ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლეგიტიმაცია, ლეგიტიმურობაპოლიტიკურ მეცნიერებაში, მმართველობის კანონის ან რეჟიმის უფლებრივი აღიარება და მიღება. იმისდა მიუხედავად, რომ ავტორიტეტი განსაზღვრავს მთავრობაში დამკვიდრებულ კონკრეტულ პოზიციას, ტერმინი ლეგიტიმაცია ნიშნავს მმართველობას, სადაც მმართველი სისტემა ანაწილებს „გავლენის სფეროს“. უფლებამოსილი განიხილება, როგორც ლეგიტიმური და აქვს უფლება გამოიყენოს საკუთარი ძალა რათა მართოს. პოლიტიკური ლეგიტიმაცია განიხილება მმართველობის ძირითად პირობად, რომლის გარეშეც მთავრობა შედის საკანონმდებლო ჩიხში და საბოლოოდ კოლაფსს განიცდის. პოლიტიკურ სისტემებში, სადაც ეს ასე არ არის, არაპოპულარული რეჟიმები გადარჩენას ახერხებენ, რადგან ისინი ლეგიტიმურად არიან მიჩნეული და მხარდაჭერილი მცირე, გავლენიანი ელიტის მიერ.[1] ჩინეთის პოლიტიკურ ფილოსოფიაში, ჟო დინასტიის ისტორიული პერიოდიდან (ძვ. წ. 1046-256), მმართველისა და მთავრობის პოლიტიკური ლეგიტიმურობა გამომდინარეობდა ცათა მანდატიდან, ხოლო უსამართლო მმართველები, რომლებმაც დაკარგეს ხსენებული მანდატი, კარგავდნენ ხალხის მმართველობის უფლებასაც.

ჯონ ლოკი

მორალურ ფილოსოფიაში, ტერმინი ლეგიტიმაცია ხშირად დადებითად არის განმარტებული, როგორც ნორმატიული სტატუსი, რომელსაც მართული ხალხი ანიჭებენ თავიანთ მმართველ ინსტიტუტებს, სამსახურებსა და მოქმედებებს, იმ მოსაზრებით, რომ მათი მოქმედებები არის კანონიერად დადგენილი, მთავრობის მიერ ძალაუფლების შესაბამისი გამოყენება.[2]

განმანათლებლობის შესახებ - ბრიტანელმა სოციალურმა ფილოსოფოსმა ჯონ ლოკმა (1632–1704) თქვა, რომ პოლიტიკური ლეგიტიმაცია გამომდინარეობს მმართველობაში ხალხის აშკარა და ნებაყოფლობით თანხმობაზე: „მეორე ტრაქტატის არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ მთავრობა არ არის ლეგიტიმური, თუ იგი არ განხორციელდება მართულთა თანხმობით.“[3] გერმანელმა პოლიტიკურმა ფილოსოფოსმა დოლფ სტერნბერგერმა თქვა, რომ „ლეგიტიმაცია არის ისეთი მთავრობის საფუძველი, რომელიც ხორციელდება, მთავრობის მხრიდან იმის გაანალიზებით, რომ მას აქვს მმართველობის უფლება და ეს უფლება აღიარებულია მის მმართველობის ქვეშ მოქცეული საზოგადოებით.“[4] ამერიკელმა პოლიტიკურმა სოციოლოგმა სეიმურ მარტინ ლიფსტმა თქვა, რომ ლეგიტიმაცია ასევე გულისხმობს პოლიტიკური სისტემის შესაძლებლობას, გაამჟღავნოს და შეინარჩუნოს რწმენა, რომელიც არსებული პოლიტიკური ინსტიტუტებისთვის ყველაზე შესაფერისი და ასევე სწორია საზოგადოებისთვის“.[5] ამერიკელმა პოლიტოლოგმა რობერტ დალმა ახსნა ლეგიტიმაცია, როგორც რეზერვუარი: მანამ სანამ წყალი მოცემულ დონეზეა, შენარჩუნებულია პოლიტიკური სტაბილურობა, თუ იგი დაეცემა საჭირო დონეზე დაბლა, საფრთხე ემუქრება პოლიტიკურ ლეგიტიმაციას.[1]

ლეგიტიმაცია არის „ღირებულება, რომლის მიხედვითაც რაღაც ან ვიღაც აღიარებულია და მიიღება როგორც სწორი და სათანადო“.[6] პოლიტიკურ მეცნიერებაში, ლეგიტიმურობა ჩვეულებრივ განმარტებულია, როგორც საზოგადოების მხრიდან მიღება და აღიარება მმართველი ერთეულის უფლებამოსილების შესახებ. ამის თანახმადაც, ავტორიტეტს აქვს პოლიტიკური ძალა მართოს საზოგადოება და მიიღოს მის მაგივრად გადაწყვეტილებები თანხმობისა და ურთიერთგაგების გზით და არა იძულებითი მეთოდებით. გერმანელი სოციოლოგის მაქს ვებერის მიერ აღწერილი პოლიტიკური ლეგიტიმურობის სამი ტიპია: ტრადიციული, ქარიზმატული და რაციონალურ-ლეგალური. ის დეტალურად განმარტავს თითოეულ მათგანს:

ტრადიციული ლეგიტიმურობა გამომდინარეობს საზოგადოებრივი ჩვეულებისა და ტრადიციებისგან, რომელიც ხაზს უსვამს ტრადიციის ავტორიტეტის ისტორიას. ტრადიციონალისტები ამ წესს აღიქვამენ, როგორც ისტორიულად მიღებულს, შესაბამისად ის არის უწყვეტი, რადგან ეს არის ის გზა, რომელზეც საზოგადოება ყოველთვის მიდიოდა. ამიტომ, ტრადიციული ხელისუფლების ინსტიტუტები, როგორც წესი, ისტორიულად უწყვეტია, როგორც ეს გვხვდება მონარქიასა და ტრაიბალიზმში.

ქარიზმატული ლეგიტიმაცია გამომდინარეობს ლიდერის შეხედულებებიდან და პირადი ქარიზმიდან. ეს არის ლეგიტიმაცია პიროვნებისა, რომლის ავტორიტეტული პერსონაც ხიბლავს და ფსიქოლოგიურად დომინირებს საზოგადოებაზე. მისი ქარიზმა ხალხს არწმუნებს მის ძალაუფლებაში. ქარიზმატულ მთავრობას, როგორც წესი, გააჩნია სუსტი პოლიტიკური და ადმინისტრაციული ინსტიტუტები, რადგან ისინი უფლებამოსილებას იღებენ ლიდერის პერსონიდან გამომდიანრე და როგორც წესი, ეს ძალაუფლება მალევე ქრება ლიდერის გარეშე. ამასთან, თუ ქარიზმატულ ლიდერს ჰყავს მემკვიდრე, შესაძლოა ქარიზმატული ლეგიტიმურობით მიღებული მთავრობა გაგრძელდეს.

რაციონალურ-კანონიერი ლეგიტიმურობა გამომდინარეობს ინსტიტუციური პროცედურების სისტემიდან, რომლის თანახმადაც, სამთავრობო ინსტიტუტები ადგენენ და ახორციელებენ კანონსა და წესრიგს საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. ამრიგად, საზოგადოებრივი ნდობის მეშვეობით მთავრობა იცავს კანონს, რომელიც რაციონალურ-იურიდიულ ლეგიტიმურობას ანიჭებს მას.[7]

 
ეგვიპტური ღვთიური ავტორიტეტი ჰორუსი შევარდენის სახით.

წმინდა ლეგიტიმურობა

რედაქტირება

თეოკრატიაში, მთავრობის ლეგიტიმურობა გამომდინარეობს ღვთიური ან ქალღმერთის სულიერი ავტორიტეტიდან.

ძველ ეგვიპტეში (ძვ. წ. 3150) ფარაონის (ღმერთი-მეფის) ბატონობის ლეგიტიმურობა თეოლოგიურად დამკვიდრდა დოქტრინით, რომელიც ფარაონს ასახავდა, როგორც ეგვიპტის მფარველ ღმერთს - ჰორუსს, ოსირისის ვაჟს.

 
წმინდა საყდრის გერბი, პაპის მთავრობის ადგილი

რომის კათოლიკურ ეკლესიაში მღვდელმსახურება მის ლეგიტიმაციას ღვთაებრივი წყაროდან იღებს; Roman Magisterium დოგმატურად გვასწავლის, რომ იესო ქრისტეს მიერ პეტრე მოციქულისათვის მიცემული პირობის საფუძველზე, რომის პაპი დაზღვეულია შეცდომის დაშვებისაგან, როდესაც იგი თავისი თანამდებობრივი საქმიანობის შესრულებისას როგორც მწყემსი და მასწავლებელი ყოველი ქრისტიანისა, უმაღლესი სამოციქულო ძალაუფლების ძალით, განმარტავს სარწმუნოებრივ ან მორალურ საკითხებს. რომის პაპი, როგორც მთელი ქრისტიანული ეკლესიის მეთაური და ასევე რომის ყველა მღვდელმსახური წმინდა და ლეგიტიმურია თავისი საქმის აღსრულებაში.

სამოქალაქო ლეგიტიმურობა

რედაქტირება
 
სამოქალაქო ლეგიტიმურობის ერთი საზომი არის ის, თუ ვის აქვს ხმის მიცემის უფლება. მაგ. აქვთ თუ არა ზემოთ აღნიშნული ქალებს.

სამოქალაქო მთავრობის პოლიტიკური ლეგიტიმურობა გამომდინარეობს ავტონომიურად შემადგენელი ინსტიტუტებიდან - საკანონმდებლო, სასამართლო, აღმასრულებელი, რომელიც ფუნქციონირებს ეროვნული საერთო სიკეთისთვის. სამოქალაქო საზოგადოება მთავრობას ანიჭებს ლეგიტიმურობას, რაც ხორციელდება არჩევნების გზით. ასევე არიან ისეთებიც, რომლებიც უარყოფენ სახალხო არჩევნების გზით შემოთავაზებულ ლეგიტიმურობას. აღნიშნავენ, რომ საზოგადოებრივი არჩევნების ლეგიტიმურობის ხარისხი შეიძლება მნიშვნელოვნად იყოს დამოკიდებული საარჩევნო სისტემასთან. შეერთებულ შტატებში ეს საკითხი უკანასკნელ წლებში ამოტივტივდა და ბევრი მოსაზრება გამოითქვა იმის სესახებ თუ რა ძალა აქვს ამ ტიპის არჩევნებს კენჭისყრაზე გავლენის მოხდენაზე,[8] რაც ასევე გამოიხატა 2013 წლის ხმის მიცემის უფლებების შესახებ კანონის გაუქმებით. არჩევნების შედეგად შემოთავაზებული პოლიტიკური ლეგიტიმურობის კიდევ ერთი გამოწვევა არის ის თუ რამდენად არიან მარგინალიზებული ჯგუფები ჩართულები ხმის მიცემის პროცესში. ისეთი ჯგუფები, როგორებიც არიან ქალები, ან პატიმრობაში მყოფი პირები და სხვა.

სამოქალაქო ლეგიტიმურობას შეიძლება მიენიჭოს ანგარიშვალდებულების სხვადასხვა ხარისხი. ის შეიძლება გაიზომოს არა მხოლოდ ხმებით, არამედ მაგალითად, ფინანსური გამჭვირვალობა და დაინტერესებული მხარეების პასუხისმგებლობით. საერთაშორისო სისტემაში სამოქალაქო ლეგიტიმურობის გაზომვის კიდევ ერთი მეთოდია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმების წინაშე ანგარიშვალდებულება.  

„კარგი“ მმართველობა „ცუდი“ მმართველობის წინააღმდეგ

რედაქტირება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისიამ (OHCHR) ჩამოაყალიბა ის სტანდარტები, რომლებიც განიხილება, როგორც „კარგი მმართველობა“ და მოიცავს ძირითადად ისეთ მახასიათებლებს, როგორებიცაა: გამჭვირვალობა, პასუხისმგებლობა, მონაწილეობა და სხვა.[9]

ნეგატიური და პოზიტიური ლეგიტიმაცია

რედაქტირება

აბულოფი განასხვავებს ნეგატიურ პოლიტიკურ ლეგიტიმაციას (NPL), რომელიც ეხება ლეგიტიმაციის ობიექტს (პასუხობს კითხვას რა არის ლეგიტიმური) და პოზიტიურ პოლიტიკურ ლეგიტიმაციას (PPL), რაც ლეგიტიმაციის წყაროს წარმოადგენს (პასუხობს ვინ არის „ლეგიტიმატორი“). რთულია იმის დადგენა თუ სად სად გადის ხაზი კარგსა და ცუდს შორის. ნეგატიური ლეგიტიმაციის მიხედვით, პოლიტიკური ლეგიტიმურობა წარმოშობს სათანადო მოქმედებებს; პოზიტიური ლეგიტიმაციის პერსპექტივიდან კი ეს წარმოშობს შესაბამის მოქმედებებს. სოციალური კონტრაქტის ტრადიციის თანახმად, ჰობსმა და ლოკმა ყურადღება გაამახვილეს ნეგატიური ლეგიტიმაციაზე. (ხაზს უსვამენ უსაფრთხოებასა და თავისუფლებას). ხოლო ჟან-ჟაკ რუსო უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა პოზიტიურ ლეგიტიმაციას („ხალხი“, როგორც ლეგიტიმატორი). სავარაუდოდ, პოლიტიკური სტაბილურობა დამოკიდებულია ლეგიტიმაციის ორივე ფორმაზე.[10]

ინსტრუმენტული და არსებითი ლეგიტიმაცია

რედაქტირება

ვებერი ლეგიტიმურობის გააზრებისას, ეყრდნობა ისეთ საერთო ღირებულებებს, როგორიცაა ტრადიცია და რაციონალური კანონიერება. მაგრამ პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს ლეგიტიმურობის რეკონსტრუირებას მომსახურების მიწოდების გაუმჯობესებით, ხშირად მხოლოდ საერთო მოთხოვნილებებს პასუხობენ.[11] ინსტრუმენტული ლეგიტიმაცია ემყარება „უფლებამოსილების სარგებლობის რაციონალურ შეფასებას ... და აღწერს, თუ რამდენად უპასუხებს ავტორიტეტი საერთო საჭიროებებს. ინსტრუმენტული ლეგიტიმურობა მეტწილად ემყარება მომსახურების მიწოდების აღქმულ ეფექტურობას. საპირისპიროდ, არსებითი ლეგიტიმაცია არის უფრო აბსტრაქტული ნორმატიული განაჩენი, რომელსაც საფუძველი უდევს საერთო ღირებულებებში. თუ პირს მიაჩნია, რომ სუბიექტს აქვს უფლება განახორციელოს სოციალური კონტროლი, მან შეიძლება ასევეთანხმობა განაცხადოს საკუთარ არასაკმარის შესაძლებლობებზე.“

  1. 1.0 1.1 Dahl, Robert A. Polyarchy: Participation and Opposition (pp. 124–188). New Haven (Connecticut) and London: Yale University Press, 1971
  2. Phelps, Martha Lizabeth (December 2014). „Doppelgangers of the State: Private Security and Transferable Legitimacy“. Politics & Policy. 42 (6): 824–849. doi:10.1111/polp.12100.
  3. Ashcraft, Richard (ed.): John Locke: Critical Assessments (p. 524). London: Routledge, 1991
  4. Sternberger, Dolf: "Legitimacy" in International Encyclopedia of the Social Sciences (ed. D.L. Sills) Vol. 9 (p. 244). New York: Macmillan, 1968
  5. Lipset, Seymour Martin: Political Man: The Social Bases of Politics (2nd ed.) (p. 64). London: Heinemann, 1983
  6. Chen, Jing (2016). Useful Complaints: How Petitions Assist Decentralized Authoritarianism in China. New York: Lexington Books, გვ. 165. ISBN 9781498534536. 
  7. O'Neil, Patrick H. (2010). Essentials of Comparative Politics. New York: W.W. Norton & Company, გვ. 35–38. ISBN 978-0-393-93376-5. 
  8. . 2017-07-06. აკლია ან იგნორირებულია |title= (დახმარება)
  9. Good Governance and Human Rights. ციტირების თარიღი: 2018-07-10
  10. Abulof, Uriel (2015). "Can't Buy Me Legitimacy": The Elusive and Illusive Stability of Mideast Rentier Regimes. Journal of International Relations and Development.
  11. . April 2015. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება); აკლია ან იგნორირებულია |title= (დახმარება)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლეგიტიმაცია“-დან