ნიალისყურის ქედი, ჩრდილის ქედი, ჩილდირის ქედი, სუბგანედური ვულკანური ქედი ჯავახეთის ზეგნის სამხრეთ ნაწილში. უმაღლესი ადგილია მწვერვალი უჩთაფალარი (3011 მ). აგებულია მიო-პლიოცენური ანდეზიტური ქანებით. აქვს განიერი თხემი და სუსტად დანაწევრებული დამრეცი კალთები. ნიალისყურის ქედის ქვემო კალთები შემოსილია მთის შავმიწისებრ ნიადაგებზე განვითარებული მდელოებით, შუა — მთის მდელოს ნიადაგებიანი სუბალპური მდელოებით, ზემო კალთები და თხემი — მდელოს ტორფიან-კორდიან ნიადაგებზე განვითარებული ალპური ბალახეულობით.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება