საქორის ქედი
მთა საქართველოში, კახეთის მხარეში
საქორის ქედი — მთა საქართველოში, კახეთის მხარეში. მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი კალთაზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 1576 მ. აგებულია ცარცული ასაკის მერგელებითა და კირქვებით. თხემი გუმბათისებრი აქვს, კალთები — დამრეცი, დანაწევრებული. შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით.
საქორის ქედი | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
სიმაღლე | 1576 მ |
ქედი | გომბორის ქედი |
ამგებელი ქანები | მერგელი და კირქვა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ტაბიძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 197.