„Placar“ — ყოველთვიური ბრაზილიური სპორტული ჟურნალი. გამოიცემა სან-პაულუში 1970 წლიდან. ყველაზე პოპულარული და მრავალტირაჟიანი სპორტული ჟურნალი ბრაზილიაში. ჟურნალის თემატიკა მოიცავს სპორტის სხვადასხვა სახეობებს, თუმცა გამოქვეყნებული სტატიების უმრავლესობა ფეხბურთს ეძღვნება და ფაქტობრივად საფეხბურთო ჟურნალს წარმოადგენს.[1]

Placar
ტიპი: ყოველთვიური
სპორტული ჟურნალი
ფორმატი: ფართეფორმატიანი
მფლობელ(ებ)ი: Grupo Abril
გამომცემელი: Editora Abril
რედაქტორი: Rodolfo Rodrigues
მთავარი რედაქტორ(ებ)ი: Sérgio Xavier Filho
ფოტო რედაქტორი: Ricardo Corrêa Ayres
კადრები: Alexandre Batibugli
დაარსდა: 1855
ენა: პორტუგალიური
სათავო ოფისი: Av. das Nações Unidas, 7221, 7 andar, Pinheiros, São Paulo, SP, Brasil
პერიოდულობა: 110 000
ISSN: 0104-1762
საიტი: placar.com.br

ისტორია რედაქტირება

ჟურნალის პირველი ნომერი 1970 წლის 20 მარტს გამოვიდა. მის გარეკანზე გამოსახული იყო პელე ნიკეს თასით ხელში.[2]

1990 წლამდე ჟურნალი ყოველკვირეული იყო, საშუალოდ 200 ათასიანი ტირაჟით. ცალკეულ პერიოდებში მისი ტირაჟი იცვლებოდა. როგორც წესი, ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ბრაზილიის ეროვნული ნაკრები რომელიმე დიდ საფეხბურთო ტურნირზე იღებდა მონაწილეობას.

ჟურნალმა საკმაოდ მალე მოიპოვა პოპულარობა, რის შემდეგაც მისი გავლენა ბრაზილიურ ფეხბურთში მიმდინარე პროცესებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. მაგალითად, უშუალოდ მისი გავლენით მოხდა ბრაზილიის საფეხბურთო ჩემპიონატის სერია B-ს გამართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება და მისი ორგანიზება, რამაც გარკვეულწილად შეამცირა მეტისმეტად გაზრდილი ბრაზილიის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის — სერია A-ს მონაწილეთა რაოდენობა.

1987 წელს ჟურნალმა მხარდაჭერა გამოუცხადა ყველაზე ტიტულოვან კლუბებს ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციიდან გამოყოფისა და ქვეყნის საკუთარი ჩემპიონატის გამართვის ინიციატივაში.

1984 წლიდან ჟურნალმა დაიწყო სპორტის სხვა სახეობების შესახებ სტატიების პუბლიკაცია (მაგ. კრივის, ავტოსპორტის და სხვ.), რამაც მკითხველის მომატების ნაცვლად მათი კლება გამოიწვია.

1988 წლიდან ჟურნალმა შეწყვიტა თავის ფურცლებზე სხვა სპორტული მოვლენების გაშუქება.

1990 წლიდან მისი ტირაჟი მნიშვნელოვნად შემცირდა (თავიდან 125 ათასამდე, ხოლო შემდეგ დაახლ. 100 ათას ეგზემპლარამდე) და უმთავრესად ამ მიზეზით მოხდა მისი ყოველკვირეული ჟურნალიდან ყოველთვიურ ჟურნალად გადაქცევა.

1995 წლიდან Placar-ის მკითხველს პირველად მიეცა მისი გამოწერის შესაძლებლობა.[3][4][5]

2001–2003 წლებში ჟურნალი კვლავ ყოველკვირეული გახდა, ამასთან, რამდენჯერმე შეცვალა გამოცემის დღეები. თავიდან ყოველ პარასკევს გამოდიოდა, შემდეგ ყოველ სამშაბათს.

საბოლოოდ, კვლავ, გამოცემის ყოველთვიურ ფორმატს დაუბრუნდა.[6]

XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელი რედაქტირება

1999 წლის ნოემბერში Placar-მა გამოაქვეყნა XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელის საკუთარი სია.[7]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Camilla Amaral. (12 ოქტომბერი 2009) The Abril Group and Veja, leaders in the Brazilian publishing market. In a Global. ციტირების თარიღი: 29 ივლისი, 2018.
  2. Revista Placar é vendida por Grupo Abril დაარქივებული 2017-08-18 საიტზე Wayback Machine. Primeira edição da revista Placar, em 1969 / Editora Caras passará a cuidar da publicação, primeira exclusiva de futebol no país / ციტატა: „A Revista Placar foi vendida pelo Grupo Abril para a Editora Caras. Nas próximas horas, o comunicado será feito pelas duas empresas. O negócio envolve, além da Placar, outros dois títulos da editora Abril, dando sequência a um processo iniciado no ano passado, quando dez publicações da Abril já haviam tomado o rumo da Caras.“ წყარო: Por Erich Beting - São Paulo (SP) em 2 de Junho de 2015 às 10:42. Máquina do Esporte დაარქივებული 2018-07-05 საიტზე Wayback Machine. . დაარქივებულია ორიგინალიდან - 18 ივნისი, 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2 ივნისი, 2015. წაკითხვის თარიღი: 18 ივნისი, 2019.
  3. Carlos Alencar, Juca Kfouri: O Militante da Notícia, Imprensa Oficial do Estado de São Paulo, 2006, page 104. წაკითხვის თარიღი: 29 ივლისი, 2018.
  4. Placar number 1.101, Editora Abril, March 1995, page 48. წაკითხვის თარიღი: 29 ივლისი, 2018.
  5. "Clubes aprovam Paulistão 2002", Estadão.com.br, 26 დეკემბერი, 2001. წაკითხვის თარიღი: 29 ივლისი, 2018.
  6. Paulo Vinicius Coelho, Jornalismo Esportivo, Editora Contexto, 2003, page 84
  7. Placar's 100 Craques do Século · In November 1999, Placar (Brazil) published a list of the best 100 players of all time, ranked from 1 to 100 · 23 დეკემბერი, 2015. Karel Stokkermans for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 1 სექტემბერი, 2019.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Placar&oldid=4550380“-დან