კუხოსი
კუხოსი — ლეონტი მროველისეული ქართლის ცხოვრების მიხედვით, თარგამოსის ძის — ქართლოსის ძე. ქართველი ხალხის ერთ-ერთი ეთნარქი. მას ქართლოსისაგან გადაეცა ტერიტორია, რომელსაც შემდგომ კუხეთი ეწოდა.
ლეონტი მროველი ქართლის ცხოვრებაში წერს:
„ხოლო შვილთა შორის მისთა გამოჩნდეს ხუთნი გმირნი, რომელთა სახელები ესე არს: პირველსა მცხეთოს, მეორესა გარდაბოს, მესამესა კახოს, მეოთხესა კუხოს, მეხუთესა გაჩიოს. ესე ხუთნი-ვე იყვნეს გმირნი. არამედ მცხეთოს უგმირე იყო სხუათა მათ[1].“
|
კუხოსის წილი
რედაქტირებათავდაპირველად კუხოსის წილი გადმოცემის თანახმად მოიცავდა ტერიტორიას, რომელიც მდებარეობდა მტკვრისა და არაგვის მარცხენა სანაპიროზე, მოქცეულს ბოსტან-ქალაქიდან ჟინვალამდე.
ვახუშტი ბატონიშვილი კუხეთის აღწერისას იუწყება, რომ კუხეთს სახელი ეწოდა კუხოსის გამო, მაგრამ აწ მოიცავს ტერიტორიებს ყარაიის ჩათვლით.
„ქვეყანას ეწოდა კუხეთი კუხეთის სახელისა გამო, არამედ აწ უწოდებენ თიანეთს, საგურამოს ანუ თეძმისჴევს, კვალად გრდანი, მარტყოფი, ლილო, დიდეუბე, სამგორი, ჩადივარი, ომანისხევი, ყარაღაჯი, ნაგები და ყარაია.“
|
და იქვე დასძენს რომ ნაგებს (რუსთავი) ქვემოთ წილი ჰეროსისაა, ხოლო ნაგებს ზემოთ კუხოსის.
„არამედ ესე ადგილნი ნაგებს ზეით არს ძუელად კუხეთისა, რომელი მისცა დედამან კუხოსს. ხოლო ნაგებს ქუეითი ჰერეთისა არს, და აწ უწოდებენ ყარაიას, და გარეჯის მთას მასვე ძუელს სახელს.“
|
დავით მუსხელიშვილი ეთანხმება ვახუშტისეულ მოსაზრებას და დასძენს: „...უფრო ძველად, ნაგებს ქვეითი მხარე — ყარაია და გარეჯის მთა ჰერეთს ეკუთვნოდა; უფრო გვიან კი ყარაია კუხეთს შეუერთდა, რუსთავ-ნაგების „ქვეყნის“ ერთ ნაწილად იქცა, ხოლო გარეჯის მთა — მის აღმოსავლეთ საზღვრად“.
შემდგომ, იმავე ლეონტი მროველის „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით მისმა ძმამ კახოსმა დაუთმო თავისი წილი ერწოში და კუხოსის დროსვე მისი წილი ჩრდილო-აღმოსავლეთით გაფართოვდა ივრის ხეობაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 93.
- მუსხელიშვილი დ., „ციხე-ქალაქი უჯარმა“, თბ., 1966