, ὁ) — მინიელთა მეფე (ბეოტიაში), ორქომენის მმართველი, მეფე ეოლოსის ვაჟი, ელინის შვილიშვილი, სალმონევსის ძმა. ათამანტი ღრუბელთა ღმერთქალ ნეფელეს და მისგან შეეძინა ფრიქსე და ჰელე. კადმოსის ქალიშვილმა ინომ, როგორც კი ათამანტის მეუღლე გახდა, შეიზიზღა ნეფელესაგან ნაშობი გერები და მოახერხა ის, რომ ათამანტს მათი მსხვერპლად შეწირვა გადააწყვეტინა. ჰეროდორე სიცილიელის მიხედვით, ათამანტი თემისტოს მეუღლეა და მათი ყველაზე უმცროსი შვილებია ფრიქსე და ჰელე. გვიან, როდესაც ათამანტი უნდა შეეწირათ მსხვერპლად, კოლხეთის სამეფოდან მოვიდა ფრიქსეს ვაჟი კიტისოროსი და მოხუცებული პაპა სიკვდილისგან იხსნა. თუმცაღა, ამის გამო ღმერთებმა მთელს მის შთამომავლობას ღვთის რისხვა დაატეხეს.

ათამასი


სქესი: მამრობითი
მამა: Aiolos[1] [2] და Minyas
დედა: Enarete და Zeuxippe
მეუღლე: Nephele[3] , Ino[1] [3] , თემისტო[3] და Gorgopis
შვილები: ფრიქსე[1] [4] [3] , ჰელე[1] [3] , Learchus[1] [3] , Melicertes[5] [3] , Ptous, Macistus, Schoeneus, Leucon, ერითრიოსი, Eurycleia და Erythroe
გამოსახულებები

ჰერამ ათამანტს გონება დაუხშო და ინოს შვილები დაახოცინა. ბეოტიიდან გაძევებულმა ათამანტმა სამისნოს მიმართა რჩევისათვის, თუ სად დასახლებულიყო მოხუცებულობის ჟამს. სამისნომ ურჩია, რომ დამკვიდრებულიყო იქ, სადაც მხეცები უცხოდ მიიღებდნენ, მაგრამ არაფერს დაუშავებდნენ. ბევრი ხეტიალის შემდეგ იგი წააწყდა მგლის ხროვას, რომლებმაც მის დანახვაზე თავი მიანებეს ცხვრის გლეჯას და გაიფანტნენ. ამ ადგილზე ააშენა მან ქალაქი, თავისი სახელი უწოდა და ზოგი თქმულების თანახმად თითქოს თემისტოც ამის მერე შეირთო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 Любкер Ф. Athamas // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 176.
  2. 2.0 2.1 Любкер Ф. Aeolus // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 33–34.
  3. 3.00 3.01 3.02 3.03 3.04 3.05 3.06 3.07 3.08 3.09 3.10 3.11 3.12 3.13 Атамас // Энциклопедический словарь / под ред. И. Е. АндреевскийСент-Питерсберг: Брокгауз — Ефрон, 1890. — Т. II. — С. 412.
  4. 4.0 4.1 Н. О. Фрикс // Энциклопедический словарьСПб: Брокгауз — Ефрон, 1902. — Т. XXXVIа. — С. 800.
  5. 5.0 5.1 Melicertes // Encyclopædia Britannica: a dictionary of arts, sciences, literature and general information / H. Chisholm — 11 — New York, Cambridge, England: University Press, 1911. — Vol. 18. — P. 94.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ათამასი“-დან