კომუნიკაცია
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|კომუნიკაცია}} |
კომუნიკაცია (ლათ. Communico — „საერთოს ვხდი“) ფართო გაგებით — ინფორმაციის გაცვლა ინდივიდებს შორის სიმბოლოთა საერთო სისტემის საშუალებით. კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს ვერბალური ან არავერბალური მეთოდებით. განასხვავებენ ასევე კომუნიკაციის განხორციელების მექანიკურ და შემოქმედებით მიდგომებს. კომუნიკაცია, მექანიკური მიდგომით, არის ცალმხრივმიმართული პროცესი ინფორმაციის კოდირებისა და გადაცემის ინფორმაციის წყაროდან ინფორმაციის მიმღებამდე. კომუნიკაცია, შემოქმედებითი მიდგომით, არის კომუნიკაციის მონაწილეთა ერთობლივი მოღვაწეობა, რომლის დროსაც გამომუშავდება საგნებზე და მოქმედებებზე საერთო (გარკვეულ ზღვრამდე) შეხედულებები.
კომუნიკაციის ფორმებირედაქტირება
1. კომუნიკაციის ფორმები მიმართულების მიხედვით:
- ერთი ერთთან: საუბარი, შეტყობინება;
- ერთი მრავალთან: ლექცია, ჟურნალისტიკა (გაზეთი, ჟურნალი), ტექნიკური მედია (კომპიუტერი, ტელევიზია);
- მრავალი ერთთან: კონფერენცია, ფორუმი, დებატები.
2. კომუნიკაციის ფორმები მონაწილეების მიხედვით:
- ინტერპერსონალური კომუნიკაცია;
- სიტყვიერი კომუნიკაცია (აგიტაცია, პროპაგანდა, დიალოგი);
- ტექნიკური კომუნიკაცია (ტელეკომუნიკაცია).
- ინტრაპერსონალური კომუნიკაცია;
- ჯგუფური კომუნიკაცია (მარკეტინგი, კულტურათაშორისი კომუნიკაცია).