არგოარგონავტების ორმოცდაათნიჩბიანი გემი, რომელიც ათენას დახმარებით არგომ ააგო. მისივე სახელი ეწოდათ რჩეულ ბერძენ გმირებს, რომელნიც ამ გემით ჩავიდნენ კოლხეთში იასონის მეთაურობით, ოქროს საწმისის წასაღებად. მოძრავ კლდეებს – სიმპლეგადებს – არგომ ათენას შემწეობით გაასწრო, მაგრამ კიჩოს ნაწილი მაინც მოემსხვრა. ლაშქრობის შემდეგ დიდხანს იდგა სანაპიროზე, მაგრამ ბოლოს დაიმსხვრა და იასონიც გასრისა. ამ გემს ჰომეროსის ეპოქაში უკვე მთელი საბერძნეთი მოწიწებით იხსენიებდა.

არგო

ლიტერატურარედაქტირება

  • აკაკი გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი, გვ. 418, „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1983
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=არგო&oldid=4276394“-დან