ალენ ჟირესი
ალენ ჟირესი (ფრანგ. Alain Giresse [alɛ̃ ʒiʁɛs]; დ. 2 აგვისტო, 1952) — ფრანგი საფეხბურთო მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი. 2004–2005 წლებში იყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 2 აგვისტო, 1952 | ||
დაბადების ადგილი | ლანგუარანი, საფრანგეთი | ||
სიმაღლე | 163 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | შემტევი ნახევარმცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1970–1986 | ბორდო | 519 | (168) |
1986–1988 | მარსელი | 67 | (5) |
სულ | 586 | (173) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1974–1986 | საფრანგეთი | 47 | (6) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1995–1998 | ტულუზა | ||
1988 | პარი სენ-ჟერმენი | ||
1999–2000 | ტულუზა | ||
2001–2003 | ფარი რაბატი | ||
2004–2005 | საქართველო | ||
2006–2010 | გაბონი | ||
2010–2012 | მალი | ||
2013–2015 | სენეგალი | ||
2015–2017 | მალი | ||
2018–2019 | ტუნისი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
კარიერის უდიდესი ნაწილი საფეხბურთო კლუბ ბორდოში გაატარა, რომლის რიგებშიც 519 მატჩი ჩაატარა და 168 გოლი გაიტანა, რაც კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.
საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში გახდა ევროპის 1984 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული. იმდროინდელი ლეგენდარული ნაკრების ნახევარდაცვაში სწორედ ჟირესი იყო „მაგიური კვადრატის“ (Carré Magique) ერთ-ერთი წევრი, მიშელ პლატინისთან, ჟან ტიგანასთან და ლუის ფერნანდესთან ერთად.
1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 72-ე ადგილზე დასახელდა.[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ალენ ჟირესი — ფიფას ჩანაწერი[დაარქივებული]
- ალენ ჟირესის ინფო Soccerbase-ზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Placar's 100 Craques do Século · In November 1999, Placar (Brazil) published a list of the best 100 players of all time, ranked from 1 to 100 · 23 დეკემბერი, 2015. Karel Stokkermans for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 1 სექტემბერი, 2019.