მომხმარებლის განხილვა:Otogi/არქივი 22

ბოლო კომენტარი: 7 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Otogi თემაში გადამისამართების გარეშე
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

თხოვნა

მოკლედ, ოთო, ან მე დავქვეითდი ან რაღაც სხვა ხდება, ამ მოდულებზე ვერაფერი ვქენი. მოდული:No globals, თარგი:სეზონების მიმოხილვა‎, მოდული:სეზონების მიმოხილვა, მოდული:ალბომის რეიტინგები, მოდული:WikidataCheck, - ესენი, თუ შეგიძლია, წაშალე. ისევ ძველი მეთოდით უნდა ვქნა. --Abandoner განხილვაწვლილი 09:27, 12 მაისი 2017 (UTC)პასუხი

ხშირად ხდება ისე, რომ ერთი-ერთში არ გადმოდის თარგები, განსაკუთრებით რთული თუა თარგი. არაუშავს. გაკეთდა. - OTOGI Messages 09:41, 12 მაისი 2017 (UTC)პასუხი
გაიხარე. მომიწია თარგის წინა ვერსიაში შესვლა და არამოდულიანი კოდის გადმოტანა. --Abandoner განხილვაწვლილი 09:44, 12 მაისი 2017 (UTC)პასუხი

შენი დახმარება მჭირდება...

ან მცირე მითითება მაინც. წესების ამბავში (ვიზუალური ფორმატირების). ამ ბოლო დროს ისეთი სტრესული პერიოდი მაქვს, რომ ელემენტარულ წესებსაც ვერ ვპოულობ. იხ. ეს და ეს. პრინციპში, მესმის, რომ ქართული გარეკანი/სატიტულო კადრი და ა.შ. ასევე არის საინტერესო. მაგრამ მაინტერესებს - თუ გინდ, უცხოენოვან ვიკიში - სადმე წერია, რომ პრიორიტეტულია სატიტულო კადრი/პოსტერი ორიგინალურ ენაზე (რასაც უფრო ვემხრობი)? შესანიშნავი ლოგოა ექიმ ჰაუსის (და იმ მეორე სერიალის) და ვერ ვხვდები, რატომ უნდა ჩაანაცვლოს კადრმა სერიალიდან (თანაც GDS-ის ლოგოთი)? არა და რაღაც უხერხულადაც ვგრძნობ თავს - მომხმარებელს ავუხსენი, რომ კარგი იქნება, იყოს კადრი სერიალიდან (სატიტულო). პოსტერი თუ არ აქვს, სამოყვარულოს შექმნა არასწორად მიმაჩნია. მაგრამ ახლა რა გამოდის - ატვირთა კადრი, მაგრამ ვეუბნები, რომ მისი დადება არასწორი იყო. ამიტომ, მაინტერესებს, თუ არსებობს რამე საერთო წესი :( Abandoner განხილვაწვლილი 16:55, 12 მაისი 2017 (UTC)პასუხი

გაივლის ყველაფერი ჰენრი!. წესებზე რა მოგახსენო და ვთქვათ გვაქვს ეს შესანიშნავი ფილმი → Rebecca, რატომ უნდა ჩავსვათ მანდ კადრი, როდესაც მოიპოვება ოფიციალური პოსტერი ანუ ოფიციალური ნაწარმი ? ამ ლოგიკით მანდ კადრის ჩასმაც შეიძლება და რაიმე ვიდეო-რგოლისაც. მაგრამ პრაქტიკაა, რომ იჯდეს პოსტერი ანუ ოფიციალური ნაწარმი. თუმცა სტატიაში დათა თუთაშხია ჩავსვი კადრი, იმიტომ, რომ ვერ ვნახე პოსტერი. ეს სულ სხვა სიტუაციაა. ხვალე თუ გამოჩნდა პოსტერი, წავშლი კადრს და ჩავსვამ ოფიციალურ ნაწარმს. სერიალებთანაც იგივეა, ვთქვათ არის სერიალი ციხიდან გაქცევა, რატომ უნდა იყოს მანდ კადრი ? მაშინ როდესაც არსებობს ოფიციალური გარეკანი ?. რატომ უნდა ჩავანაცვლოთ მას კუსტარული ან ცოტათ თუ ბევრათ განსხვავებული გარეკანი ?. GDS საერთოდ რა შუაშია ? ხვალე სხვა ტელევიზიებმაც რომ გაუშვან თავიანთ ეთერში სერიალი, რა გამოვა მერე, რომ მათი პოსტერებიც უნდა ჩავსვათ სათითაოდ ერთ სტატიაში ? რა სისულელეა. სწორედ ამიტომ არსებობს ოფიციალური ნაწარმი. მით უმეტეს, რომ აქ საუბარი არ არის ქართულ პროდუქტებზე. გეთანხმები აბსოლუტურად!. - OTOGI Messages 17:58, 12 მაისი 2017 (UTC)პასუხი
ისე, Prison Break-ის პოსტერზე ცოტა სხვა სიტუაციაა - სხვადასხვანაირი ბოქს-სეტებია გამოცემული მაგ სერიალის სრული კრებულით - მიდი და მოიფიქრე, რომელი გამოიყენო. სხვა საქმეა სეზონები. მაგ. საიდუმლო მასალები (სეზონი 9) - აქ არის პოსტერი, რომელიც DVD-ს ოფიციალურ გამოცემაში ან სიმფსონების სეზონების სტატიებში გვაქვს პოსტერები, რომლებიც სწორედ რომ ოფიციალური გამოცემის გარეკანებია. მაგიტომ იყო, რომ ნარნიის ქრონიკები (ფილმების სერია) - აქ იყო ერთ-ერთი დვდ-ყუთის გარეკანი, მაგრამ ვინაიდან ერთადერთი ვერსია არ იყო, მშვენიერი ვექტორული ლოგო გააკეთო ვიღაცამ და იმას იყენებენ, როგორც ფილმის ლოგოს. --Abandoner განხილვაწვლილი 18:08, 12 მაისი 2017 (UTC)პასუხი
კი ბატონო, მაგრამ მიუხედავად ამისა, უშვებენ ოფიციალურ ნაწარმს, რაც მნიშვნელოვანია. მითუმეტეს, თუ არსებობს ოფიციალური პოსტერები მაგას რა ჯობია. - OTOGI Messages 18:21, 12 მაისი 2017 (UTC)პასუხი
გრძელდება - კარგი ექიმი (2017 წლის ტელესერიალი). --Abandoner განხილვაწვლილი 18:31, 12 მაისი 2017 (UTC)პასუხი
მე როგორც ვხვდები თვითონ ამუშავებს მაგ პოსტერებს ფოტოშოპით. - OTOGI Messages 18:34, 12 მაისი 2017 (UTC)პასუხი
მმმ ჰო, ამჯერად თავად შექმნა. მე მგონია, უმჯობესია ოფიციალური წესი დავუდოთ, თუ ასეთი არის, თუნდაც ინგლისურად. თუმცა, შენ უფრო გაწაფული ხარ დარწმუნებაში. გთხოვ, უბრალოდ გააგებინე, რომ სურათი საერთო მეორეხარისხოვანია. ვიკიპედია კი არის თავისუფალი ენციკლოპედია, მაგრამ მე პირადად ყოველთვის მრცვენოდა ცარიელი სატიის შექმნა და მერჩივნა, დამეწერა 2-3 წესიერი წინადადება, გიგანტური ინფოდაფების კეთებას (თანაც შეცდომით დაწერილი სახელ-გვარებით). --Abandoner განხილვაწვლილი 18:37, 12 მაისი 2017 (UTC)პასუხი
რათ უნდა მაგ პოსტერს თარგმანი ჰენრი, გუშინ იყო პრემიერა მაგ სერიალის. აჯობებს ორთოგრაფიას მიაქციოს ყურადღება. გარდა ამისა, ათასობით სტატიებში ვიყენებთ ორიგინალურ პოსტერებს და ეს არის ერთგვარი ჩვენი პრაქტიკა. რა საჭიროა მისი მორღვევა ვერ ვხვდები. ორიგინალური პოსტერების თარგმნის აუცილებლობა არ არსებობს. - OTOGI Messages 19:06, 12 მაისი 2017 (UTC)პასუხი

პასუხი

ოთო დიდი მადლობა, რომ ბევრ რამეს მიხსნი თუ როგორ გავაკეთო და ვიმუშაო ვიკიპედიაში--Elrostro განხილვაწვლილი 18:21, 13 მაისი 2017 (UTC)პასუხი

ერთი თხოვნაც მექნება მარტო შენთან არა ყველასთან მე მწერალი არ ვარ თუმცა ყველანაირად ვცდილობ გავხდე, ასე ძალიანაც ნუ გამკიცხავთ ტექსტის წერის და მასზე მუშაობის დროს, თანდათან დავხვეწ ჩემი მუშაობის სტილს--Elrostro განხილვაწვლილი 18:23, 13 მაისი 2017 (UTC)პასუხი

@Elrostro: გასაგებია, მაგრამ მოდი საქმე ერთად გავაკეთოთ. საქმე იმაშია, რომ თქვენ რახან ვიკიპედიელობა გადაწყვიტეთ აუცილებელია მოერგოთ იმ სტანდარტებს, რა სტანდარტებიც ზოგადად ამ პროექტშია წარმოდგენილი. უბრალოდ ბევრ მითითებას არ ითვალისწინებთ. უშეცდომო აქ არავინ არის, მაგრამ საჭიროა ამ შეცდომების გათვალისწინება. მე და ჩემი კოლეგები ამდენი ხანი სწორედ ამაზე გწერდით. უბრალოდ თხოვნა მაქვს, გამოცდილი ვიკიპედიელების რჩევა/მითითებები გაითვალისწინეთ. - OTOGI Messages 20:33, 13 მაისი 2017 (UTC)პასუხი

nowiki

ოთო, nowiki-ს ვიზუალური რედაქტორი სვამს თავისით. ასე რომ, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. — Mikheil მიწერა 10:02, 19 მაისი 2017 (UTC)პასუხი

გამარჯობა, მიშა!. ვიკიფიცირებისას ტექსტი თითქოსდა ცუდად ჩანს. ანუ შიდა ბმული არ ვრცელდება მთელ სიტყვაზე. - OTOGI Messages 10:07, 19 მაისი 2017 (UTC)პასუხი
როდესაც მითითებულია მხოლოდ დამხურავი ტეგი (ყოველ შემთხვევაში, სხვა ტეგებზე თუ ვსაუბრობთ), წესით უნდა ანგრევდეს. მე არ დავკვირვებივარ, რომ რამეა აფუჭებს ნოვიკი, ნამდვილად აფუჭებს? მეც არ მიყვარს საშინლად მაგის ხილვა სტატიებში. ზედმეტი ტეგი სუფთა ტექნიკურად არის სტატიის წყაროს დანაგვიანება და მეტი არაფერი. --Abandoner განხილვაწვლილი 10:10, 19 მაისი 2017 (UTC)პასუხი
ასეა თუ ისეა, ვიზუალური რედაქტორი სვამს, არც არაფერს აშავებს და მაგის ამოყრაში დროის დაკარგვა მგონი არ გვიღირს. — Mikheil მიწერა 11:19, 19 მაისი 2017 (UTC)პასუხი

სადაც მხვდება, ისე ვშლი მე პირადად, სპეციალურად არ ვეძებ (არც არის მაგის საშუალება, რომ წყაროში ეძებო კონკრეტული ტექსტი). ძიება-ჩანაცვლების ფუნქციით კი რეალურად 3 წამი უნდა მაგის გაკეთებას. --Abandoner განხილვაწვლილი 11:22, 19 მაისი 2017 (UTC)პასუხი

აზრი, შედეგი? :D — Mikheil მიწერა 11:48, 19 მაისი 2017 (UTC)პასუხი

ამაზე ვრცლად საუბარი არ მსურდა, მაგრამ გეტყვი. იგივე არის ჩემთვის მაგის გაკეთება, რაც სტატიის ზოგადად დალაგება. <br>-ების მაგივრად სიებში ვარსკვლავების გამოყენება (სტრიქონების შესაქმნელად) ან იქ, სადაც უაზროდ არის ეს <br>-ები ჩასმული (იმისთვის, რომ გადავიდეს სტრიქონები და აბზაცები) - როდესაც თავისუფლად შეიძლება მათი ამოშლა და სტრიქონების გამოტოვება. არ არის ეს ასეთი უმნიშვნელო საკითხი. სადაც მხვდება, ვშლი, სპეციალურად ნამდვილად არ ვეძებ და ვერც მოვძებნი, რომც მომინდეს. სტატიის მოწესრიგებულობაა შინაგანად. და თუ ეს არ არის მნიშვნელოვანი და მთავარია, ვიზუალურად იყოს სწორი - მაშინ, ბოდიში და, მთელ ჩემს ვიკიგამოცდილებას 0 კაპიკი ჰქონია ფასი. მთელი ეს წლები მარტო აქტიურად ვეუფლებოდი თარგების არქიტექტურასაც და სტატიების სტრუქტურულად დალაგებასაც და ჩემთვის შიგნეულობაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გარეგანი სახე. და კიდევ ერთხელ - იხარჯება ჩემი/ოთო/სხვა ადამიანის დრო (3-4 წამი) და ვერ ვხვდები, რატომ არის ეს ასეთი პრობლემა? ჩვენ ხომ ამას არ ვუთმობთ საათებს და დღეებს. --Abandoner განხილვაწვლილი 12:00, 19 მაისი 2017 (UTC)პასუხი

ვინ თქვა, რომ პრობლემაა? მე უბრალოდ ის აღვნიშნე, რომ ამას აკეთებს სისტემა და არა მომხმარებელი. სავარაუდოდ, მალე მთლიანად ვიზუალურ რედაქტორზე გადავალთ. სისტემის წინააღმდეგ მივდივართ? მაშინ ვაცნობოთ დეველოპერებს, რომ ბაგი გაეპარათ და აღმოფხვრან. — Mikheil მიწერა 14:54, 19 მაისი 2017 (UTC)პასუხი
თუ ამაზე ხელი მიგიწვდებათ, იქნებ, აცნობოთ (იმედია, ისედაც იციან). ხოლო თუ ამ სისტემაზე გადავალთ თავიდან ბოლომდე (მუქარა არ გამომივიდეს, ვშიშობ), მე პირადად ვერ ვიმუშავებ (თუ ძველი რედაქტორი სამუდამოდ წაიშლება). ერთხელ, ინტერესის გულისთვის, ვეძებდი ტირეებს და სხვა ნიშნებს და ვერაფერი ვნახე, სიმართლე გითხრა, იმ ბეტაში. ხოლო რაც ახლა მაქვს ჩართული, ის სავსებით მყოფნის (ჩასმის დიალოგებითურთ, რომელიც პირველ რედაქტორს არ ჰქონდა). მე მგონია, ეგეთი გიჟებიც არ სხედან იქ, რომ წყაროს რედაქტირების საშუალება გაგვითიშონ. :) --Abandoner განხილვაწვლილი 15:00, 19 მაისი 2017 (UTC)პასუხი

@MIKHEIL: არ ვიცი მიაქციე თუ არა ყურადღება შემდეგს: ეს არის შენი რედაქტირებული ვერსია, სადაც მაგ., ნამიბიაში დალინკულია მხოლოდ ნამიბია, ხოლო ში არის შავად დარჩენილი, შემდეგ, კვარციტისგან — დალინკულია კვარციტი, ხოლო სგან დარჩენილია ისე. ჩემი რედაქტირების დრო სწორედ ამაში დაიხარჯა. ზოგადად ტეგს რაც შეეხება, შიდა ბმულების შექმნისას ამ ტეგს რომელი ვიკიპედია იყენებს ?. სპეციალურად ვათვალიერებდი ინგლისურ, გერმანულ, რუსულ და სხვა ვიკიპედიების შიგთავსს და კვადრატულ ფრჩხილებთან ეგ ტეგი არსად შემხვედრია. - OTOGI Messages 18:16, 19 მაისი 2017 (UTC)პასუხი

გადატანა

გამარჯობა ოთო. ამ ფაილის სახელი აღარ შემიცვლია ატვირთვისას და იქნებ შეუცვალო სახელი. ახალი სახელი — ფაილი:ციგაის ცხვარი.jpg გიო ოქრო 18:47, 20 მაისი 2017 (UTC)პასუხი

გამარჯობა, გიო! გაკეთდა. თუმცა ასეთ დროს ალბათ აჯობებს ფაილების სათაური ლათინურად იყოს. ამასთან ენათშორისი ბმულებიც დავამატე. - OTOGI Messages 18:55, 20 მაისი 2017 (UTC)პასუხი

მადლობა. გიო ოქრო 18:59, 20 მაისი 2017 (UTC)პასუხი

ოთო, იგივე პრობლემა აქ არის - ფაილი:4893d5dc7f95210a58087a5ff7aad5c81475806146 full.jpg. გავაფრთხილე ამის შესახებ მომხმარებელი. --Abandoner განხილვაწვლილი 19:08, 20 მაისი 2017 (UTC)პასუხი

მადლობა, ჰენრი, გასწორდა. - OTOGI Messages 19:13, 20 მაისი 2017 (UTC)პასუხი

ვიკიშეხვედრა

ვიკიპედია:ფორუმი/ვიკიშეხვედრები#გადავწყვიტოთ ცანგალა 19:23, 20 მაისი 2017 (UTC)პასუხი

ელექტრონული ფოსტა

ოთო გამარჯობა, გთხოვ ელექტრონული ფოსტა შეამოწმო. --ჯაბა 1977 15:08, 21 მაისი 2017 (UTC)პასუხი

რჩეული

ოთო, გამარჯობა. წესით, ეს არ უნდა განიხილებოდეს უპირველეს ყოვლისა? ვიკიპედია:რჩეული სტატიები/კანდიდატები/სულეიმან IUndDerDie 12:47, 30 მაისი 2017 (UTC)პასუხი

@UndDerDie: გამარჯობა, ნიკა! რიგი შენიშვნაა გამოთქმული სტატიასთან დაკავშირებით. ავტორის როლი ამ შენიშვნებთან დაკავშირებით არ ჩანს. შესაბამისად, სტატიის რჩეულობის ხარისხის დონე ჯერ კიდევ დასაზუსტებელია. - OTOGI Messages 13:55, 4 ივნისი 2017 (UTC)პასუხი

გვერდის წაშლის თაობაზე

გამარჯობათ ოთო, მე გახლავართ პროფესორი მანანა თანდაშვილი, უკვე 15 წელია ვმოღვაწეობ ფრანკფურტის უნივერსიტეტში, ვხელმძღვანელობ კავკასიური ენების მიმართულებას ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში. რამდენიმე წლის წინ შეიქმნა ჩემი გვერდი ვიკიპედიაში, და რამდენიმე ჩემს მიერ დაარსებული სამეცნიერო და საზოგადოებრივი დანიშნულების ორგანიზაციის გვერდი, როგორებიცაა ფრანკფურტის ლინგვისტური წრე, რომელიც 2012 წლიდან სისტემატურად ატარებს ბათუმის საზაფხულო სკოლას დიგიტალურ ჰუმანიტარიაში, ფრანკფურტის ლიტერატურული სალონი, რომელიც უკვე 8 წელია აქტიურად მოღვაწეობს ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციისათვის გერმანიაში და ა.შ. დღეს შემატყობინეს, რომ ფრანკფურტის ლინგვისტური წრის გვერდი წაშლილია და წაშლა ემუქრება ჩემს გვერდსაც იმ მიზეზით, რომ იგი რეკლამის მიზნით არის შექმნილი, რასაც ნამდვილად არ ვეთანხმები არც მე და არც ამ გვერდის შემქმნელები. იქნებ დამეხმაროთ ამ საკითხის გარკვევაში. ყველა ინფორმაცია, რომელიც ამ გვერდზე დევს, შესაბამისი წყაროებით არის დადასტურებული. თუ რომელიმე ფორმულირება არ შეესაბამება ვიკიპედიის სტანდარტებს, გთხოვთ კონკრეტულად მიგვითითოთ, რათა ჩავასწოროთ. გთხოვთ პასუხი მომწეროთ ჩემს საუნივერსიტეტო ელფოსტაზე:tandaschwili@em.uni-frankfurt.de წინასწარ დიდი მადლობა პატივისცემით მანანა თანდაშვილიწინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 94.100.229.178 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

თხოვნა

სალამი, ოთო. უნდა გთხოვო, თუ შეგიძლია, ეს ორი რაღაც ჩვენთან გააკეთო (სახელთა სივრცის გამო ვერ გადმომაქვს). ადრე დავადგინეთ მე და GalaK-მ, რომ მაგის გამო upper-ებს და lower-ებს წერს სიტყვების გასწვრივ. მომხმარებლის განხილვა:Abandoner/არქივი 2#თარგი:Efn.

წესით, უნდა უშველოს, ნებისმიერ შემთხვევაში, დაგვჭირდება. აბა ვნახოთ, თუ ასახავს სწორად. --Abandoner განხილვაწვლილი 18:41, 20 ივნისი 2017 (UTC

სალამი, ჰენრი! შევქმენი, შეამოწმე აბა. - OTOGI Messages 18:45, 20 ივნისი 2017 (UTC)პასუხი

დავაკვირდები, მადლობა, ოთო. ზუსტად არ მახსოვს, რა სტატიებშია, მაგრამ ბევრს უქმნიდა ამ პრობლემას, სამწუხაროდ. --Abandoner განხილვაწვლილი 18:47, 20 ივნისი 2017 (UTC)პასუხი

გაიხარე, გამოსწორდა :) --Abandoner განხილვაწვლილი 18:49, 20 ივნისი 2017 (UTC)პასუხი
არაფრის, ჰენრი. მიხარია, რომ დაგეხმარეთ.:). - OTOGI Messages 18:50, 20 ივნისი 2017 (UTC)პასუხი

დარაჯები

სალამი, ოთო. მე მგონია, მარტო მე და შენ ვმუშაობდით "მცველების" კომიქსებთან დაკავშირებულ თემებზე. როგორც ვიცი, რასაც ახლა სულაკაური უშვებს ახლო მომავალში, "დარაჯების" სახელწოდებით გამოდის და ონლაინ თარჯიმანსაც დარაჯი გამოაქვს. ხომ არ იქნები წინააღმდეგი, გადავიტანოთ და უფრო ზუსტი თარგმანით შევცვალოთ ყველგან (ფილმის სტატიის ჩათვლით)? --Abandoner განხილვაწვლილი 10:37, 24 ივნისი 2017 (UTC)პასუხი

@Abandoner: სალამი, ჰენრი! წყარო თუ გვაქვს გავასწოროთ სათაურები წყაროს შესაბამისად. - OTOGI Messages 10:36, 26 ივნისი 2017 (UTC)პასუხი

ვეძებდი და დამეკარგა :) გამოსცემენ და მერე გავაკეთოთ ეგ საქმე. --Abandoner განხილვაწვლილი 10:52, 26 ივნისი 2017 (UTC)პასუხი

კარგი, როცა გამოვა საიტზეც დადებენ ალბათ და წვდომა გვექნება უშუალოდ წყაროსთან. - OTOGI Messages 10:53, 26 ივნისი 2017 (UTC)პასუხი

თარგი

ოთო, როგორ ხარ? en:Template:Ushr - ამ თარგის გადმოტანა მინდოდა მაგრამ ვერ მივუხვდი ვერაფერს. დრო რო გექნება დამეხმარე. მადლობა დიდი. ვიღიმი -- UndDerDie 18:07, 29 ივნისი 2017 (UTC)პასუხი

ცნობისთვის - მანდ მეორე თარგსაც იყენებს - en:Template:US State Abbrev. ეგეც გადმოსატანი იქნება (თუ არ არის). ისე კი ტერმინოლოგია იქნებს სათარგმნელი. განსაკუთრებულ მოდულებს, კიდევ კარგი, არ იყენებს, ყველაფერი თარგშია. --Abandoner განხილვაწვლილი 18:11, 29 ივნისი 2017 (UTC)პასუხი

გამარჯობა, ნიკა! გმადლობთ არამიშავს :). თარგი გადმოვიტანე და შეცდომებს თითქოს არსად მიწერს და შესაბამისად, შეამოწმე. როგორც ჰენრიმ აღნიშნა, ტერმინოლოგია იქნება სათარგმნელი და ეს შენ თავზე აიღე. :). - OTOGI Messages 15:39, 1 ივლისი 2017 (UTC)პასუხი

მადლობა, ოთო. ამ დღეებში მივხედავ. -- UndDerDie 18:42, 1 ივლისი 2017 (UTC)პასუხი

კვლავ თარგი

ოთო, გამარჯობა. ბოდიში შეწუხებისთვის, მარა ჩემით ვერ მოვუხერხე ვერაფერი. თარგი:ushr - შესაძლებელია, რომ თარგის გამოყენებისას იყოს მასაჩუსეტსი, მე-6 და არა მასაჩუსეტსის მე-6 საარჩევნო ოლქი? პირველი ვარიანტი კი გამომივიდა, მაგრამ, ბმული იყო არასწორი. მადლობა წინასწარ. ვიღიმი -- UndDerDie 18:15, 3 ივლისი 2017 (UTC)პასუხი

წინადადება

გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა კენჭისყრაში. კენჭისყრაში მონაწილეობისთვის დააჭირეთ აქ --Mehman 97 22:57, 7 ივლისი 2017 (UTC)პასუხი

მისალმების შესახებ...

ერთი ეს ნახე, ოთო განხილვა:ფრიდრიხ ჰაიეკი. დაბლოკეს და მეორე სახელით დარეგისტრირდა, რათა პასუხი გაეცა. --Abandoner განხილვაწვლილი 14:49, 27 ივლისი 2017 (UTC)პასუხი

სალამი ჰენრი!. პირველად დაბლოკილ ანგარიშს პარამეტრები შევუცვალე. - OTOGI Messages 14:57, 27 ივლისი 2017 (UTC)პასუხი

გადამისამართების გარეშე

სალამი, ოთო - რა სტატიებსაც შლი, ყველას ბმულებს გასწორება სჭირდება, იმიტომ, რომ გადამისამართების გარეშე ტოვებ და ძველ სტატიებზე ბმულები რჩება ამა თუ იმ სტატიაში. --Abandoner განხილვაწვლილი 18:27, 31 ივლისი 2017 (UTC)პასუხი

სალამი, ჰენრი. გადამისამართების გარეშე იმიტომ დავტოვე, რომ სათაურები შეცდომით იყო შექმნილი. საბედნიეროდ, გლობალური პრობლემა არ შექმნილა. - OTOGI Messages 18:47, 31 ივლისი 2017 (UTC)პასუხი
ჰო, ეგაა, მაგრამ სხვაგან იყო ეგ არასწორი სახელები (დარჩენილი). 1-2 გავასწორე. ხომ კარგად მიდის შენთან ყველაფერი? --Abandoner განხილვაწვლილი 18:52, 31 ივლისი 2017 (UTC)პასუხი
მადლობა ჰენრი, ღვთის წყალობით კი :). უბრალოდ, ბოლო ხანებში აქეთ-იქით მიწევს ხოლმე ყოფნა და ვეღარ ვახერხებ აქ შემოსვლას. იმედია შენსკენაც რიგზეა ყველაფერი... - OTOGI Messages 19:06, 31 ივლისი 2017 (UTC)პასუხი
კი. მეც ეგრე ვარ. დაემთხვა რაღაცები და კვირაობით ვწერ ერთ სტატიას. მთავარია, მუშაობის სურვილი აქაა. :) --Abandoner განხილვაწვლილი 19:11, 31 ივლისი 2017 (UTC)პასუხი
ეგრეა, სურვილი და ინტერესია მთავარი... თუმცა სიმართლე გითხრა, გადაღლილი ვარ :). - OTOGI Messages 19:15, 31 ივლისი 2017 (UTC)პასუხი
Otogi/არქივი 22-ის მომხმარებლის გვერდზე დაბრუნება.