ტილჭირი

(გადამისამართდა გვერდიდან Aconitum)

ტილჭირი (ლათ. Aconitum) — მცენარეთა გვარი ხარისძირასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახებია. ტუბერისებრ გამსხვილებული ფესვები და თათისებრ რთული ფოთლები აქვთ. მათი ყვითელი, ლურჯი ან იისფერი ყვავილები კენწრულ მტევნებადაა შეკრებილი.

ტილჭირი

Aconitum variegatum
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ხარისძირასებრნი
გვარი:  ტილჭირი
ლათინური სახელი
Aconitum

აქვთ მარტივი გვირგვინისებრი, ხუთფურცლიანი ყვავილსაფარი. ზედა ფურცელი მუზარადივითაა ზემოდან წამოფარებული და შიგ ორი გრძელი სანექტრეა ჩამალული. ნაყოფი ფოთლურაა. 300-მდე სახეობა ძირითადად გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. საქართველოში გვხვდება — 6 სახეობა.

იზრდება ტყეში, სუბალპურ და ალპურ მდელოებზე. შხამიანია. შეიცავს ალკალოიდებს (აკონიტინს და სხვა). თუ თივაში შეყვა, ცხოველს მოწამლავს. ტილჭირის თითქმის ყველა სახეობა დეკორატიულია.

ლიტერატურა რედაქტირება