პროპაგანდის ისტორია
პროპაგანდის ისტორია — პროპაგანდა არის კომუნიკაციის ფორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანების რწმენისა და ქცევის ჩამოყალიბებას რაიმე საკითხისადმი. როგორც წესი, ეს არ არის მიუკერძოებელი. ხშირად არის მიკერძოებული, შეცდომაში შემყვანი ან თუნდაც მცდარი, რომელის მთავარი მიზანია კონკრეტული დღის წესრიგის ან პერსპექტივის პოპულარიზაცია. პროპაგანდისტები იყენებენ სხვადასხვა ტექნიკას ხალხის მანიპულირებისთვის, მათ შორის ყალბი ფაქტების წარმოჩენას, არასწორი ინფორმაციის გასაჯაროებას და ემოციურად დატვირთული ენის გამოყენებას.
პროპაგანდას შეიძლება ჰქონდეს მრავალი ფორმა, მათ შორის პოლიტიკური გამოსვლები, რეკლამები, ახალი ამბების რეპორტაჟები და პოსტები სოციალურ მედიაში. როგორც წესი მისი მიზანია, გავლენა მოახდინოს ადამიანების დამოკიდებულებებზე და ქცევებზე, ან კონკრეტული იდეოლოგიის პოპულარიზაციის გზით, დაარწმუნოს საზოგადოება კონკრეტული ქმედების მართებულობაში. ტერმინმა პროპაგანდამ შეიძინა ძლიერი ნეგატიური კონოტაცია, მისი ძლიერი მანიპულაციური და ჟინგოისტურ მეთოდების ფონზე.
პრეცედენტი ადრეულ თანამედროვეობაში
რედაქტირებაპროპაგანდის პრიმიტიული ფორმები იყო პროვოკატორის მიერ ადამიანების ხელით საქმის კეთება, ამის შესახებ არსებობს სანდო მტკიცებულებები, ჩანაწერების სახით. ბეჰისთუნის წარწერა (დაახლ. ძვ. წ. 515), რომელიც დეტალურად ასახავს დარიოს I-ის სპარსეთის ტახტზე ასვლას, ეს ფაქტი ისტორიკოსთა უმეტესობის მიერ განიხილება, როგორც პროპაგანდის ადრეული მაგალითი.[1] ასევე არსებობს ჩანაკიას (დაახლოებით ძვ. წ. 350 - 283 წ.), პოლიტოლოგიის პროფესორის და ძველ ინდოეთში მაურიების იმპერიის პრემიერ-მინისტრის ჩანაწერები, ჩანაკიას მოსწავლემ, ჩანდრაგუპტა მაურიამ, რომელიც იყო მაურიების იმპერიის დამაარსებელი (დაახლოებით ძვ. წ. 340 – 293), გამოიყენა პროპაგანდისტული მეთოდები, ხელისუფლებაში მოსვლის დროს.[2] რომაული ისტორიოგრაფიის ყველაზე ცნობილი მოღვაწე იყო კვინტუს ფაბიუს პიქტორი (ძვ. წ. III საუკუნე). იგი საკუთარ ისტორიის წერის სტილს რომის იმპერიის ქმედებების დასაფარად იყენებდა, ძირითადად ეს ხდებოდა მასიური პროპაგანდის აგორებით, რაც საბოლოოდ გახდა რომაული ისტორიოგრაფიის განმსაზღვრელი მახასიათებელი. ადრეული პროპაგანდის კიდევ ერთი მაგალითია XII საუკუნის ნაშრომი, ირლანდიელთა ომი უცხოელებთან, დაწერილი Dál gCais-ის მიერ, მათ გამოიყენეს პროპაგანდა რათა წარმოეჩინათ თავი ირლანდიის ლეგიტიმურ მმართველებად.
პროტესტანტულმა რეფორმაციამ, რომელსაც ხელი შეუწყო სტამბის გავრცელებამ, განსაკუთრებით გერმანიაში, საფუძველი ჩაუყარა ახალ იდეებს, აზრებს და დოქტრინას, ამან საზოგადოებას მიანიჭა ახალი შესაძლებლობები, ისეთი როგორიც მათ XVI საუკუნემდე არ ჰქონიათ. სტამბა გამოიგონეს დაახლოებით 1450 წელს და სწრაფად გავრცელდა ევროპის დიდ ქალაქებში. 1517 წელს, როდესაც პროტესტანტული რეფორმაცია მიმდინარეობდა, არსებობდა სტამბა 200-ზე მეტ ევროპულ ქალაქში.[3] ეს ქალაქები გახდნენ როგორც პროტესტანტული რეფორმატორების რეფორმაციული ნაწარმოებების, ისე რომაელი კათოლიკეების მიერ წამოყენებული ანტირეფორმაციული სამუშაოების ძირითადი მწარმოებლები.
აშშ-ს კოლონიური ეპოქის განმავლობაში, რელიგიური მწერლები და სავაჭრო კომპანიები ავრცელებდნენ ტრაქტატებს, რომლებშიც მოუწოდებდნენ ხალხს რომ ამერიკაში დასახლებულიყვნენ, მაგრამ ხშირად აწყდებოდნენ რისკებსა და საფრთხეებს.[4] ამერიკის რევოლუციის ეპოქაში, ამერიკულ კოლონიებს ჰქონდათ გაზეთებისა და პრინტერების საკმაოდ წარმატებული ქსელი, რომლებიც სპეციალიზირებულნი იყვნენ კოლონიზაციების თემაზე და ლაპარაკობდნენ ამერიკელი პატრიოტების და ლოიალისტების სახელით. ყველაზე ცნობილი პუბლიკაცია იყო Common Sense, 1776 წლის ბროშურა, რომელიც შესრულებული იყო თომას პეინის მიერ, მან დიდი როლი ითამაშა დამოუკიდებლობის მოთხოვნის მკაფიოდ გამოხატვაში.[5] ხანდახან გამოიყენებოდა აშკარა დეზინფორმაცია, ბენჯამინ ფრანკლინი ავრცელებდა ცრუ ისტორიებს სენეკას ინდიელების მიერ ბრიტანელებთან კავშირის დროს ჩადენილ სისასტიკესა და მკვლელობებზე.[6] მოგვიანებით, ფედერალისტთა დოკუმენტები დაიწერა ფსევდონიმებით კონსტიტუციის სამი შემქმნელის მიერ, რათა გავლენა მოეხდინა საზოგადოების რატიფიკაციის მხარდაჭერაზე.
საფრანგეთის რევოლუციისა და ნაპოლეონის ომების დროს, ორივე მხარემ გამოიყენა პროპაგანდა, სამხედრო კამპანიების დროს, ძირითადად მედიაწიგნიერების გზით. მაგალითად, ჟირონდისტები ავრცელებდნენ წერილებს მტრის ჯარებს შორის და სთავაზობდნენ მათ ჯილდოს დეზერტირობისთვის.[7] ნაპოლეონმა განივითარა საკუთარი იმიჯი პროპაგანდის გამოყენებით, იგი გამოირჩეოდა საზოგადოების მხარდაჭერის მარტივად მოპოვებითა და სამხედრო გამარჯვებების დადებითად გამოყენებით.[8]
XXI საუკუნე
რედაქტირებაფორმები
რედაქტირებაყალბი ინფორმაცია
რედაქტირებაახალი ამბების ვებსაიტები რომლებიც აშუქებდნენ ცრუ ინფორმაციას, ძირითადად გამოიყენებოდა ხუმრობების, პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გასავრცელებლად, სოციალური მედიის გამოყენებით ვებ ტრაფიკის და მათი ეფექტის გასაძლიერებლად.[9][10][11]
სამუშაო ადგილი
რედაქტირებაინფორმაციული ტექნოლოგიების რევოლუციის შედეგად წარმოქმნილი მონაცემთა შეგროვების სიმარტივე ვარაუდობს, რომ შეიქმნა პროპაგანდის ახალი ფორმა.[12] შეძენილი მონაცემების გამოყენებაზე კონტროლის ნაკლებობამ გამოიწვია პროპაგანდის ფართო განხორციელება, რომელიც შექმნილია მენეჯერების მიერ მცირე და დიდ კომპანიებში, საავადმყოფოებში, კოლეჯებში, უნივერსიტეტებში და ა.შ. ავტორი ხაზს უსვამს პროპაგანდისტების გადასვლას დიდი ეროვნული მწარმოებლებიდან მცირე წარმოებაზე. ამავე სტატიაში ასევე აღნიშნულია პროპაგანდისტების მიერ ტრადიციული მეთოდოლოგიიდან გადახვევა, ანუ ემოციურად პროვოკაციული გამოსახულების გამოყენება ფაქტების დამახინჯებისთვის. ვარაუდობენ რომ „დამახინჯებული მონაცემების“ გამოყენება ხდებოდა ემოციების დასაძლევად. მაგალითად, იდეოლოგიურად განპირობებული ხელფასების შემცირების დასაბუთებით და ა.შ.
ერები
რედაქტირებაჩინეთი
რედაქტირებაპროპაგანდას აქტიურად იყენებს ჩინეთის კომუნისტური პარტია საზოგადოებრივი და საერთაშორისო აზრების გასავრცელებლად, საკუთარი პოლიტიკის სასარგებლოდ.[13][14] შიდა დონეზე, ეს მოიცავს აკრძალული შეხედულებების ცენზურას და ხელისუფლების სასარგებლო შეხედულებების აქტიურ კულტივირებას. ჩინეთის მთავრობის ფუნქციონირებისთვის პროპაგანდა ითვლება მთავარ, საყრდენ-მამოძრავებელ იარაღად.[15] ჩინეთში ზოგადი გამოყენების ტერმინს xuanchuan-ს (宣傳 "პროპაგანდა; საჯაროობა") შეიძლება ჰქონდეს ნეიტრალური კონოტაცია ოფიციალურ სამთავრობო კონტექსტში ან დამამცირებელი კონოტაცია არაფორმალურ კონტექსტში.[16] ზოგიერთი xuanchuan-ის კოლოკაცია ჩვეულებრივ ეხება "პროპაგანდას" (მაგ. xuānchuánzhàn 宣传战 "პროპაგანდის ომს"), ხოლო სხვები კი "საჯაროობას" (xuānchuán méijiè 宣傳媒介 "მასმედია; სხვები არის amchuányu 张gunyu弮弮张战") „პროპაგანდისტი; პუბლიცისტი“).[17]
პროპაგანდის ასპექტებს ვაწუდებით ჩინეთის ისტორიის ადრეულ პერიოდებში, მაგრამ პროპაგანდა ყველაზე ეფექტური იყო XX საუკუნეში მასმედიის და ავტორიტარული მთავრობის წყალობით.[15] მაო ძედუნის ეპოქა ცნობილია სახელმწიფოს ლეგიტიმაციისა და ლიდერების პოლიტიკის მასობრივი კამპანიების მუდმივი გამოყენებით. ეს იყო ჩინეთის პირველი მთავრობა, რომელმაც წარმატებით გამოიყენა თანამედროვე მასობრივი პროპაგანდის ტექნიკები, ისინი ადაპტირებულნი იყვნენ ქვეყნის საჭიროებებზე, რაშიც ძირითადად სოფლები და გაუნათლებელი მოსახლეობა მოიაზრებოდა.[15] კონფუცის ინსტიტუტების გახსნა და ჩინეთში სასწავლო პროგრამების უზრუნველყოფა უცხოელი ოფიციალური პირებისა და სტუდენტებისთვის.[18]
ენ-მარი ბრედის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირველად 1983 წელს შექმნა დანიშნულ თანამდებობის პირთა სისტემა, რომლებიც ავრცელებდნენ ინფორმაციას კრიზისის დროს, ამან მნიშვნელოვნად გააფართოვა ეს სისტემა 1990-იანი წლების შუა პერიოდში. ჩინეთის სპინი მხოლოდ უცხოელებზე იყო მიმართული, მაგრამ 1990-იან წლებში ლიდერები მიხვდნენ, რომ საზოგადოებრივი კრიზისების მართვა სასარგებლო იყო შიდა პოლიტიკისთვის, ეს მოიცავდა პროვინციული დონის ახალი ამბების კოორდინატორის ჯგუფების შექმნას და უცხოური PR ფირმების მოწვევას სემინარების ჩასატარებლად.[19]
ბრედი წერს, რომ უცხოური პროპაგანდის ჩინოვნიკებმა მინიშნებები მიიღეს ბლერის მთავრობის სპინდოქტორიდან 2000-2001 წლების შეშლილი ძროხის დაავადების კრიზისის დროს და ბუშის მთავრობის მიერ აშშ-ს მედიის გამოყენებით 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ. მისი თქმით, ტონი ბლერი გარკვეული რაოდენობით აშუქებს ნეგატიურ ინფორმაციას, ეს ხდება კრიზისის დროს, რაც სავარაუდოდ ხელს უწყობს მის გარშემო არსებული „სოციალური დაძაბულობის“ გაქრობას. იგი თვლის, რომ ინფორმაციის მენეჯერებმა ჩინეთში გამოიყენეს მსგავსი მიდგომა 2005 წლის კატასტროფების დროს, რომელიც ქვანახშირის მოპოვების დროს მოხდა.[19]
ბრედის თქმით, ჩინეთის მიერ გაწვრთნილი ოფიციალური სპიკერები(ამ შემთხვევაში პროპაგანდის მქადაგებელი ხალხი) ახლა არიან ხელმისაწვდომნი არიან ყველა ცენტრალური მთავრობის სამინისტროში, ისევე როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში, რათა გაუმკლავდნენ განვითარებულ კრიზისებს. ამ სპინ დოქტორებს კოორდინაციას უწევს და ამზადებს საგარეო პროპაგანდის ოფისი ე.წ. სახელმწიფო საბჭოს საინფორმაციო სამსახური.[19]
2009 წლის ივლისის ურუმიჩის არეულობის დროს, კომუნისტური პარტიის წარმომადგენლები სწრაფად გადავიდნენ საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიაზე. Newsweek-ის თანახმად, პარტიის ოფიციალურმა პირებმა მიიჩნიეს, რომ ბოლო არეულობებმა ჩინეთის გლობალური იმიჯის შელახვის საფრთხე შეუქმნა, აქედან გამომდინარე პარტიის წევრებმა გაიარეს საზოგადოებასთან ურთიერთობის პროგრამა, რომელიც მოიცავდა მთავრობის მოვლენების ოფიციალური ვერსიის სწრაფად გავრცელებას, ასევე უცხოელი ჟურნალისტების გადაყვანას დაზარალებულ რაიონებში. ახალი ტექნოლოგიების ზრდამ, როგორიცაა ელექტრონული ფოსტა და SMS, აიძულა CCP-ის ხელი შეეწყო სპინინგისათვის.
იმის მაგივრად, რომ პარლამენტი ცდილობდეს მედიის ჩაკეტვას, როგორც 2008 წლის ტიბეტის არეულობის დროს, პარტიამ გამოიყენა უფრო მწვავე ტექნიკის სერია, რათა გავლენა მოეხდინა ჩინეთიდან გასულ ინფორმაციაზე. ურუმჩიში ტრაგედიის მეორე დღეს, სახელმწიფო საბჭოს საინფორმაციო ოფისმა შექმნა სინძიანის საინფორმაციო ოფისი, რათა დაეხმარებოდა უცხოელ ჟურნალისტებს. მან მოიწვია უცხოური მედია სინძიანგში, რათა დაეთვალიერებინათ არეულობის ზონები, ისინი ეწვივნენ საავადმყოფოებს და თავად შეაფასეს სიტუაცია. ჟურნალისტებს ასევე გადაეცათ დისკები რომლებზეც ფოტოები და სატელევიზიო კლიპები იყო ჩაწერილი. „ისინი ცდილობენ მაქსიმალურად გააკონტროლონ უცხოელი ჟურნალისტები ამ უფრო დახვეწილი პიარ-სამუშაოს გამოყენებით, ვიდრე აუკრძალონ მათ ჩარევა“, ამბობს პროფესორი Xiao Qiang.[20]
აშშ
რედაქტირებანარკომანიის საწინააღმდეგო ეროვნული ახალგაზრდული მედია კამპანია თავდაპირველად ამოქმედდა 1988 წლის ნარკოტიკების ლიდერობის ეროვნული კანონით [21][22], ხოლო ახლა ამოქმედებს ნარკომანიის კონტროლის ეროვნული პოლიტიკის ოფისი, 1998 წლის ნარკოტიკების თავისუფალი მედიის კამპანიის კანონის მიხედვით.[23] შიდა პროპაგანდისტული კამპანია, რომლის მიზანია ზეგავლენა მოახდინოს საზოგადოებისა და საინფორმაციო მედიის დამოკიდებულებაზე ნარკომანიასთან დაკავშირებით, ამასთანავე შეამციროს ახალგაზრდების მიერ ნარკოტიკების მოხმარება და მათზე დამოკიდებულება, შეერთებულ შტატებში.[24][25] მედია კამპანია თანამშრომლობს ორგანიზაციასთან, სახელად: „ნარკოტიკებისგან თავისუფალი ამერიკა“, გარდა ამისა სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.[26]
მოწევის საწინააღმდეგო კამპანიები, რომლებიც ფუნქციონირებდა ამერიკის შეერთებულ შტატებში 1999-2000 წლებში, სახელმწიფოს მიერ იყო დაფინანსებული, რათა ახალგაზრდა მწეველთა რაოდენობა შეემცირებინათ.[27] მოწევის საწინააღმდეგო კამპანიის შექმნის ძირითადი მიზეზი იყო შეერთებულ შტატებში შეემცირებინათ მოსაწევი საშუალების მოხმარება 12-17 წლის ასაკის ახალგაზრდებში.[28] 2004 წლის თებერვალში მოწევის საწინააღმდეგო კამპანიამ, სახელად: „სიმართლე“-მ შექმნა სატელევიზიო რეკლამები და გააშუქა ყველაზე რეიტინგულ ტელეარხებში, რათა ახალგაზრდებისთვის მოსაწევი საშუალების მიერ გამოწვეული საფრთხე ეჩვენებინა.[27]სატელევიზიო კამპანიამ გამოიყენა პროვოკაციული ტაქტიკა თამბაქოს ახალგაზრდა მოხმარებლების რაოდენობის შესამცირებლად და თამბაქოს ინდუსტრიის მიმართ დამოკიდებულების შესაცვლელად.[27]
2002 წლის დასაწყისში აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა წამოიწყო საინფორმაციო ოპერაცია, რომელიც მოიხსენიება როგორც პენტაგონის სამხედრო ანალიტიკოსების პროგრამა.[29] ოპერაციის ძირითადი მიზანი იყო გავრცელებულიყო ერაყის ადმინისტრაციების აზრები, გადამდგარი მეთაურების მიერ სხვადასხვა სახის გამოსვლებზე, სადაც ისინი წარმოჩენილები იქნებოდნენ როგორც დამოუკიდებელი ანალიტიკოსები.[30] 2008 წლის 22 მაისს, მას შემდეგ რაც ეს პროგრამა გამოქვეყნდა The New York Times-ში, პალატამ მიიღო ცვლილება, რომელიც უშუალოდ კრძალავდა შიდა პროპაგანდას, ცვლილება კანონში შევიდა როგორც მუდმივი და ის დღემდე მოქმედებს, სამხედრო ავტორიზაციის კანონპროექტში.[31]
გაზიარებული ღირებულებების ინიციატივა იყო საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა „ახალი“ ამერიკის ჩვენებას მუსლიმებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, იმის წარმოჩენით, რომ ამერიკელი მუსულმანები ცხოვრობდნენ ბედნიერად და თავისუფლად, დევნის გარეშე, 11 სექტემბრის შემდგომ.[32] შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული კამპანიამ შექმნა საზოგადოებასთან ურთიერთობის ფრონტ ჯგუფი, რომელიც ცნობილია როგორც ამერიკელ მუსლიმთა საბჭო(CAMU). კამპანია დაიყო ეტაპებად, რომელთაგან პირველი შედგებოდა ხუთი მინი-დოკუმენტური ფილმისგან ტელევიზიისთვის, რადიოსათვის და ბეჭდვითი საერთო ღირებულებების შეტყობინებებით ძირითადი მუსლიმური ქვეყნებისთვის.[33]
რუსეთი
რედაქტირებავლადიმირ პუტინის რუსეთი დღემდე "ცოცხალს ამყოფებს" საბჭოთა სტილის პროპაგანდის ტრადიციებს. 2005 წლის აპრილში მან ეროვნულ ტელევიზიაში განაცხადა, რომ სსრკ-ს განადგურება იყო "მეოცე საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა."[34] 2005 წელს მან დააარსა "Russia Today", რომელსაც ახლა მოიხსენიებენ როგორც RT, ინგლისური, ესპანური და არაბული ტელეარხები, რომლებიც დაფინანსებულია მთავრობის მიერ და შექმნილია „რბილი ძალის“ ინსტრუმენტად ფუნქციონირებისთვის, ეს გააუმჯობესებს რუსეთის იმიჯს საზღვარგარეთ და დაუპირისპირდება ანტირუსულ მიკერძოებას, რომელსაც რუსეთი ხედავს დასავლურ მედიაში. RT-ის რუბლის ბიუჯეტი 2013–14 წლებში იყო 300 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი, შესადარებლად რომ ვთქვათ, BBC-World Service Group-ის ბიუჯეტი, იმ დროისთვის შეადგენდა 367 მილიონი აშშ დოლარს. RT-ს აქვს ამერიკული არხი, რომელიც მდებარეობს ვაშინგტონში, ხოლო 2014 წელს გახსნა ბრიტანული არხი, რომელიც მდებარეობს ლონდონში. თუმცა რუბლის მკვეთრმა ვარდნამ აიძულა იგი დროებით გადაედო გერმანული და ფრანგული არხების შექმნა. ამავდროულად, ჩინეთმა და ირანმა მიბაძა რუსეთს და შექმნა საკუთარი ინგლისურენოვანი არხები.[35]
ჟურნალისტიკის ექსპერტი ჯულია იოფი ამტკიცებს, რომ RT გახდა ყოფილი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის კონფრონტაციული საგარეო პოლიტიკის გაფართოება, მასში გამორჩეულნი იყვნენ „ექსპერტები“, როგორიცაა რუსი ისტორიკოსი, რომელმაც იწინასწარმეტყველა შეერთებული შტატების გარდაუვალი დაშლა, ვენესუელის პრეზიდენტის უგო ჩავესის ბომბასტური გამოსვლების გადაცემა. ეთერში გავიდა რეკლამა რომელშიც ნაჩვენები იყო ბარაკ ობამას და მაჰმუდ აჰმადინეჟადის შეხვედრა. ამასთანავე რუსეთმა ცრუ ინფორმაცია გამოაქვეყნა ამერიკელი უსახლკაროების შესახებ, რომლებზეც არცერთ სანდო წყაროში არ არის მოხსენებები.[36]
კრიტიკოსები აიდენტიფიცირებენ პუტინის ირგვლივ არსებულ პიროვნების კულტს, რომელიც ცნობილია როგორც პუტინიზმი. კესიდეი და ჯონსონი ამტკიცებენ, რომ 1999 წელს პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მან ხალხში დანერგა თაყვანისცემა, ისეთი როგორიც რუსეთს არ უნახავს სტალინის დროიდან მოყოლებული. მისი მიღწევებისა და პიროვნული ატრიბუტებისადმი პატივისცემამ დატბორა ყველა მედიის საღი აზროვნება.[37] კრიტიკოსი ამბობს რომ კულტი სწრაფად გავრცელდა 2002 წელს და ხაზს უსვამს პუტინის სიმტკიცეს, ჯანმრთელობას, ახალგაზრდობასა და გამბედაობას, რომელიც დროთა განმავლობაში "შეარბილა" ხალხის მხარდაჭერამ. როსი ასკვნის: „პუტინის პიროვნების მინი კულტის განვითარება დაფუძნებული იყო მასში არსებულ ძლიერ პიროვნებაზე.[38]
პუტინის მთავრობამ დახურა თითქმის ყველა დამოუკიდებელი სატელევიზიო მედია, ამავდროულად დაუშვა რამდენიმე მცირე კრიტიკული გაზეთებისა და ვებსაიტების არსებობა.[39] სასკოლო სახელმძღვანელოები მკვეთრად შეცვალეს, რათა მოსწავლეებს ესწავლათ რუსული ისტორიული განვითარების განსაკუთრებული თვისებები და ის თუ როგორი კარგია პუტინი და როგორ ხელმძღვანელობს პუტინი დიდადი რუსული ტრადიციებით.[40]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Nagle, D. Brendan (2009). The Ancient World: Readings in Social and Cultural History. Pearson Education, გვ. 133. ISBN 978-0-205-69187-6.
- ↑ Boesche, Roger. "Kautilya's Arthasastra on War and Diplomacy in Ancient India", The Journal of Military History 67 (pp. 9–38), January 2003.
- ↑ Mark U. Edwards, Printing Propaganda and Martin Luther 15; Louise W. Holborn, "Printing and the Growth of a Protestant Movement in Germany from 1517 to 1524", Church History, 11, no. 2 (1942), 123.
- ↑ Susan A. Brewer, "Propaganda", in The Oxford Companion to United States History, ed. Paul S. Boyer (Oxford/NY: Oxford University Press, 2001), 625.
- ↑ Russ Castronovo, Propaganda 1776: Secrets, Leaks, and Revolutionary Communications in Early America (2014) excerpt
- ↑ Hoax: Franklin's Forgery | JHU Press en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-25. ციტირების თარიღი: 2018-09-07
- ↑ David Welch, "Introduction: Propaganda in Historical Perspective", in Propaganda and Mass Persuasion: A Historical Encyclopedia, 1500 to the Present, eds. Nicholas J. Cull et al. (Santa Barbara, Cal.: ABC-CLIO, 2004), xvi.
- ↑ Hanley, Wayne (2005). The Genesis of Napoleonic Propaganda 1796-1799. New York: Columbia University Press. ISBN 0-231-12456-2.
- ↑ Weisburd, Andrew; Watts, Clint (6 August 2016), "Trolls for Trump – How Russia Dominates Your Twitter Feed to Promote Lies (And, Trump, Too)", The Daily Beast, http://www.thedailybeast.com/articles/2016/08/06/how-russia-dominates-your-twitter-feed-to-promote-lies-and-trump-too.html. წაკითხვის თარიღი: 24 November 2016
- ↑ LaCapria, Kim (2 November 2016), "Snopes' Field Guide to Fake News Sites and Hoax Purveyors – Snopes.com's updated guide to the internet's clickbaiting, news-faking, social media exploiting dark side.", Snopes.com, http://www.snopes.com/2016/01/14/fake-news-sites/. წაკითხვის თარიღი: 19 November 2016
- ↑ Lewis Sanders IV (11 October 2016), "'Divide Europe': European lawmakers warn of Russian propaganda", Deutsche Welle, http://www.dw.com/en/divide-europe-european-lawmakers-warn-of-russian-propaganda/a-36016836. წაკითხვის თარიღი: 24 November 2016
- ↑ McNamara, Adam. BULL: A new form of propaganda in the digital age.. ციტირების თარიღი: 5 August 2015
- ↑ Brady, Anne-Marie (2006). „Guiding Hand: The Role of the CCP Central Propaganda Department in the Current Era“. Westminster Papers in Communication and Culture. 1 (3): 58–77. doi:10.16997/wpcc.15.
- ↑ Shambaugh, David (Jan 2007). „China's Propaganda System: Institutions, Processes and Efficacy“. China Journal. 57 (57): 25–58. doi:10.1086/tcj.57.20066240.
- ↑ 15.0 15.1 15.2 Mitter, Rana (2003). Entry on "China" in Propaganda and Mass Persuasion: A Historical Encyclopedia, 1500 to the Present. ABC-ClIO, გვ. 73–77.
- ↑ Kingsley Edney (2014), The Globalization of Chinese Propaganda: International Power and Domestic Political Cohesion, Palgrave Macmillan, pp. 22, 195.
- ↑ Translations from John DeFrancis, ed. (2003), ABC Chinese-English Comprehensive Dictionary, University of Hawaii Press, p. 1087.
- ↑ Kurlantzick, Joshua; Link, Perry (2009). „China's Modern Authoritarianism“. Wall Street Journal.
- ↑ 19.0 19.1 19.2 Brady, Anne-Marie (2008). Marketing dictatorship: propaganda and thought work in contemporary China. Rowman & Littlefield, გვ. 1.
- ↑ Hennock, Mary. "Bad Press: The Uighur riots in western China are teaching the government how to spin", 7 July 2009
- ↑ National Narcotics Leadership Act of 1988 of the Anti–Drug Abuse Act of 1988,
- ↑ Gamboa, Anthony H. (January 4, 2005), B-303495, Office of National Drug Control Policy — Video News Release, Government Accountability Office, footnote 6, page 3, http://www.gao.gov/decisions/appro/303495.pdf. წაკითხვის თარიღი: March 25, 2015 დაარქივებული March 26, 2011[Date mismatch], საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- ↑ Drug-Free Media Campaign Act of 1998 (Omnibus Consolidated and Emergency Supplemental Appropriations Act, 1999),
- ↑ Gamboa, Anthony H. (January 4, 2005), B-303495, Office of National Drug Control Policy — Video News Release, Government Accountability Office, pp. 9–10, http://www.gao.gov/decisions/appro/303495.pdf. წაკითხვის თარიღი: March 25, 2015 დაარქივებული March 26, 2011[Date mismatch], საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- ↑ Drug-Free Media Campaign Act of 1998 of the Omnibus Consolidated and Emergency Supplemental Appropriations Act, 1999,
- ↑ Office of National Drug Control Policy Reauthorization Act of 2006,
- ↑ 27.0 27.1 27.2 Farrelly, Matthew C.; Davis, Kevin C.; Duke, Jennifer; Messeri, Peter (2009-02-01). „Sustaining 'truth': changes in youth tobacco attitudes and smoking intentions after 3 years of a national antismoking campaign“. Health Education Research (ინგლისური). 24 (1): 42–48. doi:10.1093/her/cym087. ISSN 0268-1153. PMID 18203679.
- ↑ Richardson, Amanda Kalaydjian; Green, Molly; Xiao, Haijun; Sokol, Natasha; Vallone, Donna (2010-12-01). „Evidence for truth®: The Young Adult Response to a Youth-Focused Anti-Smoking Media Campaign“. American Journal of Preventive Medicine (ინგლისური). 39 (6): 500–506. doi:10.1016/j.amepre.2010.08.007. ISSN 0749-3797. PMID 21084069.
- ↑ Barstow, David. (2008-04-20) Message Machine: Behind Analysts, the Pentagon's Hidden Hand. New York Times.
- ↑ Sessions, David. (2008-04-20) Onward T.V. Soldiers: The New York Times exposes a multi-armed Pentagon message machine. Slate.
- ↑ Barstow, David. (2008-05-24) 2 Inquiries Set on Pentagon Publicity Effort. New York Times.
- ↑ Rampton, Sheldon (October 17, 2007). „Shared Values Revisited“. Center for Media and Democracy.
- ↑ „U.S. Reaches Out to Muslim World with Shared Values Initiative“. America.gov. January 16, 2003. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 18, 2011.</
- ↑ Lennon, Alexander T.J.; Kozlowski, Amanda (2008) Global Powers in the 21st Century: Strategies and Relations. MIT Press, გვ. 177–78. ISBN 978-0-262-62218-9.
- ↑ "Putin's on-air Army", TIME 16 March, 2015, pages 44–51
- ↑ Julia Ioffe, "What Is Russia Today? A Kremlin propaganda outlet has an identity crisis," Columbia Journalism Review (2010) 49#3 pp 44–49 online
- ↑ Julie A. Cassiday, and Emily D. Johnson. "Putin, Putiniana and the question of a post-Soviet cult of personality." Slavonic and East European Review (2010): 681–707. in JSTOR
- ↑ Ross, Cameron (2004). Russian Politics Under Putin. Manchester UP, გვ. 26. ISBN 978-0-7190-6801-0.
- ↑ Ostrow, Joel (2012). Politics In Russia: A Reader. CQ Press, გვ. 470–71. ISBN 978-1-60871-650-0.
- ↑ Miguel Vázquez Liñán, "History as a propaganda tool in Putin's Russia," Communist and Post-Communist Studies