ორთულდაღი
მთა საქართველოსა და სომხეთის საზღვარზე. სამცხე-ჯავახეთის მხარეში და შირაქის პროვინციაში
ორთულდაღი, შუამთა — მთა საქართველოსა და სომხეთში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტისა და შირაკის პროვინციის საზღვარზე. მდებარეობს ნიალისყურის ქედის თხემზე, ჯავახეთის ზეგანზე. სიმაღლე ზღვის დონიდან — 2447 მ. აგებულია მიო-პლიოცენური ანდეზიტებით. გუმბათისებრი, სუსტად დანაწევრებული და დამრეცკალთებიანია. შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოს ბალახეულობით.
ორთულდაღი | |
---|---|
კოორდინატები: 41°08′02″ ჩ. გ. 43°41′12″ ა. გ. / 41.13389° ჩ. გ. 43.68667° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო სომხეთი |
ტერიტორიული ერთეული | სამცხე-ჯავახეთის მხარე შირაკის პროვინცია |
სიმაღლე | 2447 მ |
ქედი | ნიალისყურის ქედი |
ამგებელი ქანები | ანდეზიტი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯაყელი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 50.