მოვაკანოსი
მოვაკანოსი, მოვაკ[1], მოვაკე[2] — ლეონტი მროველის მიხედვით, თარგამოსის ძე და ქართლოსის ძმა, მოვაკანთა წინაპარი, ქალაქ მოვაკანეთის დამაარსებელი.
მოვაკანოსის წილი
რედაქტირებალეონტი მროველი წერს: „ხოლო მოვაკანს მისცა მტკუარსა ჩრდილოთ, მცირისა ალაზნისა შესართავითგან ვიდრე ზღუამდე. და ამან აღაშენა ქალაქი მოვაკნეთი, და დაემკჳდრა მუნ“[3].
თეიმურაზ ბატონიშვილის სიტყვებით მოვაკნოსმა მის მიერ დაარსებულ ქალაქს შარავანდი დაარქვა, რომელსაც აწ შირვანად უწოდებენო.
ვახუშტი ბატონიშვილს რა თქმა უნდა არ აქვს აღწერილი მოვაკნეთი საქართველოს გეოგრაფიაში, მაგრამ მის მიერ შექმნილ ატლასებში ღნიშნული აქვს, როგორც ტერიტორია დარუბანდიდან მტკვრამდე და ჰერეთის საზღვრიდან კასპიის ზღვამდე.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑
„თარგამოს ჰყუანდა რუანი შჳლნი: ჰაი, ქართლ, ბარად, მოვაკ, ლეკ, ჰერ, კავკას და ეგრ.“(„ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა“ - თ. ჟორდანია 1893 წ.)
- ↑
- ↑ ქართლის ცხოვრება
თარგამოსის შთამომავლობა - ქართლის ცხოვრების მიხედვით
|