აიეტი (ორატორი)
აიეტი — VI საუკუნის საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, ორატორი, წარჩინებული კოლხი. ბიზანტიელების მიერ ლაზიკის მეფე გუბაზ II-ის მკვლელობასთან დაკავშირებით გამართულ ეგრისის კრებაზე (555) ხალხს მოუწოდა, ირანული ორიენტაციისათვის დაეჭირათ მხარი. მისი ეს სიტყვა კლასიკური მჭევრმეტყველობის ნიმუშია. ხალხთა ურთიერთობის საფუძვლად აიეტს სათნოება და „კეთილი საწყისი“ მიაჩნდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- გოზალიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 231.