კრიზისი (ბერძ. κρίσις — გადამწყვეტი, გარდატეხის მომენტი) — მძიმე, გაჭირვებული მდგომარეობა; დიდი გარდატეხა, მკვეთრი ცვლილება, მძიმე გარდამავალი პერიოდი, რისამე მწვავე ნაკლებობა (განსაკუთრებით ითქმის მოხმარების საგნებზე, პროდუქტებზე).

კრიზისით ხშირად მოიხსენიებენ საზოგადოებაში მიმდინარე ისეთ პროცესებს, რომლებიც იწვევენ ეკონომიკური კავშირების და ურთიერთობების მოშლას, რასაც თან სდევს როგორც მოსახლეობის ფართო ფენების, ასევე ბიზნესისა და მეწარმეების ცხოვრების დონის მკვეთრი გაუარესება, უმუშევრობა და სხვა.

  1. მედიცინაში: მიმდინარეობაში გარდატეხის მომენტი, რომელსაც მოსდევს ავადმყოფის მდგომარეობის გაუმჯობესება ან გაუარესება.
  2. საბაზრო ეკონომიკაში: საქონლის პერიოდული ჭარბწარმოება, რომელსაც თან სდევს წვრილ მწარმოებელთა გაკოტრება, წარმოების შეკვეცა და უმუშევრობის ზრდა.

ლიტერატურა

რედაქტირება