ჩანაკია, კაუტილია, ვიშნუგუპტა (სანს. चाणक्य Cāṇakya; დაახლოებით ძვ. წ. 370-283 წწ.) — ძველი ინდოეთის ფილოსოფოსი, სახელმწიფო მოღვაწე და მოაზროვნე. მისი ცხოვრების შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს. გამოირჩეოდა მოხერხებულობითა და დახვეწილი პოლიტიკური ხედვით. ჩანდრაგუპტა მაურიას მრჩეველი. ითვლება პოლიტიკური ტრაქტატის — „არტჰაშასტრას“ ავტორად, სადაც მოცემულია სახელმწიფო მართვის საკითხებში არსებული რჩევა-დარიგებები.[1] დაიბადა ბრაჰმანის ოჯახში. განათლება მიიღო ქალაქ ტაქსილაში (ამჟამინდელი პაკისტანი). ცოდნა ჰქონდა მიღებული აგრეთვე მედიცინასა და ასტროლოგიაში. ზოგს მიაჩნია, რომ იგი იყო ზოროასტრიზმის მიმდევარი (ყოველშემთხვევაში იმყოფებოდა ამ რელიგიის ძლიერი გავლენის ქვეშ). ჩანაკიას წიგნი ჩანდრაგუპტა მაურიასთვის იყო მეგზური. ჩანაკია მიჩნეულია პოლიტიკური მეცნიერებისა და ეკონომიკის პიონერად. ინდოელი ისტორიკოსები ჩანაკიას ადარებენ ნიკოლო მაკიაველის.[2]

ჩანაკია
დაბადების თარიღი დაახლოებით ძვ. წ. 370
პატალიპუტრა, შესაძლოა ტაქსილა
გარდაცვალების თარიღი დაახლოებით ძვ. წ. 283
პატალიპუტრა
საქმიანობა სახელმწიფო მოღვაწე, პრემიერ-მინისტრი
  1. Chanakya | Encyclopedia Britannica
  2. Каутилья | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-13. ციტირების თარიღი: 2021-01-24.