ჟან ლერონ დ’ალამბერი
ჟან ლერონ დ’ალამბერი (ფრანგ. Jean Le Rond d'Alembert; დ. 16 ნოემბერი, 1717, პარიზი ― გ. 29 ოქტომბერი, 1783, პარიზი) — ფრანგი მათემატიკოსი და ფილოსოფოსი, ენციკლოპედისტი, პარიზის (1754) და მრავალი სხვა მეცნიერებათა აკადემიის წევრი.
ჟან ლერონ დ’ალამბერი | |
---|---|
ფრანგ. Jean le Rond D'Alembert | |
დაბ. თარიღი | 16 ნოემბერი, 1717[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] |
დაბ. ადგილი | პარიზი[10] [2] [3] [4] [6] [11] |
გარდ. თარიღი | 29 ოქტომბერი, 1783[1] [2] [3] [12] [4] [13] [5] [6] [7] [8] [9] (65 წლის) |
გარდ. ადგილი | პარიზი[10] [2] [12] [4] [6] |
დასაფლავებულია | Catacombs |
მოქალაქეობა |
საფრანგეთი[14] [11] საფრანგეთის სამეფო |
საქმიანობა | ფილოსოფოსი[4] , მათემატიკოსი[4] [8] , ფიზიკოსი[4] [8] , მუსიკოლოგი, მთარგმნელი[4] , მწერალი[15] , მუსიკის თეორეტიკოსი, ენციკლოპედისტი[4] , ინჟინერი, ასტრონომი, ლექსიკოგრაფი და ინტელექტუალი |
ალმა-მატერი | პარიზის უნივერსიტეტი და ოთხი ერის კოლეჯი[16] |
განთქმული მოსწავლეები | პიერ სიმონ ლაპლასი |
მამა | Léopold Philippe d'Arenberg[17] |
დედა | Claudine Guérin de Tencin[2] [3] [18] |
ჯილდოები | სამეფო საზოგადოების წევრი და ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი[19] |
ხელმოწერა | |
1751–1757 წლებში დენი დიდროსთან ერთად მუშაობდა „მეცნიერებათა, ხელოვნებათა და ხელობათა ენციკლოპედიის“ შექმნაზე. დ’ალამბერმა პირველმა ჩამოაყალიბა (1743) ნებისმიერი მატერიალური სისტემის მოძრაობის დიფერენციალური განტოლებათა შედგენის ზოგადი წესები, რითაც დინამიკური ამოცანები სტატიკურ ამოცანებზე დაიყვანა (დ’ალამბერის პრინციპი). დიფერენციალურ განტოლებათა თეორიაში მისმა და შემდგომ ლეონარდ ეილერისა და დანიელ ბერნულის თეორიებმა საფუძველი ჩაუყარეს მათემატიკურ ფიზიკას. დ’ალამბერისა და ლეონარდ ეილერის შრომებში გვხვდება განტოლებები, რომლებიც ამჟამად კოში–რიმანის განტოლებების სახელს ატარებს. მწკრივთა თეორიაში კარგად არის ცნობილი მწკრივის კრებადობის დ’ალამბერის პირობა. ალგებრაში მას ეკუთვნის ალგებრის ძირითადი თეორემის პირველი (არა სავსებით მკაცრი) დამტკიცება. დ’ალამბერმა დაამკვიდრა პლანეტების მოძრაობის შეშფოთების თეორია.
დ’ალამბერმა ფრანგული ენციკლოპედიისათვის დაწერილ შესავალ წერილში „ნარკვევი მეცნიერებათა წარმოშობასა და განვითარებაზე“ (1751) მეცნიერებათა კლასიფიკაციასთან ერთად, ფრენსის ბეკონის გავლენით, მოგვცა შემეცნების ისტორიული განვითარების ძირითადი ასპექტების მეცნიერული ანალიზი. საყურადღებოა მისი „ფილოსოფიის ელემენტები“ (1759), სადაც ჯონ ლოკის ფილოსოფიური სენსუალიზმის მიმდევარი ჩანს. სკეპტიციზმით იყო გამსჭვალული დ’ალამბერის დეისტური შეხედულებანი, იგი გამოდიოდა ღმერთის არსებობის ანტიკლერიკალური კრიტიკით და, ამასთანავე, თავისებურ სუბსტანციად მიაჩნდა იგი, რის გამოც თანმიმდევრული ათეიზმის დონემდე ვერ ამაღლდა. დეისტური ფილოსოფიური სენსუალიზმისათვის დამახასიათებელი იყო არამატერიალური ტენდენციები, რომელთა კრიტიკა ჯერ კიდევ დენი დიდროს ეკუთვნის ნაშრომში „დ’ალამბერისა და დიდროს საუბარი“ (1769). საყურადღებო გამოკვლევები ჰქონდა დ’ალამბერს მუსიკის თეორიაში და ესთეტიკაში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 М. Д'Аламбер // Энциклопедический лексикон — СПб: 1838. — Т. 15. — С. 307–308.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 Аламбер, Жан // Энциклопедический словарь / под ред. И. Е. Андреевский — СПб: Брокгауз — Ефрон, 1890. — Т. I. — С. 350.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 4.7 4.8 Roux P. d. Nouveau Dictionnaire des œuvres de tous les temps et tous les pays — 2 — Éditions Robert Laffont, 1994. — Vol. 1. — P. 55. — ISBN 978-2-221-06888-5
- ↑ 5.0 5.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 www.accademiadellescienze.it
- ↑ 7.0 7.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ 8.0 8.1 8.2 8.3 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 9.0 9.1 Педагоги и психологи мира — 2012.
- ↑ 10.0 10.1 Deutsche Nationalbibliothek Record #11850178X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 11.0 11.1 ZKM Center for Art and Media Karlsruhe — 1997.
- ↑ 12.0 12.1 Alembert, Jean le Rond d' // Encyclopædia Britannica: a dictionary of arts, sciences, literature and general information / H. Chisholm — 11 — New York, Cambridge, England: University Press, 1911. — Vol. 1. — P. 539–540.
- ↑ MacTutor History of Mathematics archive — 1994.
- ↑ Berry A. A Short History of Astronomy — London: John Murray, 1898.
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
- ↑ MacTutor History of Mathematics archive — 1994.
- ↑ Recherches sur Diderot et sur l'Encyclopédie — Aux amateurs de livres, 2012. — Vol. 47. — P. 243–289. — ISSN 0769-0886; 1955-2416
- ↑ Аламбертъ // Энциклопедический лексикон — СПб: 1835. — Т. 1. — С. 398.
- ↑ Members of the American Academy Listed by election year, 1780-1799 — AAAS.