მომხმარებლის განხილვა:Otogi/არქივი 38

ბოლო კომენტარი: 8 თვის წინ დატოვა მომხმარებელმა Otogi თემაში ქობულეთ-ჩაქვის ქედი
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

Need your input on a policy impacting gadgets and UserJS

Dear interface administrator,

This is Samuel from the Security team and I hope my message finds you well.

There is an ongoing discussion on a proposed policy governing the use of external resources in gadgets and UserJS. The proposed Third-party resources policy aims at making the UserJS and Gadgets landscape a bit safer by encouraging best practices around external resources. After an initial non-public conversation with a small number of interface admins and staff, we've launched a much larger, public consultation to get a wider pool of feedback for improving the policy proposal. Based on the ideas received so far, the proposed policy now includes some of the risks related to user scripts and gadgets loading third-party resources, best practices for gadgets and UserJS developers, and exemptions requirements such as code transparency and inspectability.

As an interface administrator, your feedback and suggestions are warmly welcome until July 17, 2023 on the policy talk page.

Have a great day!

Samuel (WMF), on behalf of the Foundation's Security team 12:08, 10 ივლისი 2023 (UTC)პასუხი

ძირხვა

ღამე მშვიდობისა! დიდი ბოდიში, რომ გაცდენთ, მაგრამ გთხოვთ მიპასუხოთ ამ მთას აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში მართლა ძირხვა ქვია თუ ძიხვა. ამ კითხვას იმიტომ გისვავთ, რომ ზოგიერთი უცხოური წყარო მას მოიხსენიებს, როგორც ძიხვა და რაც მთავარია რუკებზეც აღნიშნულია ძიხვა და არა ძირხვა, მათ შორის ქართული ინფოდაფის რუკაზეც. წინასწარ დიდი მადლობა.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 20:06, 12 ივლისი 2023 (UTC)პასუხი

@GiorgiXIII: გამარჯობა! კონკრეტულად რომელ ზოგიერთ უცხოურ წყაროებზეა საუბარი ?. - OTOGI Messages 09:13, 14 ივლისი 2023 (UTC)პასუხი

გამარჯობათ! აი მაგალითად ეს წყარო. ორივეს რუკებზე დაწკაპუნებისას ამოვარდება ერთი და იგივე წერტილი, ოღონდ წარწერა geonames-ის რუკაზე არის ძიხვა და არა ძირხვა. ჩემი მიზანია არა რომელიმე პიროვნების გაკონტროლება, არამედ ზუსტი სახელის დადგენა. თუ მისი ზუსტი სახელია ძირხვა, იყოს ძირხვა. მე არაფერი საწინააღმდეგო არა მაქვს. მე ეს თქვენ იმიტომ მოგწერეთ, რომ ეს გვერდი შექმნილია თქვენს მიერ და ხომ შეიძლებოდა თქვენ დაგეშვათ მექანიკური შეცდომა და ძირქვის მაგივრად დაგეწერათ ძირხვა. სრულიად შესაძლებელია თქვენ ყველაფერი ზუსტად გიწერიათ და ამ წყაროს აქვს დაშვებული შეცდომა. ბუნებაში ყველაფერი ხდება და არაფერი არ არის გასაკვირი (ბოდიშით, გუშინ პასუხი იმიტომ ვერ მოგწერეთ, რომ 20 წლიანების რაგბებს ვუყურებდი, დღესაც ტესტ-მატჩებია და სავარაუდოდ საღამოს 11 საათამდე პასუხს ვერ გაგცემთ. დიდი ბოდიში).GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 07:09, 15 ივლისი 2023 (UTC)პასუხი

ბოდიშით ყველაზე მთავარი დამავიწყდა. ჩვენ ქართულ გვერდზე (ანუ ძირხვა) კოორდინატებზე დაწკაპუნებისას ყველა რუკაზე ჩნდება წარწერა ძიხვა და არა ძირხვა (დაიწყო მეორე თამაში. დიდი ბოდიშით).GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 09:09, 15 ივლისი 2023 (UTC)პასუხი

@GiorgiXIII: სამწუხაროდ, დასახელებული წყარო სინამდვილეში საერთოდ არ არის წყარო. მეტი აკადემიურობაა საჭირო. რაც შეეხება ძირხვას, საერთოდ, სიტყვაწყობა რხვა რა ხანია დამკვიდრებულია აფხაზურ გეოგრაფიულ სახელწოდებათა სიაში, მაგ., ბლაბუ-რხვა, მგუძი-რხვა, კულანუ-რხვა, ძი-რხვა და ა.შ. ქართულ წყაროებს რაც შეეხება, სტატიაში მითითებული წყაროს გარდა, არსებობს კიდევ ერთი: საქართველოს ფლორა. ტ. 1, გვიმრანაირები და შიშველთესლოვანები, 1971, სადაც მე-12 გვერდზე დასახელებულია საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, აფხაზეთში მდებარე მთა ძირხვა. არსებობს კიდევ სხვა ქართულენოვანი წყაროებიც. ახლა რაც შეეხება ძიხვას, კი ბატონო, ასეთი ორონიმი არ არის შეცდომა, შეიძლება ითქვას მთა ორი სახელწოდებით არის ცნობილი. - OTOGI Messages 12:19, 15 ივლისი 2023 (UTC)პასუხი

დიდი მადლობა. ეხლა ყველაფერი გასაგებია. თქვენი ახსნა-განმარტებიდან გამოდის, რომ მთას ეწოდება ძირხვა და ასევე ძიხვაც. ეხლა ერთი შეკითხვა მაქვს და მეტს აღარ გაგაცდენთ. სტატიაში მთა ძირხვის ტექსტის დასაწყისში რომ მივუწერო ძიხვაც თუ შეიძლება, ანუ ტექსტი, რომ იწყებოდეს ასე: „ძირხვა, ძიხვა — მთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში...“GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 23:26, 15 ივლისი 2023 (UTC)პასუხი

შეიძლება. - OTOGI Messages 09:53, 16 ივლისი 2023 (UTC)პასუხი
დიდი მადლობა.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 17:51, 16 ივლისი 2023 (UTC)პასუხი

მტირალა

გამარჯობათ! თუ შეიძლება ერთი წინადადებით რომ შემოვიდე. საქმე იმაშია, რომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჩემი აზრით არსებობს ორი მთა. ერთი დიდი მტირალა (კოორდ. 41°37′34″ ჩ. გ. 41°49′19″ ა. გ.), რომელსაც ჩვენ (ასევე რუსებიც) სტატიაში ვუწოდებთ მტირალას და მეორე მტირალა (კოორდ. 41°39'29" ჩ. გ. 41°48'01" ა. გ.), რომელზეც ჩვენ სტატია არ გვაქვს, მაგრამ მე სრულიად არ გამიკვირდება, რომ მომავალში (თუნდაც არაუახლოესში) გვქონდეს. ჩემი წინადადებაც ეს არის, რომ ხომ არ ჯობდა ეხლავე დაგველაგებინა ყველაფერი, ანუ სტატიაში არსებულ მთა მტირალასთვის დაგვერქმია მისი ნამდვილი სახელი მთა დიდი მტირალა? დიდი მადლობა.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 14:24, 13 აგვისტო 2023 (UTC)პასუხი

გამარჯობა! საერთოდ, მთავარი მთის ადრინდელი სახელია ტირალა, აგრეთვე ხშირად უწოდებდნენ ცისკარას. ადრეულ წლებში, საბჭოთა კავშირში ამ მთას ადგილობრივები უწოდებნენ მტირალასა და ტირალას, ამას გარდა, რუკებზეც ამ ფორმით იყო დატანებული. სიმართლე გითხრათ, ამ წუთას ლიტერატურაში არ მახსენდება სახელწოდება დიდი მტირალა. გასაგებია, რომ დიდი მტირალაც ეწოდება, მაგრამ მისი ნამდვილი სახელი სწორედ, რომ მტირალაა. სტატიაში ჩავწეროთ დიდი მტირალა როგორც ალტერნატიული ფორმა, მაგრამ ძირითად სახელწოდებად მტირალა დავტოვოთ. - OTOGI Messages 10:27, 14 აგვისტო 2023 (UTC)პასუხი
დიდი მადლობა, ყველაფერი გასაგებია.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 20:42, 16 აგვისტო 2023 (UTC)პასუხი

ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია

გამარჯობა. მინდოდა მეკითხა, თუ შეიძლებოდა ამ აბზაცის დამატება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის გვერდზე. მიგაჩნიათ თუ არა ეს მიზანშეწონილი? დიდი მადლობა

2022 წლის 14 სექტემბერს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ინსტრუმენტების დეფიციტის აღმოფხვრაზე მუშაობა დაიწყო და მსოფლიოში აღიარებულ მწარმოებელთან „სტეინვეი ენდ სანს“ (STEINWAY & SONS) გაფორმდა რამდენიმეწლიანი სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ეტაპობრივად, 2025 წლამდე, კონსერვატორიას გადაეცემა 78 როიალი. მოლაპარაკებების დაწყებას განსაკუთრებულად შეუწყო ხელი ქართველ-ამერიკელმა პიანისტმა და კომპოზიტორმა, ცნობილმა ხელოვანმა, გიორგი ლაცომ. სტეინვეის კომპანიის მრავალწლიან ისტორიაში, მოცემული შესყიდვა უპრეცედენტოდ ითვლება ევროპის მასშტაბით, რაც ბუნებრივიცაა, ვინაიდან საქართველოს მოცემული შესყიდვების მიმართულებით 50-წლიანი წყვეტა ჰქონდა. Asuas (განხილვა/წვლილი) 05:47, 14 აგვისტო 2023 (UTC)პასუხი

@Asuas: გამარჯობა! თუკი ფიქრობთ, რომ ინფორმაცია ენციკლოპედიურია შეგიძლიათ დაამატოთ, მაგრამ მნიშვნელოვანია სქოლიოს მიბმაც ამ მიმართულებით. - OTOGI Messages 10:31, 14 აგვისტო 2023 (UTC)პასუხი

მადლობა! თუ შეიძლება ვიკითხო, რას გულისხმობთ სქოლიოს მიბმაში? Asuas (განხილვა/წვლილი) 15:47, 14 აგვისტო 2023 (UTC)პასუხი
@Asuas: ანუ შეტანილ ინფორმაციას წყარო დაურთეთ. - OTOGI Messages 15:58, 14 აგვისტო 2023 (UTC)პასუხი
მადლობა! ახლახან დავამატე და მივუთითე 2 წყარო, ვფიქრობ ეს საკმარისია. შეგიძლიათ დაამოწოთ რედაქტირება? Მადლობა კიდევ ერთხელ. Asuas (განხილვა/წვლილი) 17:56, 14 აგვისტო 2023 (UTC)პასუხი
@Otogi: გამარჯობა! ადმინისტრატორ DerFuchs-თანაც განვიხილეთ იგივე და მან მცირე ცვლილებები შეიტანა ჩემს ნაწერში. ასევე დავამატე 3 სანდო წყარო. გთხოვთ გადახედოთ და შეიძლება შეამოწმოთ? Გმადლობთ!

@Asuas: დამოწმდა. - OTOGI Messages 15:36, 16 აგვისტო 2023 (UTC)პასუხი

Მადლობა რომ შემატყობინეთ! Asuas (განხილვა/წვლილი) 19:29, 16 აგვისტო 2023 (UTC)პასუხი
@Otogi: გამარჯობა! . უბრალოდ კითხვის დასმა მინდოდა: რატომ გააუქმა ადმინისტრატორმა მიხეილმა( Mikheil) ინფორმაცია გიორგი ლაცოს შესახებ (https://ka.wikipedia.org/wiki/თბილისის_სახელმწიფო_კონსერვატორია#cite_note-1)? ის რომ არა, კონტრაქტი ჰამბურგ სტეინვეითან და 78 ფორტეპიანო არასოდეს შედსგებოდა და ეს ფაქტია. მიუხედავად ამისა, მე დავდე 3 სანდო წყარო, რომელიც ადასტურებს ამ ინფორმაციას. უფრო მეტიც, ამ ინფორმაციის ჩასმამდე სხვა ადმინისტრატორსაც მივმართე (DerFuchs) და Otogim-მ დაამოწმა. ეს არ იყო გიორგის რეკლამა, არამედ ეს ფაქტის კონსტატაციაა! გთხოვთ გთხოვთ განაახლოთ ძველი ინფორმაცია. მადლობა! Asuas (განხილვა/წვლილი) 21:43, 6 დეკემბერი 2023 (UTC)პასუხი

გამარჯობა. აჯობებს თავად მათ კითხოთ. - OTOGI Messages 16:43, 5 იანვარი 2024 (UTC)პასუხი

წაიშალა გვერდი - საქართველოს გაერთიანებული დიადი ლოჟა

გამარჯობა, მოულოდნელად წაიშალა გვერდი - საქართველოს გაერთიანებული დიადი ლოჟა. გვერდი შექმნილი იყო იანვარში და მაშინ თქვენც მონაწილეობდით განხილვებში, ამიტომაც მოგმართავთ თხოვნით გამარკვიოთ თუ რატომ წაიშალა? და როგორ შეიძლება აღდგენა? თუ რამეა დასაკორექტირებელი და დასამატებელი მადლობელი ვიქნებთ თუ მიგვითითებთ. მადლობა. --77Benjamen (განხილვა/წვლილი) 15:31, 14 აგვისტო 2023 (UTC)პასუხი

გამარჯობა! წაშლის ინიციატორს შეგიძლიათ მიმართოთ. - OTOGI Messages 15:39, 14 აგვისტო 2023 (UTC)პასუხი

სტატიის დაბლოკვა

გამარჯობა. მე განვათავსე ვიკიპედიაში შპს კომეტა სერვის ჯგუფი-ის შესახებ სტატია IP-მისამართია 185.70.53.18, ბლოკის იდენტიფიკატორი #6633 რომელიც დამიბლოკეთ და გასაგებია რატომაც. თუ მომცემთ საშვალებას რომ დავაკორექტირო სტატია და გავუშვა თავიდან? მადლობა წინასწარ დახმარებისთვის cometa.service.group@gmail.com

გამარჯობა. მე გიპასუხებთ. ვიკიპედია ენციკლოპედიაა და არა საცნობარო ბიურო. ნებისმიერი სტატია, რომელსაც არ გააჩნია ენციკლოპედიური ღირებულება, იშლება. — Mikheil მიწერა 12:19, 20 ოქტომბერი 2023 (UTC)პასუხი

ხედანი

ღამე მშვიდობისა! მთა ხედანს დღეისათვის არ გააჩნია კოორდინატები. მე დიდხანს ვეძებე ეს მთა სხვადასხვა რუკებზე და ვერსად ვერ მოვძებნე, მაგრამ ამ ძებნაში ჩემი აზრით ერთი რამ მგონი აღმოვაჩინე. საქმე იმაშია, რომ არსებობს მთა დიდი ცხვირი, რომელსაც თითქმის ზუსტად შეესაბამება მთა ხედანის სტატიაში არსებული აღწერა. უფრო დაწვრილებით რომ გითხრათ მთა დიდი ცხვირი მართლაც მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, იალნოს ქედზე, ამ ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ივრის მარჯვენა შენაკადის — ძაღლიანთხევის ზემოთში და მისი სიმაღლე ზღვის დონიდან არის 1278 მეტრი (მთა ხედანის 1280 მეტრი). თუ არ შეწუხდებით იქნებ მითხრათ ხომ არა აქვს მთა ხედანს მეორე სახელი და ეს მეორე სახელი ხომ არ არის მთა დიდი ცხვირი? წინასწარ გიხდით დიდ მადლობას და ბოდიშით შეწუხებისათვის.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 20:23, 22 ოქტომბერი 2023 (UTC)პასუხი

@GiorgiXIII: გამარჯობა! საერთოდ, მდინარე ძაღლიანთხევის ზემოთებში 1280 მ-იანი ჰიფსომეტრიული ნიშნული და ერთადერთი სახელდებული მთა შეესაბამება თქვენ მიერ ნახსენებ მთას, თუმცა აქ იგულისხმება ალბათ მთა დიდცხვირი, ვიდრე დიდი-ცხვირი, მაგრამ ვიკიპედიის წესების თანახმად, ასეთ დროს წყაროს გარეშე ინფორმაციის შეცვლა არ შეიძლება... სამწუხაროდ წყარო არ მაქვს ამასთან დაკავშირებით. - OTOGI Messages 06:16, 28 ოქტომბერი 2023 (UTC)პასუხი

დიდი მადლობა.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 14:17, 28 ოქტომბერი 2023 (UTC)პასუხი

უსახელო

დღე მშვიდობისა, ბოლისისკენ მიახლოებისას არის მთა და ეკლესია, რა მთა არის ეს? მადლობა წინასწარწინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 185.115.7.122 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

გამარჯობა! ბოლისი ასეთი ადგილი არ გამიგია საქართველოში, და თუკი ბოლნისი იგულისხმება კი ბატონო, იქ არის ელიას მთა, საბჭოთა კავშირის დროს ელდაღს რომ ეძახდნენ. მასზეა მონასტერი... - OTOGI Messages 06:28, 28 ოქტომბერი 2023 (UTC)პასუხი

პუშკინის პიკი

ღამე მშვიდობისა! თქვენი დღევანდელი რედაქტირებით პუშკინის პიკი იმყოფება საქართველოს საზღვრიდან 10 კმ-ით შეწეული რუსეთის ტერიტორიაზე, მეორე პუშკინის პიკზე, რომლის სიმაღლეა 5047 მ და რომელსაც საერთო არაფერი აქვს აღმოსავლეთ ჯანგის მწვერვალთან. აღმოსავლეთ ჯანგის მწვერვალი (იგივე პუშკინის პიკი), რომელიც იმყოფება ზედ საქართველო რუსეთის საზღვარზე და რომლის სიმაღლეცაა 5033 მ მდებარეობს იმ კოორდინატებზე, რომელიც თქვენი რედაქტირებით გაუქმდა. ამ ყველაფრის შემოწმება შესაძლებელია წყნარად, მშვიდ ვითარებაში რუკაზე დაწკაპუნებით (შეადარეთ თქვენი რედაქტირების შემდეგ სად იმყოფება პუშკინის პიკი და თქვენს რედაქტირებამდე). ძალიან გთხოვთ რუსეთს ნუ გადასცემთ საქართველოს ტერიტორიებს (ხუმრობით რა თქმა უნდა). მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთვის ცნობილია ორი პუშკინის პიკის არსებობის ამბავი. მე მოგწერეთ ის რაც უნდა მომეწერა და ეხლა თქვენ, როგორც ჭკვიანმა და გამოცდილმა ადამიანმა გადაწყვიტეთ როგორ უნდა იმოქმედოთ.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 19:32, 14 იანვარი 2024 (UTC)პასუხი

გამარჯობა! პუშკინის პიკი და აღმოსავლეთი ჯანღა ერთი და იგივე მწვერვალებია წყაროებისა და ტოპოგრაფიული რუკების გათვალისწინებით. რაც შეეხება იმ პუშკინის მწვერვალს, რომელსაც თქვენ საქართველოს საზღვრიდან მოშორებულს უწოდებთ, ის მხოლოდ ალპინისტების მიერაა წოდებული. აკადემიური წყაროებით კავკასიონზე არანაირი ორი პუშკინის პიკი არარსებობს. მიწების გადაცემას რაც შეეხება ეს თქვენი ფანტაზიის ნაყოფია. ფანტასმაგორიაში ყოფნას არ გირჩევთ. კოორდინატები, კი ბატონო, ამ ეტაპზე შესასწორებელია. - OTOGI Messages 20:55, 14 იანვარი 2024 (UTC)პასუხი
ეტყობა მე ვერ ვთქვი გასაგებად. დავიწყოთ სულ თავიდან. 1). თქვენ თქვენი რედაქტირების შემდეგ თუ ნახეთ სად მდებარეობს პუშკინის პიკი? თუ ნახეთ იქნებ მეც მითხრათ, ძალიან გთხოვთ. თუ არ გინახიათ ნახეთ, მისი ნახვა რა პრობლემაა? 2). მეც იმას ვამბობ რასაც თქვენ, ანუ იმას, რომ პუშკინის პიკი და აღმოსავლეთი ჯანღა ერთი და იგივეა. მე რას ვუწოდებ ეგ მე მგონი საინტერესო სრულიად არ არის. თქვენი რედაქტირების შემდეგ პუშკინის პიკი აზის აღმოსავლეთ ჯანღას? (ანუ ისინი ერთ წერტილში იმყოფებიან?) და მდებარეობენ საქართველო რუსეთის საზღვარზე თუ არა? (ჩემი რედაქტირების დროს ის პირდაპირ აღმოსავლეთ ჯანღას აჯდა და ზედ საქართველო რუსეთის საზღვარზე იმყოფებოდა და რამდენჯერაც საჭიროა იმდენჯერ ვიტყვი, რომ აღმოსავლეთი ჯანღა და პუშკინის პიკი ერთი და იგივეა). 3). კოორდინატები შესასწორებელიაო ამბობთ, ეს ძალიან ზოგადი და აბსტრაქტული ნათქვამია და ეს არ იძლევა იმის საფუძველს, რომ მწვერვალი, რომელიც საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე იმყოფება ავიღოთ და დავსვათ საზღვრიდან რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში 8-10 კმ-ის მანძილზე. 4). მიწების გადაცემას რაც შეეხება ამის შესახებ მე ზემოთ ფრჩხილებში დავწერე და ჩემი აზრით ეს ისეთი მარტივი გასაგები იყო, რომ გამგები, რომც არ სდომოდა მაინც გაიგებდა. მე პატივს ვცემ თქვენ აზრებს, მაგრამ დიდი ბოდიშის მოხდით სრულიად ვერ დაგეთანხმებით.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 21:54, 14 იანვარი 2024 (UTC)პასუხი
თქვენ, სტატიაში კოორდინატები ორჯერ შეასწორეთ, რაც იძლევა იმის საბაბს, რომ კოორდინატები საერთოდ გადაიხედოს. თქვენ, მკითხეთ იმის შესახებ, რომ არსებობს ორი პიკი, მე გიპასუხეთ, რომ არარსებობს. რაც შეეხება კოორდინატებს, ეს კოორდინატები აღებულია იმ რუკებიდან, რაზედაც თქვენ საუბრობთ, უბრალოდ იმ დროს იქ შეცდომით იყო გაწერილი, დღეს კი შესწორებულია. სულ ეს არის. - OTOGI Messages 01:14, 15 იანვარი 2024 (UTC)პასუხი
გამარჯობათ! პირველი შესწორებული იმას ნიშნავს, რომ პუშკინის პიკი (იგივე აღმოსავლეთი ჯანღა) დავსვი იქ სადაც აღმოსავლეთი ჯანღა მდებარეობს (ზოგ რუკაზე ამ კოორდინატზე აწერია პუშკინის პიკი), ხოლო მეორე შესწორება უფრო დაზუსტებულია (სხვაობა შეადგენს მხოლოდ 2 სეკუნდს). თუ ორი პიკი არ არსებობს, მაშინ ერთი ხომ არსებობს და რომელია ეს ერთი პიკი? ის კოორდინატები, რომელსაც თქვენ უჩვენებთ რუსეთის ტერიტორიაზეა და მას არანაირი კავშირი არა აქვს აღმოსავლეთ ჯანღასთან. და კიდევ ერთი: გთხოვთ გახსნათ (ძალიან გთხოვთ) რუსულენოვანი Пик Пушкина (Кавказ), რომელსაც თავზე აწერია „У этого термина существуют и другие значения, см. Пик Пушкина“, შემდეგ გახსნათ „см. Пик Пушкина“ და ბოლომდე წაიკითხოთ იგი (განსაკუთრებით ბოლო აბზაცი). რუსები არ თვლიან აღმოსავლეთ ჯანღას პუშკინის პიკად. ისინი პუშკინის პიკად თვლიან მთას იმ კოორდინატზე, რომელსაც თქვენც თვლით პუშკინის პიკად (ანუ თავიანთ ტერიტორიაზე). თუ რუსები მართლები არიან, მაშინ ჩვენც შევცვალოთ სტატია და ვაჩვენოთ ეს პიკი იმავე კოორდინატებზე, რომელიც თქვენ გაქვთ აღნიშნული, ოღონდ ტექსტში დავწეროთ, რომ ეს პიკი მდებარეობს რუსეთის ტერიტორიაზე და არა საქართველო-რუსეთის საზღვარზე. ჩემი აზრით ისინი ნებსით თუ უნებლიეთ შეცდომას უშვებენ. მაგრამ ჩემთვის ეს არაფერს წარმოადგენს, რაც უნდათ ის უქნიათ. ჩემი აზრით პუშკინის პიკი (ანუ იგივე აღმოსავლეთი ჯანღა) მდებარეობს საქართველო-რუსეთის საზღვარზე და მისი კოორდინატები უნდა ემთხვეოდეს აღმოსავლეთი ჯანღის კოორდინატებს (რაც მე მქონდა აღნიშნული).GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 09:59, 15 იანვარი 2024 (UTC)პასუხი
რუსული ვიკიპედია, სამწუხაროდ უამრავ იდიოტიას წერს საქართველოსთან მიმართებაში, და არა მხოლოდ, ჯერ უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებთ რუსეთს, ახლა იმას ციტირებთ, რასაც რუსული ვიკიპედია წერს. თქვენამდე მაქვს წაკითხული ყოველივე მერწმუნეთ. ზუსტად ამაზეა საუბარი, რომ გუგლის რუკებზე დაყრდნობით მრავალ წერტილში უზუსტობა დაფიქსირდა და შემდეგ, შესწორდა დროთა განმავლობაში. შესაბამისად, რჩება ხოლმე დასაზუსტებელი კოორდინატები, ხოლო ყოველივე არ ნიშნავს, იმას, რომ ვინმემ აქ ტერიტორიების გასხვისება დაიწყო. ვიკი-კოლეგებს ასე არ უნდა ესაუბროთ, ფრჩხილების გათვალისწინებითაც კი. ასეთ დროს ბლოკი გარანტირებულია. იცოდეთ სამომავლოდ. ამდენად, კოორდინატების კორექტირება შესრულდება და პრობლემაც მოიხსნება. - OTOGI Messages 23:19, 16 იანვარი 2024 (UTC)პასუხი

ტეხურიშდუდი

პირდაპირ საკვირველია ეს მთა არ მდებარეობს სამივე მუნიციპალიტეტში თუ მარტო ერთი მუნიციპალიტეტის საკუთრებაა? მე მგონი თქვენ ხატზე გაქვთ დიფიცებული, რომ ნებისმიერი რედაქტირება გააუქმოთ. სხვა რა ვიფიქრო არ ვიცი. იქნება თქვენ გამარკვიოთ რა ხდება?GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 23:41, 14 იანვარი 2024 (UTC)პასუხი

აუცილებლად გაგარკვევთ, ეს ხომ ჩემი მოვალეობაა, თუმცა მე ადრე უკვე გაგარკვიეთ ამის შესახებ, მაგრამ საერთოდ არ მისმენდით. პირველ ყოვლისა, თქვენ მიერ შემოტანილ ინფორმაციას არ ჰქონდა წყარო. რატომ შემოგაქვთ უწყაროო ინფორმაცია?! ასეთი ინფორმაცია გაუქმების წინაპირობაა. გარდა ამისა, ვიკიფიცირება იმ ფორმატით, რა სახითაც თქვენ ამას ასრულებთ პრაქტიკაში უბრალოდ არარსებობს, საუბარია გადაჯაჭვულ ვიკიფიცირებაზე. მე მოგწერეთ ადრე ამის შესახებ, მაგრამ ვინ ისმენს... დაფიცებას რაც შეეხება, იმ ქვეყანაში, სადაც მე ვცხოვრობ ხატზე არ იფიცებიან, დევიზი გვაქვს — In God We Trust... - OTOGI Messages 01:39, 15 იანვარი 2024 (UTC)პასუხი
რომელი წყარო? თქვენს მიერ კორექტირებულ კოორდინატებს (რასაც მე სრულიად ვეთანხმები) მიუწკაპუნეთ და რაც გამოჩნდება იმაზე უფრო უკეთესი წყარო ვინმეს მოუგონია? გვინდა ეს თუ არ გვინდა ყველა რუკაზე აშკარად ჩანს, რომ მთა მდებარეობს სამი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზე. და იქნებ ისიც მითხრათ სად არის ამ სტატიაში გადაჯაჭვული ვიკიფიცირება? რატომ არ გინდათ კოორდინატებს დააჭიროთ ისარი და ნახოთ ყველაფერი გაუგებარია, ამ შემთხვევაში ხომ ყველაფერი ხელისგულზე გამოჩნდება. ეს ეხება როგორც ტეხურიშდუდს, ასევე პუშკინის პიკს. გინდ დამიჯერეთ და გინდ არა მე თქვენთან კამათი კი არ მიხარია. უბრალოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში კოორდინატებზე ისრის დაჭერის შემდეგ ყველაფერი რომ ხელისგულზე ჩანს და თქვენნაირი ჭკვიანი და გამოცდილი კაცი რომ გეკამათება ეს ვერ გამიგია, მეტი არაფერი.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 09:59, 15 იანვარი 2024 (UTC)პასუხი
გუგლის რუკები წყარო არ არის. კარგი სტატია ერთდროულად ფუჭდება შიდა ბმულების უკმარისობითა და სიჭარბით. იხელმძღვანელეთ ვიკიპედიის წესებითა და პრაქტიკით. ნუ ცდილობთ ვიკიპედიის პრაქტიკის ინტერპრეტაციას. - OTOGI Messages 23:03, 16 იანვარი 2024 (UTC)პასუხი
გამარჯობათ! ბევრი ვისაუბრეთ, მაგრამ მე ვთვლი, რომ ვერაფერი ვერ გამაგებინეთ. მე გეთანხმებით, რომ რუსული ვიკიპედია ბევრ სისულელეს წერს და მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში. მე იმაშიც გეთანხმებით, რომ არსებობს ერთი პუშკინის პიკი. იმაშიც, რომ მას ასევე ქვია აღმოსავლეთი ჯანღა (სხვა პუშკინის პიკი მე არ მაინტერესებს, ეს რუსების საქმეა). მაგრამ თქვენ ჩემი რედაქტირება წაშალეთ და მას დაადეთ იმ პუშკინის პიკის კოორდინატები, რომელსაც რუსები თვლიან პუშკინის პიკად (თანაც ზუსტად, ერთ სეკუნდშიც არ შემცდარხართ) და ეს პიკი მდებარეობს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, საქართველო-რუსეთის საზღვრიდან 8-10 კმ-ით. ამას თქვენ ხსნით გუგლის რუკების უზუსტობით და კოორდინატების მომავალში დაზუსტებით. ტეხურიშდუდზე რა გითხრათ არ ვიცი, მეცინება და რა ვქნა? ძალიან მინდა დაგიჯეროთ მაგრამ, როგორ არ ვიცი. რაც შეეხება დაბლოკვას, დამბლოკეთ მერე, გიშლით ვინმე თუ რაშია საქმე. თუ ვინმე გიშლით მეც მითხარით, უბრალოდ ინტერესის გამო. ოღონდ ერთი პირობით: თუ დამბლოკავთ, დამბლოკეთ სამუდამოდ, მეც დავივენებ და თქვენც.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 14:34, 17 იანვარი 2024 (UTC)პასუხი
მოსმენისა და გაგების კულტურა შეინარჩუნეთ და ნუ გაცდებით აკადემიურ ზომიერებას. მე გარკვევით დავწერე, რომ კოორდინატები შესაცვლელია, მაგრამ უნდა დამაცადოთ გარკვეული პერიოდი, ვინაიდან მარტოოდენ კოორდინატების შეცვლით პრობლემა არ მოგვარდება. დამაცდით ?! რაც შეეხება ტეხურიშდუდს, კვლავ, საჭიროა აკადემიური წყარო, გუგლის რუკებზე დაყრდნობით სტატიები არ იწერება ვიკიპედიაში, მაგ., იხილეთ სტატია თებულოსმთა — გარკვევით დაინახავთ, რომ მთა მდებარეობს კონკრეტულ მუნიციპალიტეტში, მაგრამ მას წყაროს სახით თან ახლავს არა გუგლის რუკა, არამედ ნაბეჭდი წყარო. თქვენც იგივე პრინციპებით უნდა იხელმძღვანელოთ, რამეთუ ეს არის ვიკიპედიის პრაქტიკა — წონადი წყაროების მითითება. ეს ყველაფერი სასაცილოა ? სიცილი კარგია, მაგრამ საზიანოა უჭკუოდ სიცილი. სხვათა შორის, ჯანგითაუზე, ვფიქრობ სტატია უნდა დაიყოს 3 განცალკევებულ ნაწილად, მთავარი, აღმოსავლეთი და დასავლეთი. ვფიქრობ, აჯობებს პუშკინის პიკის გადატანა აღმოსავლეთ ჯანღაზე, პუშკინის პიკზე ორი ქართული წყაროა, მაგრამ ჩემი აზრით ცოტაა. პუშკინის სახელს ამაგრებს ტოპოგრაფიული რუკა და რამდენიმე წყარო... - OTOGI Messages 15:40, 17 იანვარი 2024 (UTC)პასუხი
დამაცდითო რომ მწერთ, დაცდილი არაა? განა მე გადავაკეთე თქვენს მიერ ანულირებული ჩემი რედაქტირებები? არ არის საკმარისი თქვენს მიერ ჩამოთვლილი განმარტებები და რა ვქნა? აკადემიურ ზომიერებას არ უნდა გასცდეო, რომ მეუბნევით სავსებით გეთანხმებით. მაგრამ ჩემი აზრით არ გავცდენილვარ და თუ მაინც გავცდი საჯაროდ გიხდით ბოდიშს (ჩვენ მიმოწერას სავარაუდოდ სხვა წევრებიც წაიკითხავენ). რაც შეეხება ჯანგითაუს, გეთანხმებით, ჩემი აზრით უკეთესი იქნება. პუშკინის პიკს რაც შეეხება, ჩემი აზრით გადატანა არაფერს დააშავებს, მაგრამ სავალდებულოც არა მგონია იყოს (უბრალოდ იქნება კოორდინატებისთვისაც მიგეხედათ, ძალიან გთხოვთ. ძალიან გულს მტკენს რუსეთის ტერიტორიაზე რომ არის მოხვედრილი და რა ვქნა?).GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 16:38, 17 იანვარი 2024 (UTC)პასუხი
კი, ვინაიდან გუგლის რუკით შხარის ერთი წერტილი რუსეთის ტერიტორიაზეა, იგივე ითქმის ჯანღის ერთ წერტილზეც, შესაბამისად, უნდა შევთანხმდეთ, რომ თუ გუგლის რუკას ვეყრდნობით, მაშინ სტატიებიც უნდა გადავაკეთოდ. - OTOGI Messages 17:41, 17 იანვარი 2024 (UTC)პასუხი

ჯვარი

დიდი ბოდიშის მოხდით კიდევ ერთ პრობლემას უნდა შევეხო (ვიცი, რომ ტვინი წავიღე, მაგრამ ეს ალბათ ბოლო იქნება. ყოველ შემთხვევაში ამის დიდი იმედი მაქვს). გვაქვს სტატია მთა ჯვარის შესახებ. ინფოდაფაში და ტექსტში წერია, რომ ეს მთა მდებარეობს მარტვილის მუნიციპალიტეტში და მისი სიმაღლეა 1980 მეტრი. რუკაზე რომ ნახავ ამ წერტილის სიმაღლეა 1094 მეტრი და თან სახელი არც აწერია. მისგან 8-10 კმ-ის რადიუსში არის რამდენიმე მთა, მაგრამ მათი სიმაღლეები 1300 მეტრს არ აღემატება, ხოლო ამ რადიუსში ყველაზე მაღალი მთაა მუჩერა, რომლის სიმაღლეა 1468 მეტრი. უფრო მაღალი მთები იწყება ამ 8-10 კმ-ის შემდეგ ჩრდილოეთში და მარტვილი-ჩხოროწყუს ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარეობს მთა მიგარია, საიდანაც 2 კმ-ით დასავლეთით მდებარეობს მთა ჯვარი, რომელსაც სიმაღლე უწერია არა 1980 მეტრი, არამედ 1825 მეტრი და იმყოფება საზღვრიდან 2 კმ-ში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ხოლო თუ გავითვალისწინებთ ტექსტში დაწერილს, რომ ის მდებარეობს მდინარე ოჩხომურის სათავესთან სიახლოვეს, მაშინ მას უფრო შეეფერება 1825 მეტრიანი მთა ჯვარი (ეს მხოლოდ ჩემი აზრია და მეტი არაფერი). მოკლედ ინფოდაფაზე ნაჩვენები კოორდინატებიდან მთა ჯვარამდე მანძილი პირდაპირი გეოდეზიური ხაზის მიხედვით შეადგენს 13 კმ-ს. ჩემთვის ბევრი რამეა, როგორც ინტერესის მომგვრელი, ასევე დამაინტრიგებელი და ასევე გაუგებარი. ეს იყო რაც უნდა მომეწერა და თუ დრო გექნებათ თქვენც თუ დაინტერესდებით მე მგონი უფრო კარგი იქნება.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 19:35, 17 იანვარი 2024 (UTC)პასუხი

არა, პირიქით, მომწერეთ ხოლმე, რამეთუ ჩვენ ერთად ვქმნით ვიკიპედიას და პრობლემების არსებობის შემთხვევაში კომუნიკაცია არა თუ სასურველი, არამედ აუცილებელია. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ რასაც მე გეუბნებით ვიკიპედიის წესებთან და პრაქტიკასთან მიმართებაში, ეგ თქვენ არ გაინტერესებთ. მინდა, რომ ეს წაიკითხოთ — ვიკიპედია:ორიგინალური კვლევის დაუშვებლობა. უფრო მეტი ინგლისურ ვიკიპედიაში წერია. ახლა რაც შეეხება ჯვრის მთას, ჩემთვისაც საინტერესოა ყოველივე; კი, ეჭვგარეშეა, რომ აბსოლუტური და შეფარდებითი სიმაღლეები დღეს განსხვავებულ სურათს იძლევა, ვინაიდან GPS-ის ტექნოლოგიის ჩანერგვამდე, სიმაღლეები სხვაგვარად აითვლებოდა, სწორედ ამიტომ სიმაღლეებში იკვეთება განსხვავებანი. რაშია გამოსავალი ? ძალიან მარტივად, კონკრეტული მთა უნდა დავძებნოთ სანდო ინტერნეტ-რესურსზე, და სქოლიოს სახით მივუთითოდ სიმაღლე. - OTOGI Messages 22:25, 17 იანვარი 2024 (UTC)პასუხი
გამარჯობათ! მთა ჯვარის შესახებ უფრო კონკრეტულად, რომ გითხრათ საქმე მდგომარეობს შემდეგში: ტექსტში წერია, რომ მთა „მდებარეობს ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარეების ტეხურისა და ხობისწყლის წყალგამყოფზე, მდინარე ხობისწყლის მარცხენა შენაკადის — ოჩხომურის სათავეში“, მარტვილის მუნიციპალიტეტში და მისი სიმაღლეა 1980 მეტრი. განვიხილოთ ეს სამი საკითხი ცალ-ცალკე: 1). ინფოდაფაზე გამოსახული კოორდინატების მიხედვით აბსოლუტურად სხვა შედეგს ვიღებთ და თანაც ძალიან განსხვავებულს. მთა დაშორებულია მდინარე ტეხურას მთელი 8 კმ-ით და მდინარე ხობისწყალს ორჯერ მეტით და მდებარეობს მდინარე წაჩხურუსთან, თანაც მის სამხრეთით, ხოლო მდინარე ოჩხომურთან მას არანაირი კავშირი არ გააჩნია. ასევე მას პრაქტიკულად არანაირი კავშირი არ აქვს ეგრისის ქედის სამხრეთ კალთასთან. თუ შევცვლით კოორდინატებს (ოღონდ ძალიან გთხოვთ სწორედ გამიგეთ, მე არ ვამბობ, რომ გინდა თუ არა უნდა შევცვალოთ მეთქი, ვამბობ „თუ“) და დავაწერთ მას მთა ჯვარის კოორდინატებს (42°38′12″N 42°19′15.2″E), მაშინ ის ზუსტად მოხვდება ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარეების ტეხურისა და ხობისწყლის წყალგამყოფზე და მდინარე ხობისწყლის მარცხენა შენაკადის — ოჩხომურის სათავეში. თანაც როგორ სათავეში იცით? ზუსტად მთა ჯვრიდან ექნება სათავე მდინარე ოჩხომურს. ეს თითქოს კარგია, მაგრამ გვხვდება 2 წინააღმდეგობა: 1). ამ შემთხვევაში მთა ჯვარი აღარ იქნება მარტვილის მუნიციპალიტეტში. ის იქნება 100, 200 ან 300 მეტრით შეწეული მარტვილი-ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების საზღვრიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში (სხვადასხვა რუკებში სხვადასხვა მანძილებია, მაგრამ ყველგან ჩხოროწყუშია). 2). მუნიციპალიტეტების ცვლილება, თანაც ასეთი მოკლე მანძილებით არაფერია მეორე წინააღმდეგობასთან შედარებით და ეს არის მთის სიმაღლე. სიმაღლეში განსხვავება რომ ყოფილიყო 10, 20, 30 და დავუშვათ 50 მეტრი კიდევ შეიძლება ხმა არ ამოგვეღო, მაგრამ იმ რუკებზე სადაც მთა ჯვარია აღნიშნული ყველგან სიმაღლე აწერია 1825 მეტრი. მესმის, რომ სხვაობა ძალიან დიდი არ არის, მითუმეტეს კატასტროფულად დიდი, მაგრამ 155 მეტრი ჩემი აზრით საყურადღებოა. მე გუშინ დავარედაქტირე მთა ჯვარი, მაგრამ არ შევეხე მის კოორდინატებს, სიმაღლეს და მუნიციპალიტეტს (ვერც შევეხებოდი, იმიტომ რომ მარტო მე დამოუკიდებლად ამ საკითხს ვერ გადავწყვიტავ). აი ეს არის ჩემი აზრი მთა ჯვარის შესახებ, ანუ ინფოდაფაში აღნიშნულ კოორდინატებს არანაირად არ შეესაბამება ტესტში მოცემული ინფორმაცია და თუ შესასწორებელია (ჩემი აზრით აუცილებლად) როგორ უნდა შესწორდეს დიდი კითხვის ნიშანი ადევს (ჩემი მოკლე ჭკუით). გილოცავთ ხვალინდელ ნათლიღებას, ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ!GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 17:06, 18 იანვარი 2024 (UTC)პასუხი
@GiorgiXIII: ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ თქვენ მდინარე ოჩხომურის სათავე გაგებული გაქვთ შეცდომით და, ამის გამო, მთას სულ სხვა ადგილას ეძებთ. საერთოდ, ჯვრის მთა დიახ რომ, მდინარე ოჩხომურის სათავეშია, ხოლო სიმაღლეს რაც შეეხება, კი აცდენაა, და სხვათა შორის, ბევრჯერ შეგხვდებათ მსგავსი. სიმაღლე და კოორდინატები ჩავასწოროთ და პრობლემა ამოიწურება. - OTOGI Messages 02:03, 21 იანვარი 2024 (UTC)პასუხი
გამარჯობათ! ამ მოკლე დროში თქვენ უკვე ორჯერ გააკეთეთ შესანიშნავი საქმე (საქართველოს მთებთან დაკავშირებით) და მე დიდ მადლობას გიხდით. თუ გამონახავთ დროს და მთა დალიდაღის განხილვის გვერდს წაიკითხავთ უფრო მადლობელი ვიქნები.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 11:27, 21 იანვარი 2024 (UTC)პასუხი
როგორც ჩანს, პრობლემა ამასობაში მოგვარდა და ჩემი კომენტარიც აღარ არის საჭირო. პ.ს. სამწუხაროდ, მყისიერად ვერ ვპასუხობ გზავნილებს. მაგრამ იცოდეთ, გადაჯაჭვულ ვიკიფიცირებას ნუ აკეთებთ. თადარიგი უნდა დაიჭიროთ ვიკიფიცირების დროს. გაუქმდება. - OTOGI Messages 22:43, 21 იანვარი 2024 (UTC)პასუხი

მთები სომხეთის საზღვარზე სამცხე-ჯავახეთის მხარეში

გამარჯობათ! ბოდიშის მოხდით კიდევ ერთხელ გაწუხებთ. თქვენ იცით, რომ სამცხე-ჯავახეთის მხარეში საქართველო-სომხეთის საზღვარზე ჩვენ გვაქვს 4 მთის სტატია: 1) ანდრანიკი, 2) ზარიშატი, 3) ლეილი, 4) ორთულდაღი. ამას გარდა გვაქვს სტატია უჩთაფალარის მთის შესახებ, რომლის მდებარეობაც ინფოდაფაში და ტექსტში მხოლოდ საქართველოა ფიქსირებული, მაგრამ მისი კოორდინატების მიხედვით ის სომხეთ-თურქეთის საზღვარზე იმყოფება და საქართველო აქ არაფერს შუაში უნდა იყოს. ამ მთის შესახებ მოგვიანებით ვილაპარაკოთ და დავიწყოთ თავიდან. 1) ანდრანიკი. როგორც იქნა სომხებმა დაადეს კოორდინატები ამ მთას, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ ეს მთა მთლიანად მდებარეობს სომხეთში, მხოლოდ შირაკის პროვინციაში, საქართველოს საზღვრიდან 4-5 კმ-ით სომხეთის სიღრმეში. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ მე ვერც დავეთანხმები და ვერც ვუარყოფ ამ კოორდინატებს, მაგრამ ამ მთის მარტო საქართველოს ან საქართველო-სომხეთის საზღვარზე არსებობა ადრეც ძალიან მეეჭვებოდა და ეხლაც. 2) ზარიშატი. ჩემი აზრით ეს მთა მართლაც მდებარეობს საქართველო-სომხეთის საზღვარზე, მაგრამ ის კოორდინატები, რომელსაც სომხები მიუთითებენ და ჩემი აზრით ჩვენც მათგან გვაქვს გადაწერილი არასწორია. კოორდინატებს რომ დაუწკაპუნებ ტოპოგრაფიულ რუკაზე იქ და მის სიახლოეს არანაირი მთა არ ჩანს. მე ვფიქრობ, რომ მისი კოორდინატებია 41°07′23″N 43°28′27″E (N 41.123056 E 43.474167) და ეს მთა მდებარეობს სამი სახელმწიფოს საზღვარზე: საქართველო, სომხეთი და თურქეთი. რაც შეეხება სიმაღლეს (2980 მეტრი), ის ძალიან ახლოს დგას ჩვენს ინფოდაფაში და ტექსტში არსებულ სიმაღლესთან (2982 მეტრი). 3) ლეილი. ეს მთაც ნამდვილად იმყოფება საქართველო-სომხეთის საზღვარზე, სიმაღლეც სწორეთაა დაწერილი და არანაირი ეჭვი მე მის სისწორეში არ გამაჩნია, რუსულად მას ქვია Кечут. უბრალოდ ცოტათი კოორდინატებია გადასაწევი აღმოსავლეთით, 300 მეტრით. ამ მთაზე სომხურ ვიკიპედიაში სტატია არ არსებობს (დღეისათვის). 4) ორთულდაღი. ესეც მხოლოდ ქართულენოვანი სტატიაა. მე არც ამ მთის კოორდინატებში და არც სიმაღლეში ეჭვი არ მეპარება. ეხლა გადავიდეთ ბოლო, მეხუთე მთაზე, რომელსაც ქვია უჩთაფალარი და რომელიც ანდრანიკთან ერთად ჩემი აზრით ყველაზე უფრო პრობლემატურები არიან დანარჩენ 3 მთასთან შედარებით. პირველი ისაა, რომ ესეც მარტო ქართულენოვანია და მასთან ვერაფერს ვერ შევადარებთ. მეორე ისაა, რომ უმეტეს რუკებზე დასახელება და სიმაღლე სულ არ აწერია, ხოლო ერთ-ერთზე კი აწერია, მაგრამ არა მთა უჩთაფალარი, არამედ მთა იერაკატარი, სიმაღლით 3008 მეტრი (ჩვენ ინფოდაფაზე და ტექსტში 3041 მეტრი) და თანაც დღეს არსებული კოორდინატებით ის საქართველოს საზღვარს აცდენილია 1800-2000 მეტრით და იმყოფება სომხეთ-თურქეთის საზღვარზე. მოკლედ რომ დავაჯამო ჩემი დღევანდელი აზრი სამცხე-ჯავახეთის მხარეში საქართველო-სომხეთის საზღვარზე არსებული მთების შესახებ გეტყვით, რომ მთების ლეილის და ორთულდაღის შესახებ მე არანაირი პრეტენზიები არ გამაჩნია. მთა ზარიშატის საკმაოდ მეეჭვება კოორდინატები და მეტი არაფერი. ხოლო რაც შეეხება ორ მთას ანდრანიკს და უჩთაფალარს, არ ვიცი რა ვთქვა ან როგორ გამოვხატო ჩემი აზრი. მოკლედ 1) ისინი ან საერთოდ არ არსებობენ. 2) თუ არსებობენ, მაშინ სადღაც სხვაგან, საქართველოს ფარგლებს გარეთ (საზღვრიდანაც) 3) დავუშვათ მაინც არსებობენ საქართველო-სომხეთის საზღვარზე, მაგრამ მაშინ არსებობენ სადღაც სხვაგან, ანუ სხვა კოორდინატებში (რაშიც მე დიდი ეჭვი მეპარება). დიდი მადლობა და დიდი ბოდიში ასეთი დიდი წერილისთვის.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 19:17, 25 იანვარი 2024 (UTC)პასუხი

გამარჯობა! არ ვწუხდებით, პირიქით... მთა ანდრანიკზე უკვე დავწერე ჩემი მოსაზრება. ერთადერთი რასაც დავამატებ არის ის, რომ ამჟამინდელი მდგომარეობით ანდრანიკი სომხეთშია, საქართველოს საზღვრის სიახლოვეს და არა საზღვარზე და მისი სიმაღლეა 3135 მ. მთა ზარიშატი (2981.6 მ) — ჩვენთვის უსახელო წერტილი ნამდვილად მდებარეობს სამი სახელმწიფოს საზღვარზე, — საქართველო-თურქეთი-სომხეთის საზღვარზე. თქვენი კოორდინატები სწორია. მთა ლეილი (3156.9 მ), გაწოლილია საქართველო-სომხეთის საზღვარზე. რუსულად არა, სომხურის გავლენით მთლიანად ქედს, — მეტად, მთას ნაკლებად. მთა ორთულდაღი (2445.6 მ), სასაზღვრო მთა საქართველოსა და სომხეთს შორის. მთა უჩთაფალარზე მოგვიანებით მოგახსენებთ. შესაბამისად, ვინაიდან გვაქვს სომხური წყაროები ანდრანიკზე სტატია უნდა დარჩეს და შესწორდეს; მთა ზარიშატი ანალოგიურად უნდა შესწორდეს. - OTOGI Messages 00:06, 28 იანვარი 2024 (UTC)პასუხი
თქვენ გაგიმარჯოთ ღმერთმა. აბსოლუტურად ყველაფერში გეთანხმებით, ოღონდ ერთი შეკითხვა მაქვს მე გავასწორო თუ თქვენ?
მე, ჩავასწორებ, არ არის პრობლემა. - OTOGI Messages 18:54, 28 იანვარი 2024 (UTC)პასუხი
ძალიან კარგი. დიდი მადლობა>GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 19:11, 28 იანვარი 2024 (UTC)პასუხი

გვირგვინა

უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონისგან განსხვავებით მთა სინამდვილეში იმყოფება მხოლოდ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მანძილი ხაშურის მუნიციპალიტეტამდე 5 კმ-ია (სხვათაშორის იქვეა მოხსენებული გვირგვინას ქედი (სადაც მდებარეობს გვირგვინას მთა), რომელსაც აწერია, რომ იგი მდებარეობს მხოლოდ ბორჯომის მუნიციპალიტეტში). რეალობაში პირიქით არ უნდა იყოს? ან ორივე მხოლოდ ბორჯომის მუნიციპალიტეტში უნდა იყოს. გვირგვინას ქედის ინფოდაფაში და ტექსტშიც მხოლოდ ბორჯომის მუნიციპალიტეტია მოხსენებული, თანახმად უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონისა. მე მხედველობაში მაქვს ის, რომ ამ ენციკლოპედიურ ლექსიკონში ქედი და მთა უნებლიედ ერთმანეთში ხომ არ აერიათ.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 16:31, 28 იანვარი 2024 (UTC)პასუხი

@GiorgiXIII: მესმის, რომ საქართველოში აკადემიური წყაროების კუთხით სერიოზული პრობლემებია, რაც რიგ შემთხვევაში გაურკვევლობას ბადებს. გვირგვინას ქედი ბორჯომის გარდა, ქარელის მუნიციპალიტეტშიც შედის, მაგრამ ლექსიკონი მხოლოდ ბორჯომს წერს, რაც შეცდომაა. ჩვენ ვიცით ამ შეცდომების შესახებ, მაგრამ ამ ეტაპზე ნაბეჭდ წყაროს არაფერი ეშველება. - OTOGI Messages 18:53, 28 იანვარი 2024 (UTC)პასუხი

რაც შეეხება გვირგვინას ქედს აბსოლუტურად გეთანხმებით, ის ხომ ქედია, რამდენიმე ათეულ კმ-ზე გადაჭიმული (შეიძლება რამდენიმე ასეულზეც), მაგრამ ჩემი აზრით გვირგვინას მთა მხოლოდ ბორჯომის მუნიციპალიტეტშია.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 19:11, 28 იანვარი 2024 (UTC)პასუხი
@GiorgiXIII: კი, აშკარად ცდება აღნიშნული წყარო. გვირგვინას ქედი ბორჯომსა და ქარელშია, მთა გვირგვინა ბორჯომში. ადმინისტრაციული საზღვრები თუკი არ შეცვლილა ასეა. - OTOGI Messages 19:23, 28 იანვარი 2024 (UTC)პასუხი
გვირგვინას მთაზე და ქედზე გეთანხმებით. ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლაზე მე არაფერი გამიგია.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 19:31, 28 იანვარი 2024 (UTC)პასუხი

კრატერი

ოთოჯი გამარჯობა! რა მაინტერესებს, კრატერის წრიულ კედელს რუსულად вал-ს ეძახიან და ქართული შესატყვისი რა არის? მე ზვინულად ვიხსენიებ და რამდენად სწორეა?--Surprizi (განხილვა/წვლილი) 12:41, 29 იანვარი 2024 (UTC)პასუხი

@Surprizi: გამარჯობა! კი, თავისუფლად, შესაძლებელია. - OTOGI Messages 14:25, 7 თებერვალი 2024 (UTC)პასუხი

ნასტიწუპი

ამ მთის კოორდინატები გუშინ ღამე ვიპოვე და მე მგონი ნაადრევად შევიტანე ინფოდაფაში. შემდეგ გადამოწმებისას აღმოჩნდა ორი შეუსაბამობა: 1) საქართველოს მთების ზოგიერთ ჩამონათვალში ის იმყოფება არა შიდა ქართლის მხარეში, არამედ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში (ჩვენ ონის მუნიციპალიტეტის ფარგლებში გვაქვს მოქცეული ყველა ის სოფელი, რომლების ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შემდეგ მას გადაეცა ჯავის მუნიციპალიტეტისგან). ყველაზე ყურადსაღებია 2). საქმე იმაშია, რომ მას სიმაღლე აწერია არა 2900 მეტრი, არამედ 2028 მეტრი. განსხვავება საკმაოდ მნიშვნელოვანია (872 მეტრი). ჩემი აზრით ამ შემთხვევაში ორი ვარიანტი შეიძლება არსებობდეს: 1) რუკაზე შეცდომითაა დატანილი ამ მთის კოორდინატები და აღნიშვნა (ამჟამად ის აღნიშნულია მდინარე ჯეჯორის ზემოთში, მარცხენა სანაპიროზე, სამაგიეროდ იქვე ახლოს, მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს 2880 მეტრის სიმაღლის უსახელო მთა). 2) ლიტერატურაში არ არის სწორედ მოხსენებული მთის სიმაღლე და ნაცვლად 2900 მეტრისა უნდა იყოს 2020 მეტრი. პირადად მე უფრო სიმართლე მგონია ის, რომ რუკაზე არ არის ამ მთის მდებარეობა სწორად აღნიშნული (მტკიცების ფორმით არ ვამბობ, ეს მხოლოდ ვარაუდია). ყოველივე ამის შემდეგ მე მინდა შეგეკითხოთ თქვენ ამოვიღო თუ არა ინფოდაფიდან ჩემს მიერ ნაადრევად ჩაწერილი კოორდინატები?GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 16:10, 29 იანვარი 2024 (UTC)პასუხი

@GiorgiXIII: ძალიან ცნობილი მთა ნასტიწუპი ან ნასტიწუფი კი ბატონო, 2028 მ აბსოლუტური სიმაღლისაა. მე ვერ ვიტყვოდი, რომ ლიტერატურაში შეცდომაა, მიუხედავად იმისა, რომ სიმაღლეში აცდენაა. უფრო სიღრმისეული საკითხია და არ გავამახვილებ ამაზე ყურადღებას. დახედეთ სტატიის ავტორს. შევცვლი სიმაღლეს და გადავხედავ კოორდინატებს. - OTOGI Messages 17:31, 18 თებერვალი 2024 (UTC)პასუხი

P. S. კოორდინატები დასვით 2028 მ სიმაღლის მწვერვალზე, მდინარე ჯეჯორის ზემოთებში არსებული წერტილის გათვალისწინებით. - OTOGI Messages 17:38, 18 თებერვალი 2024 (UTC)პასუხი
აი კოორდინატები: 42°31′46.9″N 43°46′37.5″E. ეს კოორდინატები ვიპოვე და ჩავწერე ინფოდაფაში, ხოლო სიმაღლისთვის ხელი არ მიხლია და იგივე დავტოვე, რადგან არ ვარ 100 %-ით დარწმუნებული მართალი ვარ თუ არა.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 17:58, 18 თებერვალი 2024 (UTC)პასუხი
მე, შევასწორე სიმაღლე და კოორდინატები. აგრეთვე, ამ პარამეტრებით იგი არ შედის შიდა ქართლში. - OTOGI Messages 19:11, 18 თებერვალი 2024 (UTC)პასუხი
შესწორდა. - OTOGI Messages 19:19, 18 თებერვალი 2024 (UTC)პასუხი
დიდი მადლობა თქვენ. არა მარტო ამ მთისათვის, არამედ ასეთი გასაგები და ამომწურავი პასუხებისათვის. მე ყველაფერში გეთანხმებით რაც კი ამ მთებს შეეხება და ბუნებრივია არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია. სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი და ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ!GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 15:02, 21 თებერვალი 2024 (UTC)პასუხი
@GiorgiXIII: რისი მადლობა, პირიქით, თუ იქნება კიდევ გადასაჭრელი საკითხები აუცილებლად მომმართეთ ხოლმე. ფიზიკურ გეოგრაფიაში პრობლემებს ყოველთვის მოვაგვარებ, უბრალოდ ზოგჯერ დრო არ მაქვს მყისიერად პასუხების გასაცემად, ზოგჯერ დროშია აცდენა და ა.შ. თუმცა მე აქ ვარ ვიკიპედიაში. უფალი იესო ქრისტე იყოს ჩვენი მფარველი !. - OTOGI Messages 14:26, 22 თებერვალი 2024 (UTC)პასუხი
გამარჯობათ! მადლობა იმიტომ მოგიხადეთ, რომ დაიმსახურეთ. ჩემი აზრი ესეთია და მას ვერავინ ვერ შემიცვლის (ბოდიშის მოხდით რა თქმა უნდა). თუ გამოჩნდა ასეთი და ამის მსგავსი საკითხები დიდი სიამოვნებით მოგმართავთ. მე არც მაქვს იმისი პრეტენზია, რომ დაუყოვნებელი პასუხი გამცეთ. მე ვიცი, რომ ჩვენ ადამიანები ვართ და ყველას გაგვაჩნია საკუთარი ცხოვრება და მისთვის გარკვეული დროა საჭირო (მე მგონი 60 წლის ასაკის ადამიანს გააჩნია ცხოვრებისეული გამოცდილება და მას რაღაცა მაინც დაეჯერება). უფალი გფარავდეთ თქვენც და და რა თქმა უნდა მთელ საქართველოსაც.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 15:14, 22 თებერვალი 2024 (UTC)პასუხი

ქართა

ამ მთისთვის ხომ არ შეგვეცვალა სახელი და გვეწოდებინა დიდი ქართა? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ რუკებზე დაწკაპუნებისას ამოხტება მთა დიდი ქართა, ხოლო მისგან ჩრდილო-დასავლეთით 2,5 კმ-ის მანძილზე მდებარეობს მთა პატარა ქართა (ზოგან (ოღონდ იშვიათად) რუსულის გავლენით დიდი კარტა და პატარა კარტა), რომლის კოორდინატებია 41°53′25.9″N 43°34′26.4″E.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 18:36, 30 იანვარი 2024 (UTC)პასუხი

@GiorgiXIII: დიდი ქართა და ქართა ერთი და იგივეა. უფრო ახალი წყარო თუ გვაქვს გადავიტანოთ სახელწოდება. - OTOGI Messages 20:16, 11 თებერვალი 2024 (UTC)პასუხი
ღამე მშვიდობისათ! კი ბატონო დავტოვოთ. მითუმეტეს თუ ერთი და იგივეა და კიდევ უფრო მეტი, მე სხვა წყარო არაფერი გამაჩნია, გარდა რუკებზე დაწკაპუნებისა და ეს, რომ წყარო არ არის მაგდენი ჩემს მოკლე ჭკუასაც კი გაეგება. დიდი მადლობა.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 20:37, 11 თებერვალი 2024 (UTC)პასუხი

ღვიდისი

თუ შეიძლება გამარკვიეთ ეს მთა მართლა არის თუ არა რუკებზე არსებული მთა გუდის-ავცაგი (ანუ კოორდინატები სწორად დავსვი თუ არა)? ის პირდაპირ ემთხვევა ტექტში არსებულ ინფორმაციას, რომ იგი მდებარეობს გუდისის ქედზე, მდინარე ჩაბარუხისწყლის (პატარა ლიახვის მარჯვენა შენაკადი) სათავეში. სებუანურ ენაზე გამოქვეყნებულ ტესტთან შედარებით სიმაღლეშია ოდნავი განსხვავება 30 მ-ში (ჩვენ გვიწერია სიმაღლე ზღვის დონიდან 2915 მ., მათ კი 2945 მ). GeoNames-ის ინფორმაციით მას ქვია Gora Gudisimta და მისი სიმაღლეა 2945 მ. (ეს ინფორმაციაც სებუანოს ენოვან ტექსტშია, თუმცა GeoNames რომ ვერ ტოვებს კარგ შთაბეჭდილებას ჩემი აზრით ესეც ჩვენთვის ცნობილია). მოკლედ რომ გითხრათ მე გაურკვეველ მდგომარეობაში ვარ, ბევრი რამისა მჯერავს (დასახელების მსგავსებაც კი, ღვიდისი — გუდისი), მაგრამ ბოლომდე არა. იმიტომ მოგმართავთ თქვენ და როგორც მეტყვით ისე მოვიქცევი (კოორდინატების და ენათაბმულის გაუქმებაც იგულისხმება რა თქმა უნდა).GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 21:59, 30 იანვარი 2024 (UTC)პასუხი

@GiorgiXIII: საერთოდ, მთა გუდისი ან გუდისის მთა ამავე სახელწოდების ქედზე მდებარეობს და აქვს სიმაღლე ზღვის დონიდან 2945 მ. მთა ღვიდისი და გუდისი ერთი და იგივეა, შესაბამისად, სიმაღლეა შესასწორებელი. ამას გარდა, ღვიდისი გუდისის ქედის უმაღლესი წერტილია. ადრე თვით სოფელსაც ღვიდისს უწოდებნენ ხოლმე... რაც შეეხება კოორდინატებს, ისინი რუკებზე აღნიშნული მთა გუდისის შესატყვისი უნდა იყოს. P. S. სებუანურს თუ რაიმე ამგვარს რაც შეეხება, შეგიძლიათ სამუდამოდ დაივიწყოთ მათი არსებობა. - OTOGI Messages 01:40, 18 თებერვალი 2024 (UTC)პასუხი

საქორის ქედი

კახეთის მხარეში გვაქვს მთა საქორის ქედი, რომელსაც არა აქვს კოორდინატები და ეს კოორდინატები ვერც მე ვერ ვიპოვე (სიმაღლე 1576 მეტრი), მაგრამ მცხეთა-მთიანეთის მხარეშიც არსებობს იგივე დასახელების მთა, რომელზეც ჩვენ სტატია არა გვაქვს, მაგრამ არის სტატია სებუანურ ენაზე (Mta Sakoriskedi) და რომლის სიმაღლეა 2879 მეტრი და კოორდინატები 42°28′31.5″N 44°45′17.7″E. საქართველოში არსებობს ერთი და იგივე დასახელების მთები, რომლებიც ერთ მუნიციპალიტეტშიც კი იმყოფებიან და მე არ გამიკვირდება, რომ ეს ერთი და იგივე დასახელების მთა ორ მხარეში რომ არსებობდეს. დიდი ბოდიშის მოხდით გთხოვთ დამიდასტუროთ (რა თქმა უნდა ანალიზის გაკეთების შემდეგ), რომ ეს ერთი და იგივე დასახელების მთა მართლაც იმყოფება ორ მხარეში.

@GiorgiXIII: წყაროებით დასტურდება, კი, ორი ერთი და იგივე სახელწოდების მთის არსებობა სხვადასხვა ტერიტორიაზე, სახელდობრ, გომბორის ქედის მთა საქორის ქედი და გუდამაყრის ქედის განშტოება საქორის ქედი და მთა საქორის ქედი ან საქორისწვერი. - OTOGI Messages 02:17, 18 თებერვალი 2024 (UTC)პასუხი

დიდი მადლობა, როგორც მთა ღვიდისზე, ასევე საქორის ქედზე ამომწურავი და ადვილად გასაგები პასუხების გამო. ჩემთვის ყველაფერი გასაგებია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და ბოდიში შეწუხებისათვის.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 09:54, 18 თებერვალი 2024 (UTC)პასუხი
არაფრის, რისი მადლობა. პირიქით, მომმართედ ხოლმე. - OTOGI Messages 02:51, 19 თებერვალი 2024 (UTC)პასუხი

Translation request

Hello.

Can you create the article en:Laacher See, which is the third most powerful volcano in Europe after Campi Flegrei and Santorini, in Georgian Wikipedia?

Yours sincerely, Multituberculata (განხილვა/წვლილი) 11:32, 4 თებერვალი 2024 (UTC)პასუხი

Thanks for pointing that out, but not right now, OK. You will need to find someone else to help you... - OTOGI Messages 02:22, 18 თებერვალი 2024 (UTC)პასუხი
@GiorgiXIII: მომხმარებელს სტატიის შექმნა სურს ქართულ ვიკიპედიაში. მე, ამ ეტაპზე სამწუხაროდ დრო არ მაქვს. თუ დრო და სურვილი გაქვთ შეგიძლიათ დაწეროთ სტატია. - OTOGI Messages 02:26, 18 თებერვალი 2024 (UTC)პასუხი
გამარჯობათ! რაც შემეძლო დავწერე და შევქმენი. სტატიას ქვია ლაახერ-ზეე. თქვენ როდესაც მოიცლით შეამოწმეთ და რაც შესასწორებელი იქნება ბუნებრივია შეასწორებთ. ან თუ გასაუქმებელია წაშლით.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 16:23, 18 თებერვალი 2024 (UTC)პასუხი
Thank you very much for the new article! Multituberculata (განხილვა/წვლილი) 06:24, 21 თებერვალი 2024 (UTC)პასუხი
Thank you. Live long!GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 14:51, 21 თებერვალი 2024 (UTC)პასუხი

ქობულეთ-ჩაქვის ქედი

გამარჯობათ! თქვენთან ერთი პატარა შეკითხვა მაქვს თუ შეიძლება. გთხოვთ მიპასუხოთ ვულკანური ქანები და მაგმური ქანები ერთი და იგივეა თუ არა. ამას იმიტომ გეკითხებით, რომ სტატიაში ქობულეთ-ჩაქვის ქედი წერია ვულკანური ქანები, რომელზეც სტატია ჯერ არ დაწერილა და შესაბამისად წითლად ჩანს, ხოლო სტატია მაგმურ ქანებზე კი არსებობს. ჩემი აზრით ერთი და იგივე უნდა იყოს. თქვენ თუ მეთანხმებით, რომ ერთი და იგივეა მაშინ ვულკანურ ქანებს შევცვლი მაგმური ქანებით თუ თქვენ წინააღმდეგი არ იქნებით? წინასწარ დიდი მადლობა.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 17:53, 28 თებერვალი 2024 (UTC)პასუხი

@GiorgiXIII: გამარჯობა! არ არის ერთი და იგივე; მაგმური ქანები იყოფა ვულკანურ ანუ ექსტრუზიულ და პლუტონურ ანუ ინტრუზიულ ქანებად. - OTOGI Messages 13:49, 6 მარტი 2024 (UTC)პასუხი

ღამე მშვიდობისათ! დიდი მადლობა. ჩემთვის ყველაფერი გასაგებია.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 19:27, 6 მარტი 2024 (UTC
Otogi/არქივი 38-ის მომხმარებლის გვერდზე დაბრუნება.