ხოსე ლუის ჩილავერტი
ხოსე ლუის ფელიქს ჩილავერტ გონსალესი (ესპ. José Luis Félix Chilavert González; დ. 27 ივლისი, 1965) — პარაგვაელი ფეხბურთელი, მეკარე. სამჯერ იყო IFFHS-ის მსოფლიოს საუკეთესო მეკარის ჯილდოს მფლობელი.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ხოსე ლუის ფელიქს ჩილავერტ გონსალესი | ||
დაბადების თარიღი | 27 ივლისი, 1965 | ||
დაბადების ადგილი | ლუკე, პარაგვაი | ||
სიმაღლე | 189 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მეკარე | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1980–1982 | სპორტივო ლუკენიო | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1982–1984 | სპორტივო ლუკენიო | 67 | (4) |
1984–1985 | გუარანი | 19 | (1) |
1985–1988 | სან-ლორენსო | 122 | (0) |
1988–1991 | რეალ სარაგოსა | 79 | (1) |
1991–2001 | ველეს სარსფილდი | 236 | (36) |
2001–2003 | სტრასბური | 50 | (0) |
2003 | პენიაროლი | 15 | (4) |
2003–2004 | ველეს სარსფილდი | 6 | (0) |
ეროვნული ნაკრები | |||
1989–2003 | პარაგვაი | 74 | (8) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ჩილავერტი ცნობილი იყო, როგორც თავისუფალი სტანდარტების კარგი შემსრულებელი და ხშირად ურტყამდა პენალტებს. მან გაიტანა 62 გოლი თავის პროფესიონალურ კარიერაში, მათ შორის ბევრი იყო გადამწყვეტი. მან რვაჯერ გაიტანა ნაკრების მაისურით. 4 გოლი ნაკრების შემადგენლობაში გაიტანა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე. ის იყო პირველი პროფესიონალი მეკარე, რომელსაც ყველაზე მეტი გოლი ჰქონდა გატანილი, ვიდრე არ აჯობა ბრაზილიელმა მეკარემ როჯერიო სენიმ.
ჩილავერტი ასევე ცნობილი იყო თავისი ექსცენტრიული ხასიათით და გამოირჩეოდა სიფიცხით, რის გამოც ბევრჯერ მოსვლია მას დაპირისპირება. ყველაზე ცნობილი დაპირისპირება იყო 1997 წელს, როდესაც გააძევეს კოლუბმიელ თავდამსხმელ ფაუსტინო ასპრილიასთან ჩხუბის გამო.
1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 96-ე ადგილზე დასახელდა.[1]
სანაკრებო სტატისტიკა
რედაქტირებანაკრები | წელი | მატჩი | გოლი |
---|---|---|---|
პარაგვაი | 1989 | 2 | 1 |
1990 | 0 | 0 | |
1991 | 6 | 0 | |
1992 | 0 | 0 | |
1993 | 10 | 1 | |
1994 | 0 | 0 | |
1995 | 0 | 0 | |
1996 | 7 | 1 | |
1997 | 9 | 1 | |
1998 | 10 | 0 | |
1999 | 3 | 0 | |
2000 | 13 | 2 | |
2001 | 7 | 2 | |
2002 | 5 | 0 | |
2003 | 2 | 0 | |
ჯამში[2] | 74 | 8 |
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- გუარანი
- პარაგვაის პრიმერადივიზიონი: 1984
- ველეს სარსფილდი
- არგენიტინის პრიმერა დივიზიონი: 1993 კლაუსურა, 1995 აპერტურა, 1996 კლაუსურა, 1998 კლაუსურა
- ლიბერტადორესის თასი: 1994
- საკონტინენტთაშორისო თასი: 1994
- კოპა ინტერამერიკანა: 1994
- სუპერკოპა სუდამერიკანა: 1996
- რეკოპა სუდამერიკანა: 1997
- სტრასბური
- საფრანგეთის თასი: 2001
- პენიაროლი
- ურუგვაის პრიმერა დივიზიონი: 2003
ინდივიდუალური
რედაქტირება- არგენტინის ჩემპიონატის წლის საუკეთესო მოთამაშე: 1996
- სამხრეთ ამერიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელი: 1996
- IFFHS-ს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე: 1995, 1997, 1998
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Placar's 100 Craques do Século · In November 1999, Placar (Brazil) published a list of the best 100 players of all time, ranked from 1 to 100 · 23 დეკემბერი, 2015. Karel Stokkermans for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 1 სექტემბერი, 2019.
- ↑ "José Luis Félix Chilavert – International Appearances". RSSSF. ციტირების თარიღი: 10 დეკემბერი, 2021.