ჟან-ჟაკ რუსო

(გადამისამართდა გვერდიდან რუსო, ჟან-ჟაკ)

ჟან-ჟაკ რუსო (ფრანგ. Jean-Jacques Rousseau; დ. 28 ივნისი, 1712, ჟენევა — გ. 2 ივლისი, 1778, პარიზი) — ფრანგი კომპოზიტორი, ფილოსოფოსი და განმანათლებელი, რომლის ნაშრომებმა და პოლიტიკურმა იდეებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საფრანგეთის რევოლუციაში. მისმა პოლიტიკურმა იდეებმა ხელი შეუწყო სოციალიზმის ჩამოყალიბებას და ნაციონალიზმის გავრცელებას. რუსომ ასევე დიდი წვლილი შეიტანა მუსიკაში, როგორც თეორეტიკოსმა, ასევე კომპოზიტორმა. „აღსარების“ დაწერის შემდეგ მან პრქტიკულად საფუძველი ჩაუყარა ბიოგრაფიას, როგორც ლიტერატურულ ჟანრს. შემდგომში მისი იდეები განავრცეს ჰეგელმა და ფროიდმა.

ჟან-ჟაკ რუსო
დაბადების თარიღი 28 ივნისი, 1712
ჟენევა
გარდაცვალების თარიღი 2 ივლისი, 1778
პარიზი
საქმიანობა ფილოსოფოსი, კომპოზიტორი, განმანათლებელი
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბავშვობა

რედაქტირება

წარმოშობით რუსო პროტესტანტულ ქალაქ ჟენევიდან იყო. დაბადებისთანავე ჟან-ჟაკმა დედა, სუზანა, დაკარგა. მისი მამა ისააკ რუსო (1672 - 1747), რომელიც მესაათე და ცეკვის მასწავლებელი იყო, მძიმედ განიცდიდა საყვარელი მეუღლის დაკარგვას. ჟან-ჟაკი სახლში ყველასათვის საყვარელი იყო. უკვე შვიდი წლის ასაკში იგი დიდი გულმოდგინებით კითხულობდა ისტორიულ წიგნებს, განსაკუთრებით კი - პლუტარქეს. ბავშვობაში მას თავი ანტიკურ გმირად წარმოედგინა.

რუსო იძულებული იყო ადრეული ასაკიდანვე მუშაობით ერჩინა თავი. 1725 წელს მან საათების გრავირების შესწავლა დაიწყო. მოგვიანებით სინანულით აღნიშნავდა, ჟენეველი მდაბიო მესაათის ხვედრზე მეტად, რომელი ხვედრი უფრო შემეფერებოდაო.[1] თვითდამკვიდრებისთვის რუსო შინამასწავლებლობას, მდივნობას, მთარგმენლობას და კომპოზიტორობას შეეცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. 1742 წლის 22 აგვისტოს რუსომ პარიზის აკადემიას თავისი ნაშრომი - „პროექტი სამუსიკო ჩანაწერების შესახებ“ წარუდგინა. ზომიერი, არც თუ ისე მწვავე ნაშრომი 1743 წელს დაბეჭდეს.[2] შემდეგ პარიზის გარეუბანში დასახლდა. პარიზში მან კონკურსში მიიღო მონაწილეობა და წარადგინა თავისი ფილოსოფიური ტრაქტატი „მსჯელობა, მეცნიერებისა და ხელოვნებათა გამო“ – ამ ნაშრომმა კი მას საქვეყნო აღიარება მოუტანა. შემდეგ 1754 წელს რუსომ გამოსცა თხზულება „მსჯელობანი ადამიანთა შორის უთანასწორობის წარმოშობასა და საფუძველზე“. შემდეგ 1762 წელს გამოსცა „პოლიტიკური ტრაქტატი საზოგადოებრივი ხელშეკრულების შესახებ, ანუ პოლიტიკური სამართლის პრინციპები“. 1762 წელს დაწერა: „ჟიული, ანუ ახალი ელიოზა“ – რითაც ჟან-ჟაკ რუსომ სათავე მისცა ახალ ლიტერატურულ მიმდინარეობას – სენტიმეტალიზმს. ჟან-ჟაკ რუსოს მიერ დაწერილმა პედაგოგიურმა რომანმა „ემილი, ანუ აღზრდის შესახებ“ – საფუძველი ჩაუყარა ახალ პედაგოგიურ აზროვნებას. რუსოს აზრით აღზრდამ ადამიანს უნდა შთაუნერგოს მაღალი გრძნობები და საზოგადოებას მისცეს სასარგებლო ადამიანი. შეიარაღებული თავდასხმის გამო ისააკი იძულებული გახდა მეზობელ კანტონაში გაქცეულიყო, სადაც მეორეჯერ იქორწინა. ჟან-ჟაკი ჟენევაში დარჩა და სწავლა დაიწყო ნოტარიუსთან. მუშაობის დროსაც კი იგი განაგრძობდა წიგნების კითხვას. შემდგომ, როგორც საკუთარ წიგნ „აღსარებაში“ აღიარებს რუსო ახალგაზრდობაში ხშირად იტყუებოდა და იპარავდა. კვირაობით იგი ქალაქიდან გადიოდა, საიდანაც გვიან ბრუნდებოდა, მაშინ როდესაც კარები უკვე დაკეტილი იყო, ამიტომაც მას ხშირად უწევდა ღია ცის ქვეშ ღამის გათენება. 16 წლის ასაკში, 1728 წლის 14 მარტს მან გადაწყვიტა ქალაქი დაეტოვებინა.

ახალგაზრდობა

რედაქტირება

ჟან-ჟაკ რუსოს ახალგაზრდობამ სკანდალებითა და თავგადასავლებით ჩაიარა. მოგვიანებით რუსო ამაზე ხატოვნად წერდა თავის „აღსარებაში“, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა. 1741 წელს პარიზის გარეუბანში დასახლდა და ცდილობდა, თავი დრამატურგიით ერჩინა. პარიზში ის დაუკავშირდა განმანათლებლებს. მან დიდროს რჩევით დიჟონის აკადემიის კონკურსში წარადგინა ნაშრომი „მსჯელობანი ადამიანთა შორის უთანასწორობის წარმოშობასა და საფუძველზე“. ამ ნაშრომით მან უთანასწორობის გამომწვევ მიზეზად დაასახელა კერძო საკუთრება. „განსჯა ხელოვნებისა და მეცნიერების შესახებ“ (1750) რომელიც ადამიანის ბუნებრივ მხარეს ადიდებდა და XVIII საუკუნის საფრანგეთის უკიდურესად ხელოვნურ საზოგადოებას უპირისპირდებოდა, რუსოს საქვეყნოდ გაუთქვა სახელი. 1762 წელს რუსომ თავისი პირველი რომანი „ემილი“ და ნაშრომი „საზოგადოებრივი ხელშეკრულების შესახებ“ გამოაქვეყნა. ტრაქტატში რუსომ ჩამოაყალიბა დემოკრატიული რესპუბლიკის და ხალხის სუვერენიტეტის იდეები. ნაშრომმა, რევოლუციური განწყობილების გამო, ხელისუფლების წყრომა გამოიწვია. რუსომ თავი შვეიცარიას, შემდეგ კი ინგლისს შეაფარა. მისი იდეებით სულდგმულობდა ფრანგული რევოლუცია. რუსოს აზრით ადამიანები ერთმანეთის თანასწორნი და თავისუფალნი იბადებიან. მათი ბუნებრივი გაერთიანება ოჯახია. იგი აღნიშნავდა, რომ არც ერთ ადამიანს თავის მსგავსზე ძალაუფლების გავრცელების უფლება ბუნებით არ აქვს მინიჭებული, ამიტომ ხელისუფლება არა მონარქს, არამედ მთელ ხალხს უნდა ეკუთვნოდეს. რუსო ქონების გათანასწორების მომხრე იყო. იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა აღზრდას.

1761 წელს დაწერა რომანი „ჟიული ანუ ახალი ელიოზა“, რომლითაც სათავე დაუდო ლიტერატურულ მიმდინარეობა სენტიმენტალიზმს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
  1. რუსო, ჟ, მსჯელობა მეცნიერებისა და ხელოვნების შესახებ, აგორა, თბილისი, 2014, გვ 133, ISBN 978-9941-9283-4-5
  2. იქვე, გვ. 134


    
განმანათლებლობა
განმანათლებლები ქვეყნების მიხედვით
ავსტრია: იოზეფ II | ლეოპოლდ II | მარია ტერეზია
დანია-ნორვეგია: ლუდვიგ ჰოლბერგი | იენს შილდერუპ სნეედორფი | იოჰან ფრიდრიხ შტრუენზეე | ეგერტ ოლაფსონი
საფრანგეთი: პიერ ბეილი | ფონტენელი | მონტესკიე | ფრანსუა კენი | ვოლტერი | ბიუფონი | ჟან-ჟაკ რუსო | დენი დიდრო | ჰელვეციუსი | ჟან დ'ალამბერი | ბარონ დ'ოლბახი | მარკიზ დე სადი | კონდორსე | ანტუან ლავუაზიე | ოლიმპია დე გუგესი | იხ. აგრეთვე: ფრანგი ენციკლოპედისტები
გერმანია: ერჰარდ ვაიგელი | გოტფრიდ ვილჰელმ ფონ ლაიბნიცი | ფრიდრიხ II | იმანუელ კანტი | გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგი | თომას აბტი | იოჰან გოტფრიდ ჰერდერი | ადამ ვაისჰაუპტი | იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე | ფრიდრიხ შილერი | კარლ ფრიდრიხ გაუსი | იხ. აგრეთვე: გერმანული კლასიციზმი
დიდი ბრიტანეთი: ტომას ჰობზი | ჯონ ლოკი | ისააკ ნიუტონი | სემუელ ჯონსონი | დევიდ ჰიუმი | ლორდი მონბოდო | ადამ სმითი | თომას პეინი | ჯონ უილქსი | ედმუნდ ბურკე | ედუარდ გიბონი | ჯეიმზ ბოსუელი | ჯერემი ბენტჰემი | მერი უოლსტოუნკრაფტი | იხ. ასევე: შოტლანდიური განმანათლებლობა
იტალია: ჯანბატისტა ვიკო | ჩეზარე ბეკარია
ნიდერლანდები: ჰუგო გროტიუსი | ბარუხ სპინოზა
პოლონეთი: სტანისლავ ლეშჩინსკი | სტანისლავ კონარსკი | სტანისლავ აუგუსტ პონიატოვსკი | იგნაცი კრასიცკი | ჰუგო კოლოტაი | იგნაცი პოტოცკი | სტანისლავ სტასიცკი | იან სნიადეცკი | იეჯეი სნიადეცკი | ვოიცეხ ბოგუსლავკი | ფრანციშეკ ბოჰომოლეცი | ფრანციშეკ სალეზი იჟიერსკი | ფრანციშეკ კარპინსკი | ფრანციშეკ დიონიზი კნიაჟნინი | ჰუგო კოლატაი | ადამ ნარუშევიჩი | იულიან ურსინ ნიემცევიჩი | სტანისლავ სტაშიჩი | სტანისლავ ტრემბეცკი | ფრანციშეკ ზაბლოცკი
რუსეთი: ეკატერინე დიდი | პეტრე დიდი | ეკატერინა დაშკოვა | მიხეილ ლომონოსოვი | ივან შუვალოვი | ნიკოლაი ნოვიკოვი | ალექსანდრ რადიშჩევი | მიხაილ შჩერბატოვი
ესპანეთი: გასპარ მელქიორ დე ხოველანოსი | ლეანდრო ფერნანდეს დე მორატინი
აშშ: ბენჯამენ ფრანკლინი | დევიდ რიტენჰაუზი | ჯონ ადამსი | ტომას ჯეფერსონი
განმანათლებლობასთან დაკავშირებული კონცეფციები
კაპიტალიზმი | სამოქალაქო თავისუფლებები | კრიტიკული აზროვნება | დეიზმი | დემოკრატია | ემპირიზმი | განათლებული აბსოლუტიზმი | თავისუფალი ბაზრები | ჰასკალა | ჰუმანიზმი | ლიბერალიზმი | ნატურფილოსოფია | რაციონალიზმი | გონი | Sapere aude | მეცნიერება | სეკულარიზმი