შეტყობინება
Archiving a talk page

ვიკიპედიაში, მომხმარებელთა განხილვის გვერდებს პერიოდულად ახასიათებთ მოცულობაში ზრდა, რომელიც შემდეგ, როგორც წესი, ართულებს ნავიგაციას და შესაბამისად, მის სრულფასოვან გამოყენებას. სწორედ ამიტომ, ვიკიპედიაში არააქტუალური თემები არქივდება. მომხმარებლის განხილვის გვერდის არქივი წარმოადგენს სპეციალურ განყოფილებას[შენიშვნა 1], სადაც ინახება ძველი და დამთავრებული განხილვები.

განხილვის გვერდების შინაარსი სხვადასხვაგვარია, თუმცა როგორც წესი, ყოველთვის ვიკიპედიის შიგა სამზარეულოსთანაა დაკავშირებული. ვიკიპედიის პოლიტიკის თანახმად, ასეთი ტიპის განხილვის გვერდების დათვალიერება აკრძალული არ არის არც საკუთრივ, ვიკიპედიელებისთვის და არც ვიკიპედიის გვერდებზე მოხვედრილი შემთხვევითი მომხმარებლებისთვის. პროექტის ასეთი მიდგომა ტრანსფარენტულობითაა ნაკარნახევი, თუმცა რიგი მომხმარებლები ასეთი მიდგომის წინააღმდეგი არიან, რის გამოც, ისინი ან არ საუბრობენ ან მინიმალურ დონემდე დაჰყავთ განხილვა.

განხილვის გვერდებზე არსებული გზავნილების უპასუხოდ დატოვებაც შეიძლება ერთგვარ უხეშობად ჩაითვალოს, ვინაიდან კომუნიკაცია მომხმარებელთა შორის უმნიშვნელოვანესია რაიმე ტიპის პრობლების გადასაწყვეტად, ამის უკეთ გასაგებად, ვირტუალური სამყაროს მიღმა ერთი ადამიანის მიერ მეორე ადამიანთან დასმული კითხვის უპასუხოდ დატოვების განცდის გაგებამ შეიძლება დაგვეხმაროს. მართალია ვირტუალური სამყარო რეალურისაგან არსებითად განსხვავდება, მაინც, კომუნიკაცია ერთი ადგილის მეორესთან დამაკავშირებელ უმოკლეს გზას წარმოადგენს.

ვიკიპედიაში გზავნილებზე პასუხის გაცემა ანუ კონტაქტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი უპასუხოდ დატოვება. მომხმარებელთა კონტაქტის წყალობით ვიკიპედიაში მრავალი სასიკეთო საკითხი შეიძლება გადაიჭრას. ორმაგად მნიშვნელოვანია თუკი კონტაქტი რაციონალურია და საქმიანი. ვიკიპედიაში ზოგადი და ფუნდამენტური საკითხები მხოლოდ კომუნიკაციით მიიღწევა, გამომდინარე აქედან, ვიკიპედიის თითოეული მომხმარებელი უნდა გრძნობდეს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას ამ მიმართულებით.

მომხმარებელთა განხილვის გვერდების სწორ გაგებაში მხოლოდ მენეჯმენტის[შენიშვნა 2] ცოდნა დაგვეხმარება. ჩემთვის, მომხმარებლის განხილვის გვერდის არსი ქრონოლოგიურად ორგვარ უკიდურესობაში გამოიხატება: გამოუცდელობასა და გამოცდილებაში. მომხმარებლის განხილვის გვერდის მენეჯმენტის პრინციპი მხარეთა ურთიერთქმედების პროცესში ფორმირების სწორ გზას წარმოადგენს. მისი არცოდნის შემთხვევაში, წარმოიქმნება შესაძლო ზედაპირული ან სიღრმისეული კონფლიქტი, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში მომხმარებელთა წინააღმდეგ არის მიმართული.

გამოუცდელობის შემთხვევაში ადგილი აქვს ცოდნისა და უნარ-ჩვევების დეფიციტს, ხოლო გამოცდილების შემთხვევაში ასეთი მდგომარეობის პროფიციტს. სწორი მენეჯმენტი განსაზღვრავს პროექტის ნებისმიერი ელემენტის ორგანიზების შესაძლებლობასა და მომხმარებლის თავდაცვას.

არასწორი მენეჯმენტის გამო, მომხმარებლის განხილვის გვერდი შესაძლოა მძიმე და ზოგიერთ შემთხვევაში, გამოუსწორებელი კონფლიქტის კერად იქცეს, ამდენად ბალანსისა[შენიშვნა 3] და კონტროლის[შენიშვნა 4] შესანარჩუნებლად მისი ინდივიდუალური[შენიშვნა 5] შემუშავებაა საჭირო. მენეჯმენტის უგულებელყოფის შემთხვევაში მომხმარებელი დიდი ალბათობით „განხილვის მსხვერპლი“ გახდება და მათ რიგებში ყოფილა ამ ტექსტის ავტორიც.[შენიშვნა 6] ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ არქივში შესაძლოა ჩვენთვის მიუღებელი ჩანაწერი გაჩნდეს.

განხილვის გვერდის თემატიკა მრავალფეროვანია და ძირითადად ვიკიპედიის საკითხებს შეეხება, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც.

ეს არის ჩემი, როგორც აწმყო დროში მოქმედი ან მყოფად დროში ყოფილი ადმინისტრატორის გზავნილი, რომელიც დაეხმარება ნებისმიერ ახალბედა ვიკიპედიელს გააცნობიეროს ის რთული სივრცე, რომელსაც მომხმარებლის განხილვის გვერდი ჰქვია. ყოველივე ზემოთქმული ადრე თუ გვიან თავს მოიყრის არქივში, რომელიც გარვეული ჯგუფებისთვის შესაძლოა ინტერესის მატარებელი მაინც იყოს.

თავის მხრივ, ვიკიპედიის პოლიტიკა გვასწავლის, რომ მომხმარებლის განხილვის გვერდების წაშლა არ შეიძლება, იშვიათი გამონაკლისების გარდა, იგივე ითქმის არქივულ გვერდებზეც. უნდა აღინიშნოს, რომ ეს გვერდი დაბლოკილია, ვინაიდან არ არსებობს მისი დარედაქტირების არანაირი საფუძველი. მთლიანობაში, ეს გვერდი წარმოადგენს Otogi-ს არქივების შინაარსობრივად მრავალრიცხოვან, საერთო გვერდს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეათვალიეროს ჩემთან დაკავშირებული არქივული გვერდები, რაც თავისთავად, პერსონალური ინტერესით იქნება გამოწვეული.



შენიშვნა

  1. ვიკიპედიაში დამოუკიდებელი და ხელუხლებელი ადგილი
  2. პრინციპების, მეთოდების, საშუალებებისა და ფორმების ერთობლიობა
  3. შეფარდება
  4. ორგანიზაცია
  5. თუმცა კოლექტიური
  6. ნამყო და აწმყო დროში მოქმედი ადმინისტრატორი
Otogi/არქივი-ის მომხმარებლის გვერდზე დაბრუნება.