ძირხვა
მთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში
ძირხვა, ძიხვა — მთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სოხუმის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარეების კელასურისა და აღმოსავლეთის გუმისთის ზემო დინებათა წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2710,8 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. კალთები ციცაბოა. მთა შემოსილია ალპური ბალახეულით.
ძირხვა | |
---|---|
კოორდინატები: 43°13′20″ ჩ. გ. 41°09′07″ ა. გ. / 43.222472° ჩ. გ. 41.152139° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | სოხუმის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2710,8 მ |
ქედი | აფხაზეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი და ქვიშაქვა |
ლიტერატურა
რედაქტირება- უკლება დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 277.