ჯვარი (მთა)

მთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მარტვილის მუნიციპალიტეტში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯვარი (მრავალმნიშვნელოვანი).

ჯვარი — მთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მარტვილის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარეების ტეხურისა და ხობისწყლის წყალგამყოფზე, მდინარე ხობისწყლის მარცხენა შენაკადის — ოჩხომურის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 1825 მ. აგებულია ქვედაცარცული კირქვებითა და დოლომიტებით. დამახასიათებელია რელიეფის კარსტული ფორმები. მთის ქვემო და შუა კალთები შემოსილია წიფლნარ-მუქწიწვიანებით, ზემო — სუბალპური და ალპური მდელოებით.

ჯვარი
კოორდინატები: 42°38′13″ ჩ. გ. 42°19′16″ ა. გ. / 42.63694° ჩ. გ. 42.32111° ა. გ. / 42.63694; 42.32111
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მარტვილის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 1825 
ქედი ეგრისის ქედი
ამგებელი ქანები კირქვა და დოლომიტი
ჯვარი (მთა) — საქართველო
ჯვარი (მთა)
ჯვარი (მთა) — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ჯვარი (მთა)

ლიტერატურა

რედაქტირება